ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა „ქუხნაში" მამაკაცია

© Sputnik / STRINGERჟურნალისტი იცვლის პროფესიას
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი შოთა ნოზაძე ერთი დღით შეფ-მზარეულის დამხმარე გახდა და მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავს იყო მზარეული.

„ქალი ვიცი მე ქუხნაში“, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ მაგიურ ოთახში მამაკაცი თავად აღმოჩნდება და მარტოს უწევს კულინარიული მწვერვალების დაპყრობა? პროფესია შევიცვალე და ამან მალევე შემაცდინა — დიეტა დავარღვიე… ალბათ გამიგებთ დამწყები მზარეულები…

© Sputnik / STRINGERმზარეული - ეს ხომ ბევრი ხასიათი, ფანტაზია და გრძნობაა!
Рубрика : Журналист меняет профессию - повар - Sputnik საქართველო
მზარეული - ეს ხომ ბევრი ხასიათი, ფანტაზია და გრძნობაა!

კარგი მზარეული — ეს ხომ ბევრი ხასიათი, ფანტაზია და გრძნობაა, გემოთმოყვარეობა კი საშინელი, მაგრამ სასიამოვნო ცოდვა…

მზარეულობა მცირედით ჩემ პროფესიასაც კი მივამსგავსე… არის ამ პროფესიებში რაღაც პატრიოტული…

საქმიანობა გარკვეულ ეთიკურ სივრცეში მიმდინარეობს. მზარეულისთვის ეთიკა გულისხმობს, რომ თუ მზარეული ყველა ინგრედიენტისთვის ერთ საჭრელ დაფას იყენებს, მაშინ ის სახლის სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია. რესტორნის მზარეულს კი ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის და სხვადასხვა ინგრედიენტებისთვის განკუთვნილი ცალ-ცალკე დაფები აქვს, რათა სუნების აღრევა არ მოხდეს. ამავე მიზეზით მსოფლიოს წამყვანი მზარეულებიც კი არ ხმარობენ ხელთათმანებს გარკვეული კერძების მოსამზადებლად. ამიტომ თუ მზარეული ხელთათმანებს არ იყენებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძი არაჰიგიენურადაა მომზადებული.

© Sputnik / STRINGERთუ მზარეული ყველა ინგრედიენტისთვის ერთ საჭრელ დაფას იყენებს, მაშინ ის სახლის სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია.
Рубрика : Журналист меняет профессию - повар - Sputnik საქართველო
თუ მზარეული ყველა ინგრედიენტისთვის ერთ საჭრელ დაფას იყენებს, მაშინ ის სახლის სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია.

მზარეულის დილეტანტი დამხმარეები სწავლას იწყებენ კარტოფილის და სტაფილოს გათლით, ნივრის და ხახვის გაფრცქვნით, ხელი რომ დანას მიეჩვიოს — მასთან „ურთიერთობა ისწავლოს“, და თან დაჰყვებათ ქორფა მწვანილის სუნი. თუმცა მე, როგორც ყველა დამწყებმა, ვიჩქარე, გაზქურასთან მოვკალათდი და ახია ჩემზე… ხელიც დავიწვი!

© Sputnik / STRINGERმზარეულის დილეტანტი დამხმარეები სწავლას იწყებენ კარტოფილის და სტაფილოს გათლით, ნივრის და ხახვის გაფრცქვნით, ხელი რომ დანას მიეჩვიოს - მასთან „ურთიერთობა ისწავლოს“
Рубрика : Журналист меняет профессию - повар - Sputnik საქართველო
მზარეულის დილეტანტი დამხმარეები სწავლას იწყებენ კარტოფილის და სტაფილოს გათლით, ნივრის და ხახვის გაფრცქვნით, ხელი რომ დანას მიეჩვიოს - მასთან „ურთიერთობა ისწავლოს“

ევროპული კერძის მოსამზადებლად შეფ-მზარეულის მითითებით ყოველი ინგრედიენტის დაჭრის შემდეგ ხელებს სპეციალური ქაფით ვიბანდი, დაფებს ხშირად ვცვლიდი, ტაფაზე ცეცხლს ვანთებდი და კოვზით ჩვეული მორევის ნაცვლად შესაწვავ ინგრედიენტებს ჰაერში ვყრიდი და ისევ ტაფით ვიჭერდი (ან ვერ). ტაფა ინგრედიენტებისგან ნახევრად დაცარიელდა, გაზქურა და მოთმინების ფიალა კი აივსო, თუმცა შეკვეთა არ „ჩავარდა“.

© Sputnik / STRINGERკოვზით ჩვეული მორევის ნაცვლად შესაწვავ ინგრედიენტებს ჰაერში ვყრიდი და ისევ ტაფით ვიჭერდი ან ვერ!
Рубрика : Журналист меняет профессию - повар - Sputnik საქართველო
კოვზით ჩვეული მორევის ნაცვლად შესაწვავ ინგრედიენტებს ჰაერში ვყრიდი და ისევ ტაფით ვიჭერდი ან ვერ!

ცომთან „ურთიერთობა“ გამიადვილდა. ალბათ მანამდე პურის მცხობელის შეძენილი პროფესია დამეხმარა ხინკლის მკვრივი ცომის მოზელაში. ქართული სამზარეულოს „სავიზიტო ბარათი“ — 19-ნაოჭიანი ხინკალი მოვახვიე და აზერბაიჯანელი მზარეულისგან მოვისმინე: ქართული ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ნაოჭები კი მზის სხივებს… დალოცვილი კერძია… მათ, ვისაც ხინკლის მირთმევა შეკვეთიდან რამდენიმე წუთში გნებავთ და მზადების პროცესს ვერ ითმენთ, კითხვაზე „მალე იქნება?“ კითხვითვე გიპასუხებთ – ნამდვილად გნებავთ ხუთ წუთში მომზადებული ხინკალი მიირთვათ?

© Sputnik / STRINGERაზერბაიჯანელი მზარეულისგან მოვისმინე - ქართული ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ნაოჭები კი მზის სხივებს... დალოცვილი კერძია..
Рубрика : Журналист меняет профессию - повар - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანელი მზარეულისგან მოვისმინე - ქართული ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს, ნაოჭები კი მზის სხივებს... დალოცვილი კერძია..

არ დაგავიწყდეთ, რომ მზარეულის სამუშაო რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: კერძის მომზადების რეცეპტურისა და ტექნოლოგიის ცოდნა; მომზადების პროცესის უზრუნველყოფა, სამზარეულოს მოწყობილობების სწორად გამოყენება; სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით საჭირო პროდუქტების აღრიცხვა, შენახვა და პროდუქციის რეალიზაცია. ასე რომ, მოთმინებით დაელოდეთ…

ჩემ ჯადოქარ შეფ-მზარეულს ჩვეულებრივი პროდუქტისგან ნამდვილი შედევრის შექმნა შეუძლია, რომელიც ადამიანებს სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს.

© Sputnik / STRINGERაი თურმე რამდენი რამ სჭირდება სამზარეულოს ჯადოქარს „სასიამოვნო ცოდვისკენ“ რომ გიბიძგოს...
Рубрика : Журналист меняет профессию - повар  - Sputnik საქართველო
აი თურმე რამდენი რამ სჭირდება სამზარეულოს ჯადოქარს „სასიამოვნო ცოდვისკენ“ რომ გიბიძგოს...

დიეტის დარღვევისას ვეკითხები: — შეფ, რა უნდა ახასიათებდეს ჯადოქარ მზარეულს? და დაიწყო: — ყნოსვითი მგრძნობელობა და მახსოვრობა, გემოს და ფერის ზუსტად აღქმის უნარი, გემოთმახსოვრობის უნარი, დახვეწილი გემოვნება, დინამიური აზროვნება, პროდუქტის როდენობის თვალის ზომით განსაზღვრისა და ძველისგან ახალი პროდუქტის გარჩევის უნარი, კერძების სწრაფად მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა, დროის რაციონალურად განაწილების უნარი, ხელების სიძლიერე და მოძრაობის სიზუსტე, ოპერატიულობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობა, წინდახედულობა, პუნქტუალობა და ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვის უნარი.

აი, თურმე რამდენი რამ სჭირდება სამზარეულოს ჯადოქარს „სასიამოვნო ცოდვისკენ“ რომ გიბიძგოს…

კერძი ისეთი გამოდის, რა გულითაც ამზადებ, ხელი მხოლოდ გეხმარება. როდესაც მიმტანი სამზარეულოში შემოდის და გეუბნება — მესამე მაგიდას კერძი მოეწონა და მადლობას გიხდითო, მაშინ დაღლა გავიწყდება და გიჩნდება სურვილი, უკვე საყვარელ ადამიანსაც აჩვენო შენი ხელოვნება. სხვა თუ არაფერი, ყველა ქალს აქვს სურვილი, დილით საუზმე ლოგინში მიართვას საყვარელმა მამაკაცმა, ან საკუთარი ხელით გაუმზადოს რომანტიკული ვახშამი. სახლში ეს ყველაფერი უფრო ადვილია, ამ საქმეში მთავარი ცოტა ფანტაზია და მოხერხებულობაა საყვარელი ქალისთვის. საყვარელმა ქალმა კი „მამაკაციც იცის ქუხნაში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0