როგორ მოვიქცეთ საკუთარ დაბადების დღეზე, ანუ ბედნიერების უებარი რეცეპტი

CC BY 2.0 / daveynin / Vernal Fall mistin' the rainbowდატკბით ცხოვრებით, "დაიჭირეთ" მომენტი
დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველი ცისმარე დღე ვიღაცისთვის საიუბილეოა.

როგორც გავარკვიე, ბევრმა ჩვენგანმა (მეც თქვენთან ერთად) არ იცის როგორ უნდა მოიქცეს საკუთარ დაბადების დღეზე. ყოფილა გარკვეული მისტიკური რიტუალები, რომელთა შესრულება—არშესრულებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

დავიწყოთ იმით, რომ ამ დღეს შესაძლებელი ყოფილა მთელი მომდევნო წლით დაიბევოთ წარმატება, ირგვლივ მყოფთა სითბო და სიყვარული. ამრიგად, ვიწყებ რიტუალის აღწერას, რომლის ყველა პუნქტის შესრულებაც სავალდებულოა:

ახალგაზრდები აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
თუ გინდა სითბო და ალერსი...

პირველ რიგში უნდა აირჩიოთ ნივთი (თილისმა), რომელიც მუდამ თან გექნებათ. ამასთან, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ნივთი თქვენმა მოყვარულმა ადამიანმა გისახსოვრათ (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გამოდგება, ნივთი არ უნდა ირეცხებოდეს). ვიწყებთ თილისმის განწმენდას, ვდებთ სუფთა წყლით სავსე ჭიქაში და ვტოვებთ ასე დაბადების დღის ღამით დილამდე. გათენებისას ვამშრალებთ სუფთა, სასურველია უხმარი პირსახოცით. თილისმას დავიჭერთ მარჯვენა ხელში და ვცდილობთ გარკვევით წარმოვიდგინოთ რა გვინდა და რა დროში (ცხადია, სურვილი რეალური უნდა იყოს).

სადღესასწაულო ტორტზე სანთლების ჩაქრობასაც თავისი წესი აქვს. ჯერ რამდენიმე წამი უნდა ვუყუროთ ალს, შემდეგ ვხუჭავთ თვალებს და სურვილს ჩავიფიქრებთ, თან უნდა წარმოვიდგინოთ კიდეც ეს სურვილი, როგორც თილისმის შემთხვევაში, ღრმათ ჩავისუნთქოთ და შემდეგ შევუბეროთ სანთლებს. ამრიგად, ჩვენი სურვილი თავისუფლდება და ცეცხლის სტიქიის მეშვეობით ასრულების გზას ადგება. აუცილებელი პირობაა, რომ სურვილი მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.

დაბადების დღეს იწყება ყველა ადამიანის ბიოლოგიური წელი, რომლის განმსაზღვრელიც პირველი თორმეტი დღეა, თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და დიდ გავლენას ახდენს იმ წლის მოვლენებზე.

ტორტი - Sputnik საქართველო
I CAKE YOU, ანუ მე შენთან ტორტით მოვალ...

პირველი დღე: — დაკავშირებულია აქტიურობასთან და პირად სიძლიერესთან. ეს დღე გადაწყვეტს მზად ხართ თუ არა ახალი გამოწვევებისთვის, იყავით მხნე და ხალისიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლით განწირული ხართ პესიმიზმისა და ლოდინისთვის.

მეორე დღე: — ინვესტიციებისა და ფინანსების დღე. ამ დღეს არც ვალი უნდა აიღოთ და არც ფული გასცეთ. მოერიდეთ მსხვილ შენაძენებს, კარგია, თუ ვინმე საჩუქარს გაგიკეთებთ (როდის არის ეს ცუდი არ ვიცი), ლატარიაში მოიგებთ (არც ამის წინააღმდეგი ვარ ნებისმიერ დღეს), ან ხელფასს დაგირიგებენ.

მესამე დღე: – განაპირობებს ადამიანის ურთიერთობას ირგვლივ მყოფებთან, პირველ რიგში ახლობლებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. ამ დღეს მათთან ურთიერთობა უნდა იყოს სასიამოვნო და თბილი.

მეოთხე დღე: – დაკავშირებულია მშობლებთან და ოჯახთან. შეეცადეთ ეს დღე ნათესავების წრეში გაატაროთ, შესანიშნავი დროა შერიგებისა და სიყვარულის ახსნისთვის.

კადრი ფილმიდან ხატიკო - Sputnik საქართველო
სიყვარული, ერთგულება და ხატიკო...

მეხუთე დღე: — ამ დღეს გამოჩნდება თქვენი შემოქმედებითი უნარი და სამსახიობო ნიჭი. შეეცადეთ დიდი დრო დაუთმოთ ბავშვებს.

მეექვსე დღე: — ამ დღეს ხდება მთელი წლის ჯანმრთელობის დაპროგრამება. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გადახედეთ კვების რეჟიმს და დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.

მეშვიდე დღე: — ეს დღე პარტნიორული ურთიერთობების საფუძვლის ჩაყრაში დაგეხმარებათ, იქნება ეს პირადი ცხოვრება, ბიზნესი თუ კანონთან დამოკიდებულება.

მერვე დღე: — შედარებით მძიმეა, რადგან უკავშირდება კრიტიკულ სიტუაციებს, რომელთა გადაჭრასაც დიდი მორალური და ფიზიკური რესურსი სჭირდება. აერიდეთ უსიამოვნებებს.

მეცხრე დღე: — დაკავშირებულია რელიგიასთან, სულიერ საკითხებთან, ამ დღეს წყდება ფსიქოლოგიური და ეზოთერული საკითხები. შეგიძლიათ სადმე გაემგზავროთ, კონტაქტი დაამყაროთ უცხო ადამიანებთან.

ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი - Sputnik საქართველო
გულში გაშლილი შერბურის ქოლგები...

მეათე დღე: — პირდაპირ კავშირშია პროფესიულ საქმიანობასთან, ხელობასთან. ამ დღეს საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ, სხვა ყველაფრისგან თავი შეიკავეთ.

მეთერთმეტე დღე: – ამ დღეს საფუძველი ეყრება ყველანაირ ცვლილებას თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ ეცადეთ უახლოეს მეგობრებთან ერთად იყოთ და სამომავალო გეგმებზე მათთან ისაუბროთ.

მეთორმეტე დღე: – ეს არის შემაჯამებელი დღე, უნდა გაიაზროთ მიღებული გამოცდილება, გადაიხადოთ ვალები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წადით ტაძარში, ილოცეთ და რაიმე სიახლისგან თავი შეიკავეთ.

სულ ეს იყო. ხედავთ, რა ცოტაა საჭირო, რომ მთელი წელი ბედნიერი იყოთ? თუ ზოგიერთი თქვენგანი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი, მინდა დავამშვიდო: შინაგანად თქვენ გჯერათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სტრიქონებს არ წაიკითხავდით.

ბედნიერ დღეს, წელიწადს, წუთსა და წამს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0