როგორ აღნიშნავდნენ სიყვარულის დღეს საქართველოში საუკუნეების წინ

© photo: Pixabay / Takmeomeoსიყვარული
სიყვარული - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვალენტინობა“, როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ ქვეყნებში გავრცელებული სახალხო დღესასწაულია. ალბათ გაინტერესებთ, არსებობდა თუ არა ძველად საქართველოში მსგავსი ტრადიცია. თურმე არსებობდა და საკმაოდ მასშტაბური და სახალხო სახეც ჰქონდა. ამ ტრადიციის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ეთნოგრაფი ნინო ღამბაშიძე ესაუბრა.

— „ვალენტინობა“ არის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ხალხური ტრადიცია, რომელიც არის არაჩვეულებრივი, ლამაზი, პოზიტიური და მოსაწონი დღესასწაული. ვეცადე გამომეკვლია, რომელ წმინდა ვალენტინთან არის დაკავშირებული ეს დღესასწაული. როგორც ჩანს, ხალხურმა ტრადიციამ, სულ მცირე, ორი წმინდა ვალენტინი გააერთიანა და ერთმანეთთან დააკავშირა. თუმცა თვითონ კათოლიკური ეკლესია არ იცნობს იმ ვალენტინს, რომელსაც ყველასთვის ნაცნობ ლეგენდას უკავშირებენ. კათოლიკური ეკლესიაც აღიარებს, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ვინაიდან „ვალენტინობა“ არის ადგილობრივი მრევლის ხალხური ტრადიცია, ეკლესიამ დაუშვა, რომ ხალხს აღენიშნა ეს მშვენიერი და კარგი დღესასწაული. 

ვალენტინის დღე - Sputnik საქართველო
შეყვარებულების დღე: 14 თებერვლის დღესასწაულის შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტები

ხალხური გადმოცემის მიხედვით, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით, კლავდიუს მეორე (გოთიკუსმა), რომელიც ომებს ხშირად აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების ქორწინება. ამის მიუხედავად, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს მაინც სწერდა ჯვარს. ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერის აღსრულებისთვის მღვდელი ვალენტინი შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და დაატყვევეს. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას მას დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილი შეუყვარდა. სიკვდილის წინ მას გულის ფორმის სასიყვარულო ბარათი გაუგზავნა, რომელიც ასე მთავრდებოდა: ”შენი ვალენტინისგან”.

– საქართველოში ეკლესიის მიერ აღინიშნება ქრისტიანული „სიყვარულის დღე“, ოჯახის სიწმინდის დღე…

— ჩვენთან ოჯახური ბედნიერების, შვილიერების, ქალიშვილების გათხოვების შემწე წმინდანი არის წმინდა მამა დავით გარეჯელი. იგი ამავე დროს არის თბილისის მფარველი. მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს დედებს თავისი დასაოჯახებელი შვილები აჰყავდათ მისი სახელობის ტაძარში და სთხოვდნენ, რომ მოწყალე თვალით გადმოეხედა მათი შვილებისთვის და დაეოჯახებინა ისინი. ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ დღემდე მსწრაფლ შემსმენელია მამა დავითი. ვისზეც მილოცია და მითხოვია, მამა დავითს ყოველთვის შეუსმენია და დაუოჯახებია. 

ასევე გვყავს ქალიშვილების, შვილიერების შემწე – წმინდა ნინო. ჯვრის მონასტერის ქვემო ფერდობზე არის „ძუძუს წყარო“, რომელიც არის დედებისთვის რძის მოსაყვანი, ასევე ევედრებიან და იღებენ ამ წყალს დაოჯახების მსურველნი.  

– როდის აღინიშნებოდა ეს დღესასწაული?

დაკვირვება ვარსკვლავებზე - Sputnik საქართველო
14 თებერვალი მთვარის კალენდრის მიხედვით — რას გვპირდება შეყვარებულების დღე წელს

— ეს აღინიშნებოდა სულთმოფენობის მომდევნო ხუთშაბათს, ანუ იყო მოძრავი დღესასწაული. ამ დღეს იმართებოდა ძალიან დიდი სახალხო ზეიმი. მთელი თბილისი იძვრებოდა მამა დავითის ტაძრისკენ. ძველად იქ ყოფილა დიდი მოედანი, სადაც ხალხი იკრიბებოდა. მოჰყავდათ თეთრებში ჩაცმული ბავშვები და დედები, რომლებსაც თავზეც თეთრი საბურავი ჰქონდათ წაკრული. ბავშვები ფეხშიშველები მიჰყავდათ ტაძრამდე. ეს იყვნენ ბავშვები, რომლებიც მამა დავითის შემწეობით და კურთხევით, მშობლების თხოვნისა და ლოცვის ნიადაგზე გაჩნდნენ. სანამ ბავშვს ტაძარში შეიყვანდნენ მღვდელი მას თმას აჭრიდა. მხოლოდ ამის მერე ხდიდნენ ბავშვებს თეთრს. მათი დედები მადლობის ნიშნად ამ დღეს მამა დავითის ტაძარში ლოცულობდნენ, მადლობას სწირავდნენ მამა დავითს ამ დიდი წყალობისა და საჩუქრისთვის.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სასიყვარულო პოეზიას

ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაწესდა 1980 წლიდან. ამ დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა გერგეტის სამებაში და 16 ივლისი საყოველთაო სიყვარულის დღედ გამოაცხადა. ყოველი წლის ამ დღეს უამრავი წყვილი მიემართება გერგეტის სამებისკენ. ეს ადგილი ოდითგანვე უწმინდეს ადგილად ითვლება. წყვილები მადლობას სწირავენ უფალს სიყვარულისთვის და ერთმანეთისთვის. ამ დღეს ბევრი წყვილი უფალს სამუდამო ფიცს უდებს და ჯვრისწერის საიდუმლოსაც ეზიარება.

სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე კი საქართველოში 1994 წლიდან ყოველ 15 აპრილს აღინიშნება.

ასე რომ, ბევრი მიზეზი გვაქვს სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების და პოზიტიური განწყობის. 

ყველა ახალი ამბავი
0