ინტელიგენტებო ყველა ქვეყნისა სად ხართ?

© Sputnik, Alexander Imedashviliნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარია იყოთ ბედნიერი, რა მნიშვნელობა აქვს ფსიქიატრის დიაგნოზს?!- თანამედროვე სიბრძნე.

თამაზ ჩიქვანაია

როგორც ჩემმა ჯადო-კალენდარმა მამცნო, დღეს, 12 თებერვალს, ინტელიგენტის დღეს ვზეიმობთ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ჯერ უნდა გავარკვიოთ ვინ არიან და რას წარმოადგენს ადამიანთა ეს სოციუმი.
მოვიჩხრიკე ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბევრი სხვა ქვეყნის ისტორიებში და… ინტელიგენციის ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ცნება „ინტელიგენტი“ გვხვდება მხოლოდ რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში და არანაირი კავშირი არ აქვს „ინტელექტუალთან“.

ადამიანთა  ეს კასტა შექმნეს ბოლშევიკებმა, როდესაც საზოგადოება დაყვეს გლეხებად, პროლეტარებად და ინტელიგენციად. ამ უკანასკნელში მოიაზრებოდა მეტ-ნაკლებად განათლებული,  წესიერი   და  უპრეტენზიო  ფენა.  

კინოფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
„ცესარევიჩ“ ალექსის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა

აქედან გამომდინარე ინტელიგენტი შეიძლება ყოფილიყო ინტელექტუალი მოაზროვნე ან ნაკითხი ბრიყვი.

თავად რუსი მოაზროვნეები საკმაოდ ირონიულად  ახასიათებენ ადამიანთა ამ ჯგუფს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ინტელიგენტი ვერასოდეს გაიკეთებს კარიერას, რადგან უმაღლესი მიზნის მისაღწევადაც კი საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არ წავა; ან- ინტელიგენტი არასდროს აიღებს სხვისას, ამიტომაც საკუთარი არაფერი გააჩნია. ის არ იგინება, შესაბამისად გარშემომყოფთ მისი არ ესმით.

აკადემიკოსი ლიხაჩოვი უფრო შორს მიდის:-„ინტელიგენტი მუდამ მზადაა ქალის ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როცა ამას არავინ თხოვს, გულუბრყვილოდ მიაჩნია, რომ რაც უფრო მრუმეა აწმყო, მით უფრო ნათელი იქნება მომავალი. ეს არის ადამიანი ნაღვლიანი გამოხედვით და წამოწითლებული სახით, რომელსაც რცხვენია იმის რაც ხდება, ან უბრალოდ ალკოჰოლიკია, რომელიც ასევე ცუდადაა. ინტელიგენტი მუდამ სუსტების მხარესაა და ამით უფრო ასუსტებს მათ. საუკეთესო ქალები ძლიერ და მოხერხებულ მამაკაცებს აძლევენ უპირატესობას, ამიტომაც ინტელიგენტების პოპულაცია გაქრობის პირასაა.“ 

ნარიყალა - Sputnik საქართველო
„კავკასიელი არწივი“ - იმამი შამილი და მისი ქართული წარმომავლობის ვერსია

როდესაც დიდებულ პოეტ ლევ გუმილიოვს ჰკითხეს თქვენ ინტელიგენტი ხართო, ხელები გაასავსავა და ასე უპასუხა:-„ ღმერთმა დამიფაროს! ამ ადამიანებმა არაფერი იციან, არაფერი შეუძლიათ, მაგრამ ყველაფერს განსჯიან და კატეგორიულად ემიჯნებიან სხვათა მოსაზრებებს.“ რაღაც ნაცნობი ვითარებაა, ეტყობა ჩვენში ჯერაც მრავლად არიან ინტელიგენტები.
საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოვიტანე — ინტელიგენტს შეუძლია და უნდა  მსჯელობა, მაგრამ არ უნდა და არ შეუძლია მოქმედება. ისეთი სურათი დავხატე, რომ ინტელიგენტი ძალიან დაემსგავსა ბრიყვს, ამან კი იტალიელ ისტორიკოსსა და ეკონომისტ კარლო ჩიპოლასთან მიმიყვანა, რომელმაც მრავალწლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ საზოგადოება იყოფა 4 ჯგუფად: უბრალოები, ჭკვიანები, ყაჩაღები და ბრიყვები.
შევეცდები პოპულარული ენით ავხსნა (ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს დონეზე):

— თუ ჭიჭიკო მოქმედებს ისე, რომ თავად რაღაცას კარგავს და მოქვს სარგებელი ბიჭიკოსთვის, ის უბრალოთა კატეგორიაშია. თუ ჭიჭიკო აკეთებს რამეს, რასაც მისთვისაც და ბიჭიკოსთვისაც სარგებელი მოაქვს, ის ჭკვიანია. თუ ჭიჭიკოს მოქმედებას მისთვის მოგება მოაქვს, ხოლო ბიჭიკო ზარალდება, ის ყაჩაღია. ხოლო თუ ჭიჭიკოს საქმიანობა ყველასთვის წამგებიანია, ის ბრიყვია. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, იოლი წარმოსადგენია რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ხელისუფლებაში მოხვედრილ ბრიყვებს. მგონი ცოტა გავცდი თემას, მაგრამ თუ ზემოთნახსენებ გენიოს ადამიანებს დავუჯერებ ინტელიგენტი და ბრიყვი ლამის სინონიმები გამოდის. აღარ ვიცი, ღირს თუ არა დღეს ზეიმის გამართვა და  ინტელიგენტის დღის აღნიშვნა, ამიტომ ძალიან რომ არ დაგზაფროთ ერთ ანეკდოტს მოგიყვებით, რომელიც მგონი მიესადაგება ადამიანთა ამ კატეგორიას. 

ვლადიმერ ვისოცკი - Sputnik საქართველო
შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი

— ინტელიგენტი მივიდა მღვდელთან და დაიჩივლა თავი მტკივაო. მამაო ეკითხება: შვილო ჩემო დილა-საღამოს ლოცვებს თუ კითხულობო, აუცილებლადო — იყო პასუხი. ცოლს ხომ არ ღალატობო,- ღმერთმა დამიფაროსო, გაასავსავა ხელები ინტელიგენტმა. აღსარებას რეგულარულად აბარებო? კი მამაო — იყო პასუხი. მღვდელი დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და უთხრა: რას გეტყვი ბიძიკო იცი? შენ ეტყობა შარავანდედი გიჭერს პატარაზე და აწი ზაფხული მოდის და გაიწევს თავისითო.

 ასე რომ, ვისაც თავი  ინტელიგენტი ჰგონია  და შაკიკი აწუხებს, არ იდარდოთ, ზაფხული მალე მოვა. შარავანდედი ალბათ გაიწევს, მაგრამ სიბრიყვეს ეშველება თუ არა ამაზე მამაოს არაფერი უთქვამს.

ყველა ახალი ამბავი
0