დაუვიწყარი ექსკურსიები უცნაურ და სახალისო party bus-თან ერთად

© FB / PartyBus Georgia"ფართიბასი"
ფართიბასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას უყვარს მეგობრებთნ ერთად დროის გატარება და გართობა. party bus–ი სწორედ ისაა, რომელიც ბევრ სიურპრიზს, დადებით ემოციას, სიხარულს და ღიმილს გპირდებათ.

რა იმალება  party bus–ის უკან, ამას  ნიკოლოზ გოგოლაძე  გაგვიმხელს. ნებისმიერი მსურველი შეძლებს დაუვიწყარი და საინტერესო დროის გატარებას. 

© FB / PartyBus Georgiaწვეულება "ფართიბასში"
წვეულება ფართიბასში - Sputnik საქართველო
წვეულება "ფართიბასში"

–როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა გაგეკეთებინათ „party bus”?

–იდეა მეგობრების წრეში მოგზაურობისას გაჩნდა. მსგავსი ავტობუსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა პროექტის განხორციელება საქართველოში.

–რა ხდება ავტობუსში?

–ასე ვთქვათ, ავტობუსი არის მოძრავი კლუბი,  ძალიან კომფორტული, ლედი/ლაზერული განათებებით, არის კარაოკე — რომელიც ძალიან მოწონთ სტუმრებს, არის  ინტერნეტი, ეკრანი, სხვადასხვა სახის სასმელი და გასართობი პროგრამა სტუმრების ასაკობრივი ჯგუფის და ღონისძების თემის მიხედვით. მგზავრობისას სტუმრებს მასპინძლობს ანიმატორი გიორგი, რომელიც თითოეული სტუმრის  კარგ განწყობაზე ზრუნავს.

–რას სთავაზობთ მომხმარებელს?

–მომხმარებელს ვთავაზობთ არაორდინალურ, კომფორტულ მგზავრობას, მხიარულ განწყობას, რაც მთავარია უსაფრთხოდ და კომფორტულად! ვთავაზობთ ორიგინალურ გზას აღნიშნონ მათთვის მნიშვნელოვანი თარიღები, ქორწინება, ნიშნობა, დაბადების დღე, კოლეგების შეკრება თუ უბრალოდ ერთად გაატარონ საღამო. 

© FB / PartyBus Georgia"ფართიბასი"
ფართიბასი - Sputnik საქართველო
"ფართიბასი"

–საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოყვა თქვენს წამოწყებას?

–საზოგადოება საკმაოდ დადებითად და მხიარულად გამოგვეხმაურა, ყველამ მოიწონა და ხალისიანად მიიღო ეს სიახლე! ვინც ისარგებლა ჩვენი სერვისით, ყველამ გაგვიწია რეკომენდაცია თავის მეგობრებშიც.

–სახელი მარიტივად აარჩეთ?

–კი,  მარტივად.  დავარქვით ის, რაც არის Party – Bus. 

–რამდენი ადამიანი ეტევა თქვენს ავტობუსში?

–ჩვენი მოძრავი კლუბი 20 ადამიანზეა გათვლილი.

© FB / PartyBus Georgiaწვეულება "ფართიბასში"
წვეულება ფართიბასში - Sputnik საქართველო
წვეულება "ფართიბასში"

წვეულების პროცესში ავტობუსის მარშრუტი როგორია, მხოლოდ ქალაქს მოიცავს?  

–ჩვენი ავტობუსი დადის იქ, სადაც სურს სტუმარს – როგორც ქალაქში, ისე  ქალაქგარეთ,  საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საინტერესო სხვადასხვა ტურს ქვეყნის მასშტაბით.

–საზოგადოებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი ავტობუსი?

–ჩვენი აზრით,  ფასი საკმაოდ ადეკვატურია მომსახურებასთან, მით უმეტეს,  რომ სასმელი და სხვა მომსახურებაც შედის ფასში. ჩვენ ვერთობით და თან ვმოგზაურობთ მხიარულად და ნათელ ფერებში –  Party Bus თანაბრად რელევანტურია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის. 

–როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?

–ჩვენი საიტის მისამართია www.partybusgeorgia.ge,  სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ყველა პირობას და გააკეთოს ჯავშანი, გარდა ამისა, შეკვეთებს ფეისბუქ–გვერდის საშუალებითაც ვიღებთ.

© FB / PartyBus Georgia"ფართიბასი"
ფართიბასი - Sputnik საქართველო
"ფართიბასი"

–„party bus”–ი მალე გახდა პოპულარული?

–პოპულარობა სწრაფად მოვიხვეჭეთ. საზოგადოებაში ჩვენს შესახებ ინფორმაცია როგორც კი გავრცელდა,  დაინტერესებაც შესაბამისად გაჩნდა. არც კი ველოდით, ისე მალე გავხდით ასე ვთქვათ ცნობადები. 

–რას აპიერბს „party bus“ უახლოეს მომავალში?

–პირველ რიგში, ვგეგმავთ ავტობუსების დამატებას, რადგან მოთხოვნა უკვე გაიზარდა. გარდა ამისა, გვინდა მომხმარებელს ტურები  ქვეყნის მასშტაბით შევთავაზოთ. გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ღონისძიებებშიც და ასევე თავად ვგეგმავთ სიახლეების შეთავაზებას, რომლებსაც ჯერჯერობით არ გავამხელ.

ნინი რაზმაძე
ყველა ახალი ამბავი
0