რა კავშირია საჰარაში მოსულ თოვლს, ჯუჯა პლანეტასა და ბიძინა ივანიშვილს შორის

© AP Photo / Scott Kelly/NASAდედამიწის ფოტო კოსმოსიდან
დედამიწის ფოტო კოსმოსიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს 18 თებერვალია, გაზაფხულამდე 10 დღე დარჩა... ეს კალენდარულ გაზაფხულს რაც შეეხება, თუმცა სამყაროში ყველაფერი ისეა არეული, რომ ნამდვილი გაზაფხული როდის მოვა არავინ უწყის...

„თოვს, მარტმა ამინდი არიაო“- თქვა პოეტმა ერთხელ და ეს პოეტური სახე უკვე დიდი ხანია, რაც კლიმატური ამინდის შესაბამისად რეალობად იქცა. თოვლსა და გაზაფხულთან დაკავშირებით ერთი უჩვეულო ფაქტიც ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, თურმე 1979 წელს ზუსტად ამ დღეს, ანუ 18 თებერვალს დედამიწის ერთ ადგილას პირველად თოვლი მოვიდა. აქ უჩვეულო არაფერი იქნებოდა, ეს ადგილი საჰარას უდაბნო რომ არ ყოფილიყო…  ადგილი, სადაც თოვლი ანომალიურ მოვლენად ითვლება წლის ნებისმიერ დროს. ასე რომ ბუნებას  უყვარს უჩვეულო სიურპრიზები და მათ ახსნას დღემდე ვერ უძებნის ამ სამყაროს ყველაზე გონიერი არსება- ადამიანი. თუმცა შევეშვათ საჰარას თოვლს- ჰომო საპიენსს დღემდე ბევრი რამ ვერ აუხსნია..ელემენტარულ ადამიანურ გრძნობებზე და მისი სულის საიდუმლოებებზე მოგახსენებთ…

თოვლი უდაბნოში
თოვლი უდაბნოში - Sputnik საქართველო
თოვლი უდაბნოში

სიტყვამ მოიტანა და თავისი საიდუმლო გალაქტიკასაც აქვს: ამავე დღეს ოღონდ ცოტა უფრო ადრე 1930 წელს კლაიდ ტომბომ მზის სისტემის მეცხრე, ყველაზე ჯუჯა პლანეტა — პლუტონი აღმოაჩინა. ისე, ჯუჯა ეძახეთ და პროფესორი მაიკ ბრაუნი მასზე ასე აცხადებს: „ეს იმდენად ღრმად ფესვგადგმული და ძნელად ასახსნელი საიდუმლოა, რომ ადამიანები მის შესახებ უბრალოდ არ საუბრობენ“… 

პლანეტა-ოკეანეები Kepler-62e და Kepler-62f - Sputnik საქართველო
ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც მცენარეები იზრდება

ასტრონომების  ჯგუფი დარწმუნებულია, რომ სწორედ „მეცხრე პლანეტაა“ პასუხისმგებელი ასტრონომიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოზე: რატომ არიან მზის სისტემის ობიექტები უცნაურად დახრილნი… მზის სისტემის ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწა, მზის გარშემო ბრტყელ ორბიტაზე მოძრაობს. თუმცა, მოძრაობისას პლანეტათა დახრილობა მზის ეკვატორის მიმართ 6 გრადუსიანი კუთხით იცვლება: ორიენტაციის დარღვევა, რომელზეც ასტრონომები ათწლეულების მანძილზე იმტვრევენ თავს. 

როგორც ჩანს, ეს უზარმაზარი პლანეტა სხვა პლანეტათა ორბიტების მიმართ 30 გრადუსით განსხვავებულ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს, რაც როგორც ჩანს, მზის სისტემის „ტორტმანს“ განაპირობებს.

არ ვიცი, კოსმოსი როგორ, მაგრამ დედამიწის ერთი ჩვენთვის მშობლიური ადგილი — საქართველო კი გვარიანად შეატორმანა ადამიანმა, რომელიც 1956 წელს ამავე დღეს, 18 თებერვალს დაიბადა- ბიძინა ივანიშვილზე მოგახსენებთ.. დღეს სწორედ მისი დაბადების დღეა…

საქართველოს ორბიტაზე ამ დღეს კიდევ ერთი ადამიანი, რეჟისორი რეზო ესაძე დაიბადა, კოსმიური კანონების თანახმად სამყაროში არაფერი იკარგება, არც ის სიტყვები, რაც მან 2013 წელს (კვირის პალიტრაში)  დღევანდელ იუბილარ ბიძინა ივანიშვილზე თქვა: „ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ… ჩემი წარსული, ჩემი აქამდე ნამუშევარი გამართლებულია, იმიტომ რომ ამ ქვეყნიდან არ წავედი მანამ, ვიდრე არ გამოჩნდა ის კაცი და ის ხალხი, რომლებიც ჩემ ნატვრას — სივრცისას, სინათლისას, თავისუფლებისას, ქართული გენის დღესასწაულისას ამოუდგნენ გვერდში როგორც მშველელი და პატრონი.”

უცხო სახლი - Sputnik საქართველო
2016 წლის ქართული ფილმების ტოპ-10

შესაძლოა, რაღაც კანონზომიერება იმაშიც არსებობს, თუ რატომ ჩნდება კონკრეტულად ერთ და იმავე დღეს სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის,  პროფესიის და ასე შემდეგ ადამიანი, მაგრამ ამას კი უკვე ასტროლოგია ხსნის.. ასეა თაუ ისე… ერთი ცხადია, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება…

ცნობისათვის გეტყვით, რომ ამავე დღეს კიდევ ორი ცნობილი ადამიანი  დაიბადა, მათ კინო მცოდნეები სინემას სამყაროს აღმოჩენად თვლიან: ჯონ ტრავოლტასა და მილოშ ფორმანზე მოახსენებთ…

ამ უკანასკნელს ამერიკელ ჩეხ გენიოსს უწოდებენ. ერთხელ მან პოლიტიკოსებზე განაწყენებულმა თქვა: “სრულიად აშკარაა პოლიტიკოსებსა და პროდიუსერებს რატომ უნდათ, რომ ყველა ფილმი სენტიმენტალური იყოს: მათ ცხოვრება არ უნდათ, მათ ზღაპარი უნდათ“…  

 მოკლედ დღეს 18 თებერვალია, გაზაფხულამდე ათი დღე დარჩა და იმედია, ამჯერად მაინც კალენდარული  გაზაფხული მისთვის ჩვეული ადეკვატური თბილი და მზიანი ამინდით გაგვახარებს, ამ დღეს აღმოჩენილი ჯუჯა პლანეტის კი, რა მოგახსენოთ, მისი საიდუმლო კვლავაც აუხსნელი რჩება, ისევე როგორც საჰარაში მოსული თოვლი და… ქართულ პოლიტიკაში მომხდარი  ამბები… 

 

ყველა ახალი ამბავი
0