დები წიკლაურები და სიმღერა, როგორც ქველმოქმედების საშუალება

© FB / Sisters "Tsiklauri"დები წიკლაურები სცენაზე
დები წიკლაურები სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, საქართველოში კარგად სიმღერა არავის უკვირს, პირიქით, ვფიქრობ, ჩვენთან ცუდი სიმღერა უფრო იწვევს გაკვირვებას... სხვა საქმეა, სიმღერისადმი დამოკიდებულება. დღეს დები წიკლაურები მინდა გაგაცნოთ, უფრო სწორედ, ერთ მათგანს, მარიამს გავესაუბრები.

მან სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და ექიმი-სტომატოლოგია. მის ოჯახში ყველა მღერის, მარიამის და — ანასტასია, სკოლა-ლიცეუმში „მწიგნობართუხუცესი“ სწავლობს. დები მუსიკალურ კონკურსებზე არასოდეს გამოსულან, ჯერჯერობით არც დისკი ჩაუწერიათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში მოწყობილ არც ერთ საქველმოქმედო საღამოს და კონცერტს არ აკლდებიან. მათ საკუთარი მსმენელი და შემფასებელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სახითაც ჰყავთ, შემოთავაზება უცხოელებისგან ჰქონდათ, თუმცა იქ გამგზავრება ვერ მოახერხეს.

© FB / Sisters "Tsiklauri"მარიამ და ანასტასია წიკლაურები სცენაზე
მარიამ და ანასტასია წიკლაურები სცენაზე - Sputnik საქართველო
მარიამ და ანასტასია წიკლაურები სცენაზე

- მარიამ, თქვენს ოჯახში ძირითადად ექიმებია და ყველა მღერით…

— დიახ, სიმღერა ოჯახური ტრადიციაა, ოჯახში ყველა ექიმია და ყველა მღერის. ჩვენ ორი დები ვართ, მესამე ჩვენი დეიდაშვილია, აქტიური სიმღერა 2012 წლის მერე დავიწყეთ. მე, ანასტასია და მამა უფრო ქართულ-ლირიულ, ქალაქურ სიმღერებსა და რუსულ რომანსებს ვმღერით და ცნობილი სიმღერების ჩვენებურ ვერსიებს ვასრულებთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა. სიმღერა ჩემი სერიოზული გატაცებაა. ანასტასია ლიცეუმში სწავლობს და მომავალში რას გადაწყვეტს არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, სიმღერას ვერ შეელევა.

- ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე გამოდიხართ…

— დიახ, ასეა, „მზიურში“ თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამოები „მთის საჩუქარი ბარს“ რომ ტარდება ძირითადად იქ გამოვდივართ. ბოლო საქველმოქმედო საღამო კონცერტი სამების ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. ანასტასია დათო ფორჩხიძესთან, როგორც საესტრადო სიმღერის შემსრულებელი ისე გამოვიდა.

- მარიამ, თქვენ საავტორო სიმღერებსაც ასრულებთ…

— დიახ, ვწერ სიმღერებს, რომლის ტექსტიც და მუსიკა ჩემი გახლავთ. სიმღერა სხვადასხვა პოეტების ლექსებზეც მაქვს დაწერილი. პირველი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა იყო ჩემი საავტორო სიმღერა „გუდამაყარზე“, რომელიც ჩვენმა ბიძაშვილმა ატვირთა და გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი საავტორო სიმღერებიც დამიგროვდა და სამომავლოდ დისკზეც აუცილებლად ვიფიქრებ. ხალხური სიმღერების შესრულება გვიყვარს. ფოლკლორის „გარემიქსება“ არ გვიყვარს, ხალხურ სიმღერებს ნატურალური ვერსიით ვასრულებთ. მიხარია, რომ ჩვენს აქტიურ მსმენელებს შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველები არიან, ძირითადად საბერძნეთსა და იტალიაში მცხოვრები ქართველები გვისმენენ. თავად უცხოელების მხრივაც, მაგალითად იტალიიდან გვქონდა ბევრი შემოთავაზება, უბრალოდ ვერ ვახერხებთ იქ გამგზავრებას. თუმცა ძირითადი პროფესია ექიმობაა, სიმღერა ჩემი ცხოვრების აზრია და მას ვერასოდეს შეველევი, თანაც, მისი მეშვეობით სიკეთის ჩადენის საშუალება მეძლევა…

ყველა ახალი ამბავი
0