თიკა სანიკიძის „ბედის საჩუქარი“ და ფანქრით შექმნილი სუპერ ხელოვნება

© FB/ Tiko Sanikidzeთიკო სანიკიძე
თიკო სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა “ქართველები უცხოეთში" ნიუ-იორკში მცხოვრებ მხატვარს თიკა სანიკიძეს წარმოგიდგენთ.

ქართველი ჰიპერრეალისტი მხატვარი თინათინ სანიკიძე საკუთარ კომპოზიციებში უბრალო ფანქარს იყენებს და მაქსიმალურ ეფექტს მარტო ამის ხარჯზე აღწევს, რადგან მისი ნახატი, ადვილი შესაძლებელია, ფოტოებად მიიჩნიოთ. ის საქართველოს გარდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა. მისი ნახატები მრავალ საგამოფენო დარბაზშია, მათ შორის აშშ-ში, თურქეთში, იტალიაში და სხვ. დღეს მხატვარი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ამერიკულ რეალობას ხატავს…

© FB / Tiko Sanikidzeთიკო სანიკიძე
თიკო სანიკიძე - Sputnik საქართველო
თიკო სანიკიძე

– თიკა, თქვენ ჰიპერრეალისტი მხატვარი ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროსა და ადამიანებსაც ზედმიწევნით რეალისტურად აღიქვამთ?

— დიახ, მე ვარ მხატვარი-ჰიპერრეალისტი. დაგეთანხმებით იმაშიც, რომ სამყაროსა და ადამიანებს ზედმიწევნით რეალისტურად აღვიქვამ. ნახატების შექმნისას ვცდილობ ზუსტად გადმოვცე ყველა დეტალი, რათა შექმნილი ნახატი დასახატი ობიექტის იდენტური იყოს. ამის გამო მნახველებს ჩემი ნახატები ხშირად მართლაც ფოტოები ჰგონიათ. ჩემი ნახატები სხვა მხატვრების ნამუშევრებისგან განსხვავებულია, რადგან ისინი დეტალიზაციის უმაღლესი დონით გამოირჩევა. მათი ხილვისას აუცილებლად იბადება კითხვა – ეს ფოტოა თუ ნახატი? მნახველთა შეფასებით, ძნელი დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი ნახატია და არა ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრი… საერთოდ Hyperrealism – ჰიპერრეალიზმი სახვითი ხელოვნების მიმდინარეობაა ფერწერასა და ქანდაკებაში და იგი რეალობის კოპირებაზეა დაფუძნებული.

© FB / Tiko Sanikidzeთიკო სანიკიძის ნახატი
თიკო სანიკიძის ნახატი - Sputnik საქართველო
თიკო სანიკიძის ნახატი

– როგორც ვიცი, ხატვა 6 წლიდან დაიწყეთ, გაიხსენეთ ბავშვობისდროინდელი ჩანახატები, რაც მაშინ ქაღალდზე მოხვდა…

— ხატვა მართლაც ბავშვობიდან, 6 წლიდან შესანიშნავი პედაგოგის უშანგი ლონდარიძის ხელმძღვანელობით დავიწყე. ვხატავდი სხვადასხვა კომპოზიციებს. ახლაც ვინახავ ჩემ პირველ ნახატებს: აკვარიუმს ფერადი თევზებით და საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ჩემ მიერ დანახულ სამყაროს. დაუვიწყარია იმ დროს შექმნილი სააღდგომო ნახატების სერიაც. მერე თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე ინტერიერის დიზაინერის სპეციალობით.

© FB / Tiko Sanikidzeთიკო სანიკიძის ნახატი
თიკო სანიკიძის ნახატი - Sputnik საქართველო
თიკო სანიკიძის ნახატი

– რომელი იყო საეტაპო მნიშვნელობის გამოფენა?

— საეტაპო მნიშვნელობის გამოფენა იყო 2010 წელს, აზერბაიჯანში, კერძოდ, გაბალაში ჩატარებული სამი საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „პორტრეტის მელოდია“, სადაც ჩემმა პორტრეტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ბედის საჩუქარი“. ამ პორტრეტით (რომელიც ფაქტიურად გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა) გამიცნო ფართო აუდიტორიამ და მეც მეტად დავინტერესდი ჰიპერრეალიზმით.

– ამერიკის შემდეგ თქვენ ცხოვრებასა და მოლბერტზე რა ახალი შტრიხები და ფერები გაჩნდა?

— აქ ყოფნისას რამდენიმე ნატურმორტი აკვარელში უკვე შევქმენი. რაღაც უფრო ხალასი ფერები გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემმა სამივე გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა: ბევრი ქება მოვისმინე ჩემი შემოქმედების მიმართ, რამაც მეტი ხალისი და ფერი შეჰმატა ჩემს ცხოვრებას… ამერიკის შემდეგ ალბათ ფერწერას დავუბრუნდები.

© FB / Tiko Sanikidzeთიკო სანიკიძე
თიკო სანიკიძე - Sputnik საქართველო
თიკო სანიკიძე

– კლასიკური განსაზღვრით,  ჰიპერრეალიზმისთვის დამახასიათებელია რეალობის არაემოციური ხედვა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

— ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ჰიპერრეალიზმი არაემოციურია. პირიქით, ვთვლი, რომ ჩემ მიერ შექმნილ პორტრეტებში ისეთი გრძნობაა გადმოცემული, რომ შესაძლებელია ამ ადამიანების სულიერ სამყაროს ჩასწვდე. ამ ნახატებით მე გადმოვცემ ჩემი თვალით დანახულ ცხოვრებას, ჩემს ემოციას, ვქმნი იმ სამყაროს ილუზიას, რომელშიც ვცხოვრობ. საერთოდ ძალიან ემოციური და მგძნობიარე ადამიანი ვარ. ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებ. თუმცა წარმოუდგენელია ემოციის გარეშე აღიქვა ის მძიმე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. განსაკუთრებით ადამიანების გულგრილობა მაწუხებს. თუმცა ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა…

– რაც შეეხება თქვენს რეალურ ნოსტალგიას, რაში და როგორ გამოიხატება ის?

— ჩემი მონატრება ძალიან ნაზი და სათუთია, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. შევეცდები ეს შეგრძნება შემდგომში ტილოზე გადავიტანო. რეალური ნოსტალგია ძალიან მძიმე რამაა. უზომოდ მენატრება ჩემი სახლი, მშობლები, პატარა ძმიშვილი, რომელმაც ჩემ არყოფნაში ფეხი აიდგა. თითქოს დამავიწყდა და გაფერმკთალდა ყველაფერი ცუდი რაც ყოფილა წარსულში და მხოლოდ კარგი მახსენდება…

ყველა ახალი ამბავი
0