აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტს ამ საკითხზე კვლევა დაუკვეთა. უნივერსიტეტმა თავდაპირველად გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ ადამინების 90% ქათამს მომზადების წინ რეცხავს.
უნივერსიტეტის კვლევის მონაწილე ჯენიფერ კვინლანი ამბობს:
„გარეცხვის შემდეგ ბაქტერიები კი არ იხოცება, პირიქით, ხორცის მთელ ზედაპირზე ვრცელდება. ამას აეროზოლიზაცია ეწოდება.
შედეგად, სალმონელით დასნებოვნებული საკვების მიღების შემდეგ ადამიანს უვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ფაღარათი, ცხელება, მუცლის გვრემა, გულისრევა და ღებინება. ამ ბაქტერიას შეუძლია ადამიანი მთელი ათი დღით გამოიყვანოს წყობიდან და საშინელი ტკივილებიც განაცდევინოს.
რაც შეეხება კამპილობაქტერით მოწამვლას, ის იწვევს კუნთების მოდუნებას, ართრიტს, პოლირადიკულიტონევრიტს და ნერვული სისტემის დაზიანებასაც კი.
ახლა თავად დაფიქრდით, გიღირთ კი ამ რისკებად უმი ქათმის გარეცხვა?
ბევრი თქვენგანი შეფუთულ ქათამს მხოლოდ იმიტომ რეცხავს, რომ ის ჭუჭყიანი ეჩვენება, ბევრი კი — მაშინალური რეფლექსიდან გამომდინარე, რომ „ყველაფერი უმი უნდა გაირეცხოს“.
მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ? აიღეთ და პირდაპირ მოამზადეთ. მაღალი ტემპერატურა ერთ ადგილზე თავმოყრილ ბაქტერიებს გაანადგურებს და სხვა პროდუქტებზე გადასვლის საშუალებას მოუსპობს“.