კომპიუტერულ პროგრამაში „დახატული“ სვანური კოშკები

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანი
ლიანა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ სურვილის შემთხვევაში ქართველს შემოქმედებითი საქმიანობა ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გამოსდის. საამისოდ ხშირად სულაც არ არის აუცილებელი, რომ მან სპეციალური პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინოს, უბრალოდ ინტერესი და სურვილიც საკმარისია.

ლიანა კახიანი — ინგლისური ენის სპეციალისტია, ამჟამად დიასახლისი. ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში ახლობლებს ესაუბრებოდა, კომპიუტერში ხატვის სურვილი გაუჩნდა. მანამდე მას ჩვეულებრივი გზით ხატვა არასოდეს უცდია. 

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანი
ლიანა კახიანი - Sputnik საქართველო
ლიანა კახიანი

- ლიანა, ვიცი, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ხართ, კომპიუტერში ხატვის სურვილი როგორ გაგიჩნდათ?

— იცით, ისე ძალიან მინდოდა, რაღაცის გაკეთება, რომ ერთ დღესაც უფალს ვთხოვე, რომ გამომსვლოდა. მე პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ სურვილი გამიჩნდა… ჰოდა, ვცადე და დავიწყე…ზოგჯერ გამომდის რაღაც ზოგჯერ არა- ეს ხომ ჩემი ჰობია?!.. მალე შვილიშვილი მეყოლება და მას გავართობ, მეტი არაფერი. საქართველოში იმდენი ნიჭიერი ადამიანია, რომ… პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ერთი მეგობარი მყავს უძლიერესი პროფესიონალი მხატვარია, მისი მჯერა. როცა ის ადამიანი ნახატს შემიფასებს ხოლმე, თავდაჯერება უფრო მემატება. 

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანის ნახატი
ლიანა კახიანის ნახატი - Sputnik საქართველო
ლიანა კახიანის ნახატი

- პირველად რას დახატავ, ამას მნიშვნელობა აქვს…

— ყოველთვის საინტერესოა, პირველ ნახატს როგორ და რაზე შექმნი. მე მყავდა სიამის კატა, რომელიც ერთხელ ავად გახდა. ძალიან მეცოდებოდა და გადავწყვიტე ის დამეხატა. ის სასწაული კატა იყო, საათობით იჯდა კომპიუტერთან და მიყურებდა. გადავწყვიტე ის დამეხატა  და ისეთი ნახატი გამომივიდა, რომ ვთქვი., რომ მგონი, ჩემი სამოთხეში მოხვდა თქო. ეს ჩემი პირველი ნამუშევარი იყო. მერე კი მივყევი და მივყევი… მერე ის კატა მოკვდა და გამოდის, რომ სტიმული, ხატვა დამეწყო მან მომცა…

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანის ნახატი
ლიანა კახიანის ნახატი - Sputnik საქართველო
ლიანა კახიანის ნახატი

- ტექნიკურად როგორ ხდება ეს, ანუ რომელ პროგრამაში ხატავთ?

— ტექნიკურად როგორ ხდება, იცით? კომპიუტერული პროგრამაში „Paint” ვხატავ. აქ ფერების შერჩევაც შეიძლება. თავიდან როგორც ბავშვი იწყებს ხოლმე გართობას, მეც ისე დავიწყე. არ ვთვლი, რომ რაიმე შემიძლია, რაღაცას რომ ვიწყებ, სულ იმის შიში მაქვს, გამოვა თუ არა? თანაც, განწყობის ამბავიცაა: ზოგჯერ მინდა ხატვა, ზოგჯერ არა…

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანის ნახატი
ლიანა კახიანის ნახატი - Sputnik საქართველო
ლიანა კახიანის ნახატი
 

-  ლიანა, სვანურ კოშკებს ხატავთ ხშირად…

— დიახ, ბოლოს სვანეთი დავხატე. სვანეთში რომ ვიყავი და სვანურ კოშკებს ვუყურებდი და გაოცებას ვერ ვმალავდი- სასწაული ფერები აქვს და ამ ფერებს აღვიქვამდი. საერთოდ ყველგან, სადაც ვხვდები, ფერებს ვაქცევ დიდ ყურადღებას.

© FB/ Slask transmitterლიანა კახიანის ნახატი
ლიანა კახიანის ნახატი - Sputnik საქართველო
ლიანა კახიანის ნახატი

-  ლიანა, კომპიუტერში ხატვა „ჩატაობის“ მსგავსად ადვილი არ იქნება…

— რა თქმა უნდა კომპიუტერში ხატვა რთული პროცესია და მეც საათობით ვმუშაობ.  როცა რაიმე არ მომეწონება, ეგრევე ვშლი და თავიდან ვიწყებ. რაც შეეხება რეალურ სამყაროშიც რომ ვხატო, ამისი ჯერჯერობით მეშინია და არც მიცდია. რეალურში შეიძლება ხატვამ ჩემთვის დაკარგოს ის ხიბლი, რაც ჩემთვის ვირტუალურში აქვს, არ ვიცი… მაგრამ ერთ დღესაც ალბათ შევიძენ საღებავებს და დავიწყებ, მაგრამ ალბათ ამასაც რაღაც შინაგანი მომზადება უნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0