ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ჰოუ, ჰოუ, ჰოუ მე თოვლის ბაბუა ვარ!

© Sputnik / STRINGERჟურნალისტი თოვლის ბაბუას ამპლუაში
ჟურნალისტი თოვლის ბაბუას ამპლუაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ Sputnik საქართველოს ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ ერთი დღით თოვლის ბაბუას ნაბადი მოირგო და რამდენიმე ოჯახს ესტუმრა.

ახალი წელი რის ახალი წელია, თუ მას თოვლის ბაბუა არ ახლავს!

ბავშვებს სწამთ, რომ ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქარს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუა ან პაპა კეთილი მოხუცია, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის, წითელი – სანტა-კლაუსის შემთხვევაში), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული…

ჩვენ, ყველანი ბავშვობიდან რომ მოვდივართ ამას პირველ რიგში თოვლის ბაბუა გვახსენებს…

© Sputnik / STRINGERშოთა ნოზაძე - "Sputnik საქართველოს" თოვლის ბაბუა
შოთა ნოზაძე - Sputnik საქართველოს თოვლის ბაბუა - Sputnik საქართველო
შოთა ნოზაძე - "Sputnik საქართველოს" თოვლის ბაბუა

,

 „თავი ისე უნდა მოვაჩვენო ყველას, თითქოს მძინავს და გავიგო, სინამდვილეში ბუხრიდან ჩამოდის თოვლის ბაბუა თუ ფანჯრიდან შემოფრინდება.

დედიკო მეუბნება თოვლის ბაბუა ღამით მოვაო, ჩემთან კი საღამოს მოვიდა, თანაც ორი. ჯერ ზარი დარეკა, შემდეგ სამჯერ დააკაკუნა. მე ნაძვის ხესთან ვთამაშობდი, როცა მამიკომ კარები გააღო და დამიძახა: სოფიკო თოვლის ბაბუა მოვიდა ჩქარა გამოიქეცი…

რაა? ჩემი თოვლის ბაბუა კარებიდან შემოდის? და ირმები: დეშერი, დენსერი, პრენსერი, ვიკსენი, კომეტი, კიუპიდი, დონდერი, ბლიტცერი და რუდოლფი სად არიან?…

ამ ფიქრებში ვარ და მესმის:

—ჰოუ, ჰოუ, ჰოუ, გამარჯობა სოფიკო. როგორ ხარ? ახალ წელს მოგილოცავ ჩემო პატარა მეგობარო, დიდი გოგო გაიზარდე, ბედნიერი და ჯანმრთელი. შორი გზიდან მოვდივარ და ცოტა დავიღალე, ნაძვის ხესთან ჩამოვსხდეთ.

…და ხელი ჩამკიდა. ყოვლისშემძლე თოვლის ბაბუა უფრო მსუქანი მეგონა, ორივე კი მაღალი და გამხდარი იყო, მაგრამ დიდი და თეთრი წვერები ხომ ჰქონდათ და ჩავეხუტე. ნაძვის ხესთან დავსხედით.

საახალწლო ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა - Sputnik საქართველო
უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს სანტა კლაუსის?

—მთელი წელი გაკვირდებოდი და კარგად რომ იქცეოდი, შენ რომ გინდოდა ის საჩუქრები მოგიტანე. სანამ საჩუქრებს მოგცემდე, ლექსი თუ იცი?

ვფიქრობ, ჩემი თოვლის ბაბუა არც ისეთი ყოვლისშემძლე ყოფილა როგორც მეგონა, არ სცოდნია, რომ ლექსი ჯერ არ ვიცი… დედიკო დაპირდა, რომ ლექსებს შემდეგ წელს მოვუყვები. სხვა რა გზა ჰქონდა თოვლის ბაბუას, საჩუქრები მომცა. წერილში რაც დავწერეთ, ყველა საჩუქარი მომიტანა. ნაძვის ხეს მოვკიდეთ ხელი და სურვილი ჩავიფიქრეთ. დედიკო მეუბნება ჩემი პრინცესას ყველა სურვილი ახდებაო. ამ დროს ერთი ოცნება მქონდა — თოვლის ბაბუა მენახა და ამიხდა!

თოვლის ბაბუამ ჩემ მეგობრებსაც მიუტანა საჩუქრები, ისინიც კარგად იქცეოდნენ. ახალ წელს მიამბობდნენ, ლექსები და სიმღერები უსწავლიათ, როცა თოვლის ბაბუა მოვიდოდა რომ მოეყოლათ. თოვლის ბაბუამ ჩემთან ერთად ითამაშა.

—ჩემო სოფიკო, უკვე შემიყვარდი, მაგრამ ახლა უნდა გავფრინდეთ, სხვა ბავშვებიც გველოდებიან, საჩუქრები უნდა დავარიგოთ. შენ კი ჩემო ლამაზო მეგობარო დაიმახსოვრე, რომ თოვლის ბაბუა შენი მეგობარი იქნება ყოველთვის. მომავალ წელს ისევ გესტუმრებით, ნახვამდის სოფიკო.

და წავიდნენ… დამტოვეს სათამაშოებთან ერთად. მე მათი ჯადოსნური არსებობა მიხაროდა… იცით? ამ ჯადოსნურ დღეს, მე ორ თოვლის ბაბუასთან სურათიც გადავიღე და მას შემდეგ ყოველი ახალი წელი ამ მოგონების გახსენებით დაიწყება"…

© Sputnik / STRINGERსოფიკო და თოვლის ბაბუები
სოფიკო და თოვლის ბაბუები - Sputnik საქართველო
სოფიკო და თოვლის ბაბუები

პირველი ბავშვი, ვისაც საჩუქრებით სავსე ხურჯინით ვესტუმრეთ სოფიკო იყო — ნდობის და სიხარულის დიდი თვალებით რომ შეგვეგება. სოფიკო იმ ასაკშია ჯადოსნური ღამეების და ფერიების რომ სჯერათ. რთული არ არის იყო თოვლის ბაბუა, მთავარია გაიხსენო ის, რომ ყველანი ბავშობიდან მოვდივართ და ოდესღაც ჩვენთანაც მოდიოდა ნანატრი თოვლის ბაბუა ნანატრი საჩუქრებით. ჩემი გარდასახვის მიზანიც სწორედ ესაა, მკითხველი მიხვდეს რას ნიშნავს იყო თოვლის ბაბუა, გააბედნიერო ბავშვები და ამით მშობლები…

ცოტა არ იყოს რთულია იმ სამოსის მორგებაა, რომლის ჩაცმის შემდეგაც თოვლის ბაბუა ხდები — ნაბადი მსუქან ადამიანზეა გათვლილი, არც ყოველ დღე ჩექმებით სიარულს ვართ მამაკაცები ჩვეული… სახე თეთრი წვერით გაქვს დაფარული და ხშირად მხედველობაშიც გვიშლის ხელს… ტრადიცია კი გვავალდებულებს დამატებით ხანჯალიც ვატაროთ.

© Sputnik / STRINGERშოთა ნოზაძე - "Sputnik საქართველოს" თოვლის ბაბუა
შოთა ნოზაძე - Sputnik საქართველოს თოვლის ბაბუა - Sputnik საქართველო
შოთა ნოზაძე - "Sputnik საქართველოს" თოვლის ბაბუა

Creative event group-ის თანამშრომლებს, რომლებიც ამ მასალის მომზადებაში დაგვეხმარნენ, გამოძახებაზე ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდნენ. ამ დროს დამკვეთი გეუბნება სად და როდის უნდა, რომ თოვლის ბაბუა მივიდეს, ასევე ბავშვების სახელებს და ასაკს. ჩვენს შემთხვევაში, პატარების ასაკი სამიდან 8 წლამდე მერყეობს.

© Sputnik / STRINGERბავშვებს თოვლის ბაბუასათვის სპეციალურად აქვთ მომზადებული ლექსები და სიმღერები
ბავშვებს თოვლის ბაბუასათვის სპეციალურად აქვთ მომზადებული ლექსები და სიმღერები - Sputnik საქართველო
ბავშვებს თოვლის ბაბუასათვის სპეციალურად აქვთ მომზადებული ლექსები და სიმღერები

… სანამ ოჯახში შევიდოდით მშობლები სახლიდან გამოვიდნენ, ბავშვების საჩუქრები გადმოგვცეს და მალევე ჩვენც სამჯერ დავაკაკუნეთ.

შესვლისას ბავშვებს და ოჯახის წევრებს მივულოცეთ შობა-ახალი წელი კეთილი სურვილებით… დავსხედით, რადგან შორიდან მოვდივართ და დაღლილებს შეგვცივდა… მოვაყოლეთ ლექსები და ვამღერეთ.

პირველად ოჯახში მისვლისას უხერხულობას ვგრძნობდი, ფრთხილად ვესაუბრებოდი წვერებიდან ბავშვებს. კითხვებს, თუ რამდენი წლის არის თოვლის ბაბუა და ზაფხულში რას საქმიანობს, ვპასუხობდით: თოვლის ბაბუა იმდენი წლისაა, რამდენი ბავშვიც არის, ზაფხულში კი ახალი წლისთვის წერილებს ვიღებთ და საჩუქრებს ვამზადებთ!

© Sputnik / STRINGERპატარებმა სასურველი საჩუქრები ორი თოვლის ბაბუისაგან მიიღეს
პატარებმა სასურველი საჩუქრები ორი თოვლის ბაბუისაგან მიიღეს - Sputnik საქართველო
პატარებმა სასურველი საჩუქრები ორი თოვლის ბაბუისაგან მიიღეს

როგორც შევნიშნეთ ბავშვები წინასწარ ემზადებიან თოვლის ბაბუის დასახვედრად. სწავლობენ სიმღერებს, ტექსტებს, ლექსებს რაც უნდათ, რომ თოვლის ბაბუას გაუზიარონ და თავი დაამახსოვრონ. ბავშვებს უშგულიდან ჩამოფრენილ თოვლის ბაბუას ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ურჩევნიათ ირმებით, ალბათ იმიტომ, რომ მულტფილმებში სანტა კლაუსს უფრო ხშირად ხვდებიან ვიდრე სვან ბაბუას. ოჯახში სტუმრობა დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. რაღა თქმა უნდა, სამივე ოჯახში სტუმართმოყვარე მასპინძლებმა სუფრასთან მიგვიპატიჟეს და თოვლის ბაბუებს შოკოლადებიც გამოგვატანეს. ვფიქრობ, იყო თოვლის ბაბუა — ეს შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენო ყველაზე პირველმა, რომ არავინ დაგასწროს. იცოდით, რომ ბავშვების ბედნიერი თვალების მზერა გადამდებია?!

© Sputnik / STRINGERთოვლის ბაბუები მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ პატარებს
თოვლის ბაბუები მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ პატარებს - Sputnik საქართველო
თოვლის ბაბუები მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ პატარებს

როდესაც თოვლის ბაბუას სამოსი მეცვა ყველას ვუყვარდი, უცხოები მიღიმოდნენ, მესალმებოდნენ და სურათს იღებენ. იმედი მაქვს, სოფიკოსავით ისინიც შეინახავენ სურათს და ამ წელს ყველა სურვილი აუხდებათ!..

ჰოუ, ჰოუ, ჰოუ…

ყველა ახალი ამბავი
0