პარლამენტის თინეიჯერი თავმჯდომარე - წარჩინებული მეათეკლასელი სამტრედიიდან

© Photo: Courtesy of Tamuna Jinchveleishviliთამუნა ჯინჭველეიშვილი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს კიდევ ერთი აქტიური და მოტივირებული ქართველი თინეიჯერი გვსურს გაგაცნოთ. სამტრედიის საჯარო სკოლის მეათე კლასელი, თამუნა ჯინჭველეიშვილი, სამტრედიის წარჩინებულ მოსწავლეთა შორისაა. იგი სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პარლამენტის თავმჯდომარე და წითელი ჯვრის მოხალისეა.

ხშირად იღებს მონაწილეობას კულტურული ხასიათისა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში. ქალაქ სამტრედიაში ატარებს ინტელექტუალურ თამაშებს, დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

- დავიწყებ ჩვენი ტრადიციული კითხვით: როგორია მზერა გვერდიდან, ანუ ვინ არის თამუნა ჯინჭველეიშვილი? 

© Photo: сourtesy of Tamuna Jinchveleishviliთამუნა ჯინჭველეიშვილი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ჯინჭველეიშვილი

— თამუნა ჯინჭველეიშვილი არის მეათე კლასის მოსწავლე, რომელსაც ძალიან უყვარს ქიმია, ლიტერატურა და გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა. ვფიქრობ, ადამიანის მთავარი დანიშნულება მოძრაობაშია. ერთი პრინციპი მაქვს, რომელსაც მაჰათმა განდის სიტყვებით ალბათ უკეთ გადმოვცემ: „იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც სამყაროში გსურს.“ ამ სიტყვებს ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს და ამიტომაც ვალდებულებას ვგრძნობ, რომ უშუალო მონაწილე ვიყო იმ ცვლილებებისა, რომელიც განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია. ყველა ეს აქტივობა თუ ღონისძიება არა ჩემი, არამედ ერთიანი წარმატებისკენაა მიმართული. ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს სხვაც პოზიტიური თვალით უყურებს.

—  ვიცი, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულ კონკურსში შენმა თემამ „ახალგაზრდობა და დანაშაული'' მეორე ადგილი დაიმსახურა. როგორია შენი მოსაზრება ამ საკითხზე — რამდენად და ძირითადად, რა სახის დანაშაულს ჩადიან შენი თანატოლები და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? 

© Photo: Courtesy of Zurab Lejavaერთ-ერთი აქციის შემდეგ
ერთ-ერთი აქციის შემდეგ - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი აქციის შემდეგ

— ახალგაზრდობა და დანაშაული,- ეს მართლაც ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის და მისი გამომწვევი მიზეზები თუ გადაჭრის გზები კი მუდმივი მსჯელობის საგანია. ვფიქრობ, ამაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებთ: ოჯახი (მშობლების უყურადღებობა; ძალადობა; მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები) სკოლა (დაბალი აკადემიური მოსწრება; დისკრიმინაცია) საზოგადოება/სოციუმი (კრიმინალური გარემო; ნარკოტიკული ნივთიერებების იარაღისა და ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა) ინდივიდუალური მახასიათებლები (ბრაზი, აგრესია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები). რაც შეეხება, ჩემს თანატოლებს, დღევანდელ რეალობაში ყველაზე ხშირად ბულინგის პრობლემის წინაშე ვდგებით. ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ყველა ქმედებას თავისი წილი ფასი აქვს, მაგრამ ამასთან დავძენ, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.

- თამუნა, 2017 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ალეა“ (ანუ ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) მიერ ჩატარებულ სამდღიან ტრენინგ-მოდელირებაზე გამორჩეულ დელეგატად დაგასახელეს და სერთიფიკატი გადაგეცა. რა წარადგინე კონკრეტულად, რამ დაიმსახურა მოწონება? 

© Photo: Courtesy of Tamuna Jinchveleishviliპროკურატურის დაჯილდოების დროს
პროკურატურის დაჯილდოების დროს - Sputnik საქართველო
პროკურატურის დაჯილდოების დროს

— „ალეას“ ტრენინგზე წარვადგინე რეფორმა, რომელიც შეეხებოდა მასწავლებლის ეთიკის კოდექსის უხეშ დარღვევას. ფიზიკურ და ემოციურ ზეწოლას; მიკერძოებულ შეფასების სისტემას; დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებას; საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების პროპაგანდას; ეროვნული სასწავლო გეგმის შეუსრულებლობას და საგაკვეთილო პროცესის არამიზნობრივ გამოყენებას. რეფორმა იმას გულისხმობდა, რომ სკოლებში უნდა დანერგილიყო ახალი ცნება „შენიშვნის აქტის“ სახით. ეს იქნებოდა ოფიციალური საბუთი სპეციალურად მასწავლებლებისთვის განკუთვნილი, რომელიც გაკონტროლდებოდა მიუკერძოებელი მანდატურის სამსახურისა და მოსწავლის მიერ და მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს.

- ვიცი, რომ ხშირად იღებ მონაწილეობას კულტურულ ღონისძიებებში, გარემოს დაცვით ღონისძიებებსა და სამტრედიის ინტელექტუალურ თამაშებში,-გაიხსენე ამ მხრივ რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა?

— ჩემი თითოეული აქტივობა გარკვეულ მიზანს ემსახურება, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ მაინც,,ყველაზე წიგნიერს“ გამოვარჩევდი, რომელიც გასულ წელს, სამტრედიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა. 

© Photo: Courtesy of Tamuna Jinchveleishviliთამუნა ჯინჭველეიშვილი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ჯინჭველეიშვილი

მასში მონაწილეობა ქალაქის რვა სკოლამ მიიღო. მოსწავლეების მოთხოვნით ინტელექტუალური თამაში წელსაც ჩატარდება. ვიმედოვნებ, დაინტერესებულ მოსწავლეთა რიცხვი წელს უფრო გაიზრდება და წიგნიერებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს კიდევ უფრო მეტი აუწყობს ფეხს. ასევე გამოვარჩევდი გასულ წლებში შექმნილ გაერთიანებას „მწვანე თაობა“, რომლის წევრობის დროსაც ჩვენს ქალაქს ვასუფთავებდით. მინდა ასევე ვახსენო სტაჟირების ორთვიანი პროგრამა „Starttoday”, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რადგან უფრო ახლოს გავეცანი მომავალი პროფესიის დადებით თუ უარყოფით მხარეებს.

- თამუნა, წითელი ჯვრის მოხალისეც ყოფილხარ… 

© Photo: сourtesy of Tamuna Jinchveleishviliთამუნა ჯინჭველეიშვილი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ჯინჭველეიშვილი

— წითელი ჯვრის მოხალისე სულ რაღაც ერთი წელია, რაც ვარ და ეს დიდი პატივია ჩემთვის. სამტრედიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა აქტივობას ვუერთდები. განსაკუთრებულად მინდა ვახსენო „ერთი კანფეტის“ აქცია. ასევე შიდსთან დაკავშირებული დოგმების აღმოსაფხვრელად ჩატარებული სხვადასხვა სახის აქტივობა.

- გულწრფელად მითხარი, ასეთი აქტიურ ცხოვრების ფონზე მეგობრებისთვის თუ გრჩება დრო?

— იცით, საოცარი მეგობრები მყავს, ადამიანები, რომლებიც ჩემს ყველა წამოწყებაში ყველანაირად მიწყობენ ხელს. მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად ვამბობ, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ერთად ფინჯან ჩაის დასალევად დრო ყოველთვის გამოინახება.

- რა მოგწონს შენს თაობაში და რა არა? 

© Photo: Courtesy of Tamuna Jinchveleishviliთამუნა ჯინჭველეიშვილი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - Sputnik საქართველო
თამუნა ჯინჭველეიშვილი

— ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა თითქოსდა ორ ნაწილადაა გაყოფილი: ახალგაზრდები, რომლებიც არსებულ რესურსს ვერ ან არ ხედავენ. სხვადასხვა სიტუაციებში ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ იმ ძალას, რომელიც აუცილებლად უნდა მოიყვანონ მოქმედებაში. მეორე ნაწილი კი ის აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავს არ ზოგავენ და შეუძლებლის გასაკეთებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ. ეს უკანასკნელნი დიდ პატივისცემას იმსახურებენ. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ, რომ ეს ორი კატეგორია საერთო საქმის საკეთებლად გაერთიანდება, რადგან სულხან საბას სიბრძნე გვასწავლის, რომ ძალა ერთობაშია…

 

ყველა ახალი ამბავი
0