გათქვამს თუ არა ადამიანი ძილში ლაპარაკისას საიდუმლოს

© FL/ Chris Gladisჩაძინებული მგზავრები
ჩაძინებული მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძილის პირველ ან მეორე სტადიაზე ადამიანები გაურკვევლად ბოდავენ და რთულ მონოლოგებს წარმოთქვამენ, მესამე და მეოთხეზე კი...

სტატისტიკა გვამცნობს, რომ ბავშვების 25% და მოზრდილების 5% ძილში ლაპარაკობს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ღრმად გადამალული საიდუმლოც კი გასცეს.

ვნახოთ, რას ამბობენ ამის შესახებ სპეციალისტები და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

რატომ ვლაპარაკობთ ძილში?

ყველაზე ხშირად ძილში ლაპარაკობენ ბავშვები (თავის ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული თავისებურებების გამო) და ემოციური ადამიანები. რეგულარულად ლაპარაკობენ ისინიც, ვისაც გამუდმებით არ ჰყოფნის ძილი, ან განიცდის სტრესს. ძილში ლაპარაკი ასევე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიამ, ალკოჰოლმა და მაღალმა ტემპერატურამ.

შეიძლება თუ არა გავთქვათ საიდუმლო?

ძილის პირველ ან მეორე სტადიაზე ადამიანები გაურკვევლად ბოდავენ, რთულ მონოლოგებს წარმოთქვამენ და ეს პროცესი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გრძელდება.

მესამე და მეოთხე სტადიაზე ლაპარაკი უკვე ლუღლუღსა და კვნესას ემსგავსება. ნუ შეეცდებით მათში აზრის ან რაიმე დაფარულის ამოკითხვას. იმას, რასაც ადამიანი ძილისას ბოდავს, პრაქტიკულად არაფერი აქვს რეალობასთან.

სიზმრების დამჭერი - Sputnik საქართველო
სიზმრად ნანახი კოშმარის ბუნება, ანუ რას ნიშნავს ძილში ნანახი ურჩხული

როგორ გადავეჩვიოთ ძილში ლაპარაკს?

ბევრისთვის ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და მკურნალობა არ სჭირდება, ვინაიდან თავისთავად გადის.

თუ ღრმად და მშვიდად ძილი გსურთ, ექიმების რჩევა უნდა გაითვალისწინოთ და ძილის წინ არც უნდა ინერვიულოთ, არც კოფეინი მიიღოთ, არც ალკოჰოლი.

ძილში ლაპარაკთან დაკავშირებით მცირე ინფორმაცია უკვე მივიღეთ. ახლა ვნახოთ, რატომ კრთება ადამიანი მოულოდნელად, როცა ის-ისაა, ღრმა ძილში უნდა წავიდეს?

არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა, რომელზეც ჩვენ გიამბობთ, ყველაზე ლოგიკურია და საინტერესო.

ძილი - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა ძილის დარღვევებსა და მეხსიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს

ძალიან ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი უცბად ეფლობა ძილში. ამ დროს სუნთქვა ნელდება და ორგანიზმს ეჩვენება, რომ, როგორც პოპულარულ ენაზე იტყვიან, სული იპარება. ამიტომ მყისიერად რთავს დამცავ მექანიზმს. ტვინი, რომელიც ვერ ხედავს სხვაობას ჩაძინებასა და გარდაცვალებას შორის, რეფლექსურ დონეზე აძლევს სიგნალს კიდურებს, რის შემდეგაც ისინი იკრუნჩხება და გვაღვიძებს.

ასეა, თავდაცვის ინსტიქტი მუშაობს ყველა შემთხვევაში. თუ ტვინის პროვოცირებას მოახდენთ, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ გაგაღვიძებთ.

სხვათა შორის, იგივე ხდება, როცა ადამიანი სიცივისგან კანკალს იწყებს. ეს სწორედ ტვინის მიერ ჩართული დამცავი მექანიზმია – როდესაც კუნთები მცირედ, მაგრამ ხშირ-ხშირად იკუმშება და სითბურ ენერგიას გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0