„მელლა" - ქართველი ბავშვების რჩეული ტრენდი

© FB / Mellaმელლას საბავშვო სამოსი
მელლას საბავშვო სამოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მელლა“ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ ტანისამოსს და აქსესუარებს სთავაზობს პატარებს. ფერადი ტანსაცმელი მომხმარებელმა მაშინვე შეიყვარა, ამიტომ ტანსაცმლის ყიდვის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე მატულობს.

თეონა ჟორჟოლიანი პროფესიით თეატრის მხატვარია, იტაცებს ფოტოგრაფია, დიზაინი. თეონამ მეგობართან, მარიკა ჩაჩანიძესთან ერთად ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „მელლა“ შექმნა.

© Courtesy of Teona Zhorzholianiთეონა ჟორჟოლიანი და მარიკა ჩაჩანიძე
თეონა ჟორჟოლიანი და მარიკა ჩაჩანიძე - Sputnik საქართველო
თეონა ჟორჟოლიანი და მარიკა ჩაჩანიძე

- რა არის „მელლა“, როგორ გაჩნდა  მისი შექმნის იდეა?

— „მელლა“ არის საბავშვო სამოსის და აქსესუარების ქართული ბრენდი. გვაქვს ორი მიმართულება: მზა კოლექცია Ready to wear და ინდივიდუალური — ერთ კონკრეტულ კლიენტზე მორგებული, სურვილებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი ექსკლუზიური მოდელები.

.

- ვინ არიან ადამიანები ვინც ბრენდის გარშემო არიან გაერთიანებული?

— ბრენდის გარშემო 10-მდე ადამიანია გაერთიანებული, დიზაინს მე და ჩემი მეგობარი მარიკა ჩაჩანიძე ვაკეთებთ.

- რატომ შეურჩიეთ სახელი „მელლა“?

— გამომდინარე იქიდან, რომ მელია ძალიან ლამაზი ცხოველია და თვითონ სიტყვასაც სასიამოვნო ჟღერადობა აქვს, გადავწყვიტეთ „მელლა“ დაგვერქმია.

© FB / Mellaმელლას საბავშვო სამოსი
მელლას საბავშვო სამოსი - Sputnik საქართველო
მელლას საბავშვო სამოსი

- გაიხსენეთ, პირველი ნიმუში როგორ შექმენით, რა სამოსი იყო და რამდენად წარმატებული იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

— ჩვენი პირველი კოლექცია იყო ძალიან რთული შესაქმნელი, გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდილება საერთოდ არ გვქონდა. წარმატებული ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და  მოგვცა სტიმული  არ გავჩერებულიყავით და უფრო და უფრო უკეთესი ნაწარმი შეგვექმნა. ჩვენი სტილის ძირითადი მიმართულებაა ე.წ „casual chic”, ფერთა გამაში არასდროს ვიზღუდებით და მომხმარებელს სრულ პალიტრას ვთავაზობთ.

© FB / Mellaმელლას საბავშვო სამოსი
მელლას საბავშვო სამოსი - Sputnik საქართველო
მელლას საბავშვო სამოსი

- სამოსი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია  ქსოვილი. როგორი ქსოვილით იკერება „მელაას“ სამოსი?

— ძირითადად ვიყენებთ ბუნებრივი შემადგენლობის იტალიურ ქსოვილებს. „მელლას“ სამოსი გამორჩეულია მაღალი ხარისხით და სუფთა შესრულებით.

.

- ტანსაცმლის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— თითოეული მოდელის დიზაინი მე და მარიკას გვეკუთვნის. დიზაინის შექმნის დროს ხშირად ვკამათობთ, საბოლოოდ იდეებს ვაჯერებთ და დასრულებული პროდუქტი ყოველთვის საინტერესო, ამავე დროს დახვეწილი  გამოდის.

- როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი მშობლები, რამდენად პრეტენზიულები არიან და რა სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— ჩვენი მომხმარებელი გამორჩეულია დახვეწილი გემოვნებით, აფასებს ხარისხს და მომსახურების კომფორტულობას. გარკვეულია თავის სურვილებში და კომუნიკაციისას არ გვაქვს არანაირი პრობლემა. შესაბამისად პრეტენზიულობაზე ვერაფერს ვიტყვით.

© FB / Mellaმელლას საბავშვო სამოსი
მელლას საბავშვო სამოსი - Sputnik საქართველო
მელლას საბავშვო სამოსი

- თქვენი ნაწარმის რეალიზებას მხოლოდ საქართველოში ახდენთ თუ საზღვარგარეთაც გაგაქვთ?

— ჩვენი ნაწარმი ჯერ-ჯერობით საქართველოში იყიდება. თუმცა გვქონია საცალო შეკვეთები, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, მოსკოვიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

— ვთვლი, რომ დაუღალავი შრომა, პრინციპების ერთგულება და ხარისხის მუდმივი კონტროლი, ასევე სწრაფვა სრულყოფილებისკენ არის წარმატების საწინდარი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, ძალიან მალე ვაპირებთ ერთი გასაყიდი ობიექტის დამატებას და წარმოების გაზრდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0