ბათუმში არსებული უნიკალური მუზეუმით უცხოელები დაინტერესდნენ

© FB/ Kemal Turmanidzeქემალ თურმანიძე
ქემალ თურმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეორე წელია, რაც ბათუმში წარმატებით ფუნქციონირებს თვითნასწავლი, ნიჭიერი ხელოვანის, ქემალ თურმანიძის მიერ დაარსებული უნიკალური ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

შეგახსენებთ, აქ ქართული ეთნოგრაფიის, კულტურისა და ყოფის ნიმუშები და ტრადიციები ორიგინალურადაა წარმოდგენილი: დურგლები ხეს „ამუშავებენ“,  ფეიქარი ქალები მატყლს,,ჩეჩავენ“, მჭედლები და ქვის მთლელები ჩვენს თვალწინ ამუშავებენ ლითონსა და ქვას… სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქართული ოჯახი მათთვის ჩვეულ გარემოში,,ცხოვრობს“. ერთი სიტყვით, ესაა  საქართველოს ისტორიაში მოგზაურობა. ქემალ თურმანიძის მიერ შექმნილის ეს სამყარო მსოფლიოში არსებულ მოსაწყენ მუზეუმთა კატეგორიაში არ შედის.
არც ისე დიდი ხნის წინ მუზეუმს მერიის გადაწყვეტილებით 3000 კვ მეტრი ტერიტორია გადაეცა, რამაც ბატონი ქემალის კრეატიულ ნიჭს უფრო მეტი გამოვლენის საშუალება მისცა. დროთა განმავლობაში მხოლოდ ბათუმელებისთვის ცნობილმა ამ ადგილმა უცხოელ ტურისტებსა და ტურისტულ კომპანიებშიც მოიპოვა პოპულარობა. გარდა ამისა, მუზეუმის ტერიტორიას დღეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად და ფილმების გადასაღებად  გადასაღებ პავილიონადაც წარმატებით იყენებენ.
ბატონ ქემალს ბათუმში დავუკავშირდით.

© FB/ Kemal Turmanidzeქემალ თურმანიძის მუზეუმი
ქემალ თურმანიძის მუზეუმი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძის მუზეუმი

-ბატონო ქემალ, როგორ შეხვდა თქვენი მუზეუმი ახალ წელს?
— ახალ წელს დიდი სიხარულით და კარგი ახალი ამბებით შევხვდით. საასახლწლოდ აქ სატელევიზიო გადაცემები მოამზადეს. აჭარის სხვადასხვა რაიონებიდან მოცეკვავეები და მომღერლები ჩამოიყვანეს და ჩემს მუზეუმში ფილმი გადაიღეს. ახალ წელს დიდი ნაძვის ხე დავდგით და ფოიერვერკებიც გავუშვით. მართლა ლამაზი ზეიმი მოვაწყვეთ.

© photo: courtesy of Kemal Turmanidzeქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი

- თქვენ ისეთი შემოქმედებითი ადამიანი ხართ, სიახლეების გარეშე ვერ ძლებთ, ალბათ კიდევ მოიფიქრეთ რაიმე ახალი?
— დიახ, ვაპირებ, რომ აქ მოსულ მნახველს ბევრი ახალი საინტერესო რამ შევთავაზო. მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოვნური ჩანჩქერი მაქვს და მის წინ მინდა მცირე ზომის თამარ მეფის ხიდის ზუსტი ანალოგი ავაგო. ალბათ იცით, რომ აჭარის ტერიტორიაზე ასეთი თორმეტი ხიდია და მის პატარა ანალოგს აქ მოსულ ტურისტებს მეც წარმოვუდგენ. ამას გარდა შევამჩნიე, რომ უცხოელი ტურისტებს, რომელიც ჩემს მუზეუმს სტუმრობენ, აქედან სამახსოვრო ნივთის წაღების სურვილი უჩნდებათ, ამიტომ გადავწყვიტე, პატარა ორიგინალური სუვენირები დავამზადო და ისინი მისაღებ ფასად შევთავაზო. მუზეუმში ის სიახლეცაა, რომ აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული ფორმის სამოსი გვექნება და მომსვლელს მიეცემა საშუალება, რომ ფოტოები ასეთ გარემოში და ამ ფორმებით გადაიღოს. ბევრი სხვა რამეც მაქვს ჩაფიქრებული, რასაც გზადაგზა განვახორციელებ.

© ბ. ქარტენაძექემალ თურმანიძე - თიხის ოსტატი
ქემალ თურმანიძე - თიხის ოსტატი - Sputnik საქართველო
ქემალ თურმანიძე - თიხის ოსტატი

- ბატონო ქემალ, მე ვახსენე, რომ უცხოელი ტურისტი ძალიან დააინტერესა თქვენმა მუზეუმმა…
— მინდა, რომ აქ ბევრი მნახველი მოვიდეს უცხოეთიდანაც, ამ საკითხის მოგვარება უკვე დავიწყე: ვიყავი ბათუმში არსებულ სხვადასხვა საკონსულოებში, ისინი დამპირდნენ, რომ დახმარებას აღმომიჩენენ და ამ მუზეუმის შესახებ თავისი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აცნობებდნენ. ასეთებია თურქეთისა და ირანის საელჩოები, ტურისტები პოლონეთიდანაც ჩამოვლენ. არის ასეთი ძლიერი ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“, რომელიც ასევე დახმარებას დამპირდა. ისრაელიდან ოცი კაცის შემადგენლობით თითო ჯგუფი ჩამოდიოდა და ახლა მათ სხვებიც დაემატა და ისინიც აფორმებენ ხელშეკრულებას. 30 დეკემბერს ებრაელების ჯგუფი მყავდა და 1 იანვარს მათგან დაკვეთაც მივიღე. მარტიდან სკოლის მოსწავლეებს ველოდები. აპრილიდან კი ჩემს მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა ტურისტული კომპანიებიდანაც მოვლენ. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისთვის კეთდება.

ყველა ახალი ამბავი
0