ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც მცენარეები იზრდება

© Photo: courtesy of David A. Aguilar (CfA)პლანეტა-ოკეანეები Kepler-62e და Kepler-62f
პლანეტა-ოკეანეები Kepler-62e და Kepler-62f - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკეპტიკოსებიცა და ოპტიმისტებიც ამბობენ, რომ სანამ ასტრონომებს პლანეტის შესახებ საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია არ აქვთ, დარწმუნებით მასზე სიცოცხლის არსებობის თაობაზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

ასტრონომმა გილემ ანგლადა-ესკუდემ ეგზოპლანეტა „პროქსიმა b“-ს თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ის მარსს ჰგავს, მაგრამ ყინულის უფრო მეტი მარაგი აქვს, გარშემორტყმულია ღრუბლებით და დაფარულია მცენარეებით, რომლებიც დედამიწაზე არსად გვხვდება.

მან ეგზოპლანეტა „პროქსიმა b“-ს წითელი ჯუჯა „პროქსიმა ცენტავრას“ ორბიტაზე აღმოჩენის თაობაზე 2016 წლის 24 აგვისტოს განაცხადა. ის ჩვენგან ოთხი სინათლის წლის დაშორებით იმყოფება, რაც, კოსმოსის ზომებით, ძალიან ახლოსაა. პლანეტის მასა დედამიწის მასაზე 1,2-1,3-ჯერ მეტია.

პლანეტები - Sputnik საქართველო
მეცხრე პლანეტის საიდუმლო: ერთი ასტრონომიული აღმოჩენის ისტორია

ეგზოპლანეტის აღმოჩენის დღიდან სპეციალისტები განაგრძობენ კამათს, დასახლებულია თუ არა ის. თავდაპირველად იმის იმედი, რომ პლანეტა დასახლებულია, გააჩინა იმ ფაქტმა, რომ პლანეტა მისი სისტემის ცენტრიდან ისეთ მანძილზეა, როდესაც წყალი თხევად მდგომარეობაში რჩება და არ იყინება. მეცნიერთა აზრით, ასეთი განლაგება ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ ობიექტზე სიცოცხლე შეიძლება წარმოიშვას.

სხვა, სკეპტიკოსმა ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ „პროქსიმა b“ „პროქსიმა ცენტავრასთან“ ძალიან ახლოს იმყოფება, ანუ სიცოცხლე იქ არ წარმოიშვებოდა ვარსკვლავური ქარისა და აფეთქებების გამო. ოპტიმისტებმა კი გამოითვალეს, რომ ატმოსფეროს განსაზღვრული შემადგენლობისა და მაგნიტური ველის ზოგიერთი მახასიათებლების დროს, პლანეტის საჭირო ზომისას, ის შეიძლება დაფარული იყოს თხევადი წყლით და იყოს დასახლებული.

სკეპტიკოსებიცა და ოპტიმისტებიც ამბობენ, რომ სანამ ასტრონომებს პლანეტის შესახებ საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია არ გააჩნიათ, დარწმუნებით მასზე სიცოცხლის არსებობის თაობაზე არაფრის თქმა არ შეიძლება. ვითარებას გამოარკვევს ზონდი სრულყოფილი ტელესკოპებით, რომელიც ამ ეგზოპლანეტაზე გაუშვეს.

ყველა ახალი ამბავი
0