„სიბრძნის სიმფონია“ - მხოლოდ მზიანი დღეები უდაბნოს წარმოშობს - არაბული სიბრძნე

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Dennis Jarvis / Tunisiaმზის ჩასვლა უდაბნოში
მზის ჩასვლა უდაბნოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სიბრძნის სიმფონია“ დღეს არაბულ გამონათქვამებს წარმოგიდგენთ - ეზიარეთ აღმოსავლურ სიბრძნეს, აღმოსავლელი ხალხის ღრმააზროვან გამონათქვამებს - მსჯელობისა და განსჯისთვის უშრეტ წყაროს.

•    შეცდომების უარყოფა — ეს ორმაგი შეცდომაა

არაბული სიბრძნე
არაბული სიბრძნე - Sputnik საქართველო
არაბული სიბრძნე

•    ჭკვიანი გაიგებს, თვალს თუ ჩაუკრავ, სულელი — თუ უბიძგებ

•    გონიერი ქალი შაქარს უმატებს ყველაფერს, რასაც მამაკაცს ეუბნება და აცილებს მარილს ყველაფრიდან, რასაც მამაკაცი ეუბნება

•    ერთი შეძენილი გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიბრძნის შვიდი წესი

არაბული სიბრძნე
არაბული სიბრძნე - Sputnik საქართველო
არაბული სიბრძნე

•    ქარი ისე არ უბერავს, როგორც გემებს სურთ

•    ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, ის მარტო დარჩება

•    მხოლოდ მზიანი დღეები უდაბნოს წარმოშობს

არაბული სიბრძნე
არაბული სიბრძნე - Sputnik საქართველო
არაბული სიბრძნე

•    დროს მოძრაობის გარეშე ვერ შეიგრძნობ

•    თუ შენს სულში თუნდაც ერთი აყვავებული შტო დარჩა, მასზე მგალობელი ჩიტი ყოველთვის შემოჯდება

•    გამარჯვება აჩვენებს, რა შეუძლია ადამიანს, მარცხი — რად ღირს ის

არაბული სიბრძნე
არაბული სიბრძნე - Sputnik საქართველო
არაბული სიბრძნე

•    ნუ გახსნი კარს, რომლის დახურვის ძალაც არ გაგაჩნია

•    მამაკაცი, რომელიც ქალს პატარა ნაკლს არ პატიობს, ვერ დატკბება მისი უდიდესი ღირსებებით

•    თუ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, არ ღირს მის ნაწილზე უარის თქმა.

ყველა ახალი ამბავი
0