სამოსად ქცეული კედლის გრაფიტი

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერი შენგელია 26 წლის ხელოვანია. როგორც თვითონ ამბობს, თითქმის დაბადებიდან დაიწყო ხატვა. პროფესიით მოდის დიზაინერიაბ და სულ ახლახან საკუთარი ბრენდი Merry C დააარსა.

პირველი კოლექცია დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა. კოლექციამ მნახველში დიდი მოწონება დაიმსახურა. მერი ძალისხმევას არ იშურებს, რომ Merry C ბევრისთვის საყვარელ და განუყოფელ ნაწილად აქციოს.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელია
მერი შენგელია - Sputnik საქართველო
მერი შენგელია

– როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ გაჩნდა იდეა?

— ყველაფერი ღრმა ბავშვობიდან მოდის. ყოველთვის მიყვარდა სამოსის მოხატვა. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, მოდის დიზაინის რა განხრა უნდა ამერჩია. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი ბრენდის „მისია“ უნდა ყოფილიყო ადამიანის ყოველდღიური რუტინის გარღვევა და მისი დადებითი ემოციებით დამუხტვა. თემაც შესაბამისი ამოვარჩიე. როგორც ვიცით, გრაფიტის ხშირად ნაცრისფერ, უსიცოცხლო კედლებზე ხატავენ, ამით კედელს სიცოცხლეს უბრუნებენ. ნაცრისფერ კედელთან გავაიგივე ადამიანი, რომლის რუტინა ერთფეროვანი და აქრომატულობაში გადაზრდილია, და გრაფიტი, რომელიც ამ კედელზე უნდა დახატულიყო, სამოსად ვაქციე.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მერი შენგელიას ნამუშევარი

– პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ…

— პირველი ნამუშევარი რომელი იყო, ნამდვილად არ მახსოვს. თუმცა მახსოვს ის, რომ ბავშვობაში არ ვიცოდი ქსოვილზე ხატვის ტექნოლოგიები და არც ის, რომ საამისოდ სპეციალური საღებავები იყო საჭირო. ვხატავდი ზეთის საღებავებით და ეს ნამუშევრები ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

– ამის შემდეგ, როგორ დაიხვეწა თქვენი ხელოვნება და დღეს რას სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

— დღეს უკვე ბევრ ტექნოლოგიას ვფლობ. ქსოვილს სხვადასხვანაირად ვამუშავებ და შემდეგ ამ ქსოვილისგან ვქმნი სამოსს. მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი ხარისხიანი შევქმნა, რომ Merry C-ს მომხმარებელი მუდამ კმაყოფილი და ამაყი იყოს. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ის, რაც ხელითაა მოხატული, რეცხვაში გადადის, თუმცა ეს დიდი ტყუილია. ყველაფერი მუშავდება შესაბამისი ტექნოლოგიით, რომელიც, პირიქით, ძალიან გამძლეა და ძალითაც რომ ეცადოთ, გაგიჭირდებათ მისი ამორეცხვა ქსოვილიდან.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მერი შენგელიას ნამუშევარი

თქვენი კოლექცია ჭრელი ფერებით გამოირჩევა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფერები?

— დიახ, ფერადოვნებით გამოირჩევა ჩემი კოლექცია. ეს იმიტომ, რომ სწორად გადმომეცა მისი შინაარსი. თუმცა მარტო ამიტომ არა, ჩემ სხვა ტიპის ნამუშევრებსაც რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ეს ფერები ძალიან ჩემია. ფერების სწორად შეხამება ძალიან მოქმედებს ნამუშევრის აურაზე, რომელიც შემდეგ ადამიანზე გადადის. ამიტომ სამოსის შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობ დადებითი აურის მატარებელი ნამუშევრები შევქმნა.

– როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენი შექმნილი სამოსი?

— ქართველმა მომხმარებელმა საკმაოდ კარგად მიიღო ეს კოლექცია. მეტიც, ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი მწერდა, მილოცავდა და წარმატებებს მისურვებდა, რამაც დიდი ბედნიერება მომანიჭა და მეტი სტიმული მომცა.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მერი შენგელიას ნამუშევარი

– პირველ ეტაპზე რა სირთულეებს წააწყდით, რთული არ იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— პირველ ეტაპზე სირთულე ადამიანებში ნდობის მოპოვება იყო. შემდეგ საკუთარი სამუშაო ფართობის უქონლობა, რაც ხელს გიშლის მასიური შეკვეთების აღებაში. მე ვცდილობ ყველა პრობლემა აღმოვფხვრა და ნელ-ნელა დავმკვიდრდე ამ ბაზარზე.

– როგორ ახდენთ სამოსის რეალიზებას?

— მომხმარებელს ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში შეუძლია მოძებნოს Merry C და ონლაინ–მაღაზიის მეშვეობით შეარჩიოს სასურველი სამოსი და შემდეგ შეიძინოს. უახლოეს მომავალში ვაპირებ პატარა მაღაზიის გაკეთებას, სადაც გაიყიდება როგორც სამოსი, ასევე ჩემ მიერ შექმნილი სხვა ნივთები.

– ვინ არიან ადამიანები, ვინც თქვენ მიერ შექმნილ სამოსს ატარებს, რა სეგმენტზეა გათვლილი?

— სეგმენტი მოიცავს ადამიანებს ერთი წლიდან დაახლოებით 40 წლამდე. უკვე ვქმნი კედებს ძალიან პატარა პავშვებისთვის და სამომავლოდ სამოსის ხაზსაც დავამატებ.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მერი შენგელიას ნამუშევარი

– ჩვენებებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სრული კოლექცია მაქვს შექმნილი და ეს კოლექცია მქონდა გატანილი მოდის კვირეულზე, ასევე „სტარტაპ–მარკეტზე" და სხვადასხვა გამოფენაზე. ამ ყველაფერმა ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და მეტი დაინტერესება გამოიწვია.

– როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი მომხმარებლები?

— ქართველები საკმაოდ გემოვნებიანი ერი ვართ, თუმცა ხალხის უმეტესობას მაინც ერთნაირად აცვია. შავი, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი ფერია, თუმცა ახლა ფერადოვნება და დაპრინტული სამოსია მოდაში და ჩვენც არ ჩამოვრჩებით მას.

© Courtesy by Meri Shengeliaმერი შენგელიას ნამუშევარი
მერი შენგელიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მერი შენგელიას ნამუშევარი

– თქვენ რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

— ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მიყვარს ფერადოვნება და ქართველებისთვის საყვარელი შავი ფერიც, თუმცა ვცდილობ აქრომატულ ფერებს მოვერიდო. კოლექციისთვის ესკიზების ხატვისას ვიღებ რამდენიმე ძირითად ფერს და შემდეგ ამ ფერებს ვუხამებ სხვა დანარჩენს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ ვაპირებ ჩემი ბიზნესი გავაფართოო და გადახდის სისტემაც გავამარტივო, ზოგჯერ რთულია ერთიანად თანხის გადახდა და ამის გამო თავს იკავებს პოტენციური მყიდველი. ამიტომ მინდა სხვადასხვა ტიპის გადახდა შევთავაზო ხალხს და უფრო ხელმისაწვდომი გავხადო Merry C.

 

ყველა ახალი ამბავი
0