მსოფლიოს ულამაზესი ოპერის თეატრები

CC BY-SA 2.0 / Flickr / Véronique Mergaux / Opéra Garnierგარნიეს ოპერა პარიზში
გარნიეს ოპერა პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასწლეულების წინ და ჩვენ დროში აგებული საოპერო თეატრები თანამედროვე არქიტექტურითა და შიდა გაფორმებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა ოპერის თეატრს ერთი რამ აერთიანებს – ხელოვნების სიყვარული.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ულამაზეს 10 საოპერო თეატრს:

1.    ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), პარიზი, საფრანგეთი

CC BY 2.0 / Flickr/ Guilhem Vellut / Garnier Operaპარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი

1858 წელს ოპერის თეატრის ძველ შენობაში ნაპოლეონ III-ზე თავდასხმის შემდეგ იმპერატორმა ამ თეატრში შესვლაზე უარი განაცხადა და ახალი შენობის აგება მოითხოვა. ახალი საოპერო შენობის არქიტექტორი შარლ გარნიე გახდა. მშენებლობა, 1870 წლის ომის გამო, ხანგრძლივი შესვენებებით, 15 წელს გაგრძელდა — 1860-1875.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Véronique Mergaux / Opéra Garnierპარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი

2.    მარიას თეატრი (რუს. Мариинский театр), სანქტ-პეტერბურგი

CC BY-SA 2.0 / Flickr / macchi / St. Petersburg/Mariinsky theaterსანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი
სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი - Sputnik საქართველო
სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი

საიმპერატორო ოპერისა და ბალეტის თეატრი 1783 წელს დაარსდა. დროთა განმავლობაში საოპერო დასის სპექტაკლები თეატრ-ცირკის სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 1859 წელს დაიწვა. მის ადგილზე არქიტექტორმა ალბერტო კავოსმა ახალი თეატრი ააშენა, რომელსაც მარიას თეატრი ეწოდა. პირველი თეატრალური სეზონი თეატრში 1860 წელს გაიხსნა.

CC BY 2.0 / Flickr / sergejf / Swan Lake at the Mariinsky Theatreგედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში
გედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში - Sputnik საქართველო
გედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში

3.    ოპერის თეატრი ჰარბინში, ჩინეთი

CC BY 2.0 / Flickr/ Jeremy Thompson / Harbinსაოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი

ამ კულტურული ცენტრის მშენებლობა არქიტექტურული ბიუროს MAD Architects პროექტით 2010-2015 წლებში მიმდინარეობდა. ოპერის ტერიტორიაზე და შენობაში მოხვედრა ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

© FB/ Harbin Grand Theatreსაოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი

4.    სიდნეის საოპერო თეატრი (Sydney Opera House), ავსტრალია

CC BY-SA 2.0 / Flickr / budget travel accommodation / Sydney Opera Houseსიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია - Sputnik საქართველო
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია

დანიელი არქიტექტორის იორნ უტზონის პროექტით აგებული თეატრი 1973 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გახსნა. ვარაუდობდნენ, რომ თეატრის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდებოდა და 7 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაჯდებოდა, თუმცა ოპერის შენობის მშენებლობა 14 წელს გაგრძელდა და 102 მილიონი დოლარი დაჯდა.

CC BY 2.0 / Flickr / Guillaume Capron / Opéra de Sydneyსიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია - Sputnik საქართველო
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია

5.    პრაღის ოპერის თეატრი (ჩეხ. Stavovské divadlo, გერმ. Ständetheater), ჩეხეთი

თეატრის შენობა 1783 წელს გრაფ ფრანც ანტონ ნოსტიც-რინეკის შეკვეთით აიგო. აქ გაიმართა მოცარტის ოპერების „დონ ჟუანისა“ და „ტიტას გულმოწყალების“ პრემიერები. ამ სპექტაკლებს თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა და ამჟამად ეს ერთადერთი თეატრია იმ თეატრებს შორის, სადაც გენიალური კომპოზიტორი გამოსულა და რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული.

6.    კატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში (Palau de la Música Catalana), ესპანეთი

საკონცერტო დარბაზი 1908 წელს არქიტექტორმა ლუის მონემეკ-ი-მონტანერმა ააგო. მშენებლობა, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა. პირველი ქვა საძირკველში 1905 წელს ჩაიდო. კატალონიური მუსიკის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

7.    ოპერის თეატრი „ლა ფენიჩე“ (იტალ. Teatro La Fenice) ვენეციაში, იტალია

CC BY 2.0 / Flickr / HarshLight / La Feniceსაოპერო თეატრი "ლა ფენიჩე" ვენეციაში, იტალია
საოპერო თეატრი ლა ფენიჩე ვენეციაში, იტალია - Sputnik საქართველო
საოპერო თეატრი "ლა ფენიჩე" ვენეციაში, იტალია

მანამდე ვენეციაში წამყვან თეატრად სან-ბენედეტოს თეატრი მიიჩნეოდა, თუმცა გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა თეატრმა დასახელებით La Fenice. ის 1792 წელს გაიხსნა. ხანძარი ამ თეატრშიც მოხდა — 1837 წელს, ხოლო 1996 წელს ხანძარმა თეატრი სრულებით გაანადგურა. ახლად აშენებული თეატრი უკვე 2003 წელს გაიხსნა.

CC BY 2.0 / Flickr / Miguel Mendez / Teatro La Feniceსაოპერო თეატრი "ლა ფენიჩე" ვენეციაში, იტალია
საოპერო თეატრი ლა ფენიჩე ვენეციაში, იტალია - Sputnik საქართველო
საოპერო თეატრი "ლა ფენიჩე" ვენეციაში, იტალია

8.    ოსლოს ოპერის თეატრი (ნორვეგ. Operahuset), ნორვეგია

CC BY-SA 2.0 / Flickr / Ole.Pophal / Osloოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია - Sputnik საქართველო
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია

ოპერის თეატრის მშენებლობა 2003-2007 წლებში არქიტექტურულმა ბიურო Snøhetta-მ განახორციელა. ოსლოს საოპერო თეატრის შენობა მსოფლიოში ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი შენობაა. ის შედგება 16 დამოუკიდებელი მონაკვეთისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ამაღლება, დახრა და ტრიალიც კი.

CC BY 2.0 / Flickr / Jean-Pierre Dalbéra / La grande salle de l'Opéra d'Osloოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია - Sputnik საქართველო
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია

9.    მეტროპოლიტენ-ოპერა (ინგლ. Metropolitan Opera) ნიუ-იორკში, აშშ

CC BY-SA 2.0 / Flickr / Kristina D.C. Hoeppner / Metropolitan Opera Houseმეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ - Sputnik საქართველო
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ

აშშ-ის წამყვანი ოპერის თეატრი 1883 წელს აშენდა. 1910-იან წლებში მეტროპოლიტენ-ოპერამ საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც თეატრმა, რომელიც ოპერებს ორიგინალურ ენაზე დგამს. ამჟამად თეატრში თარგმნის უნიკალური სისტემა მოქმედებს — ოპერის ტექსტი ასახულია ყოველი რიგის სკამის საზურგეზე ჩამონტაჟებულ ეკრანზე.

© FB / The Metropolitan Operaმეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ - Sputnik საქართველო
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ

10.    მარკგრაფის თეატრი ბაიროითში (გერმ.Markgräfliches Opernhaus), გერმანია

© FB / Margravial Opera Houseმარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია - Sputnik საქართველო
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია

თეატრის შენობა 1744-1748 წლებში არქიტექტორ ჟოზეფ სენ-პიერის პროექტით აშენდა. ეს ევროპის ყველაზე ლამაზი ბაროკოს ტიპის დარბაზია, რომელიც დღემდე შენარჩუნდა. ინტერიერი შექმნა ჯუზეპე გალი და ბიბენმა ვაჟ კარლოსთან ერთად. თეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

© FB / Margravial Opera Houseმარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია - Sputnik საქართველო
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია

 

ყველა ახალი ამბავი
0