სტამბოლური დღიურები, დღე პირველი: ქართველი მუჰაჯირების მემლექეთის მონატრება

გამოწერა
სტამბულის გარდა სხვა სტამბული არ არსებობს!

მოგეხსენებათ, სტამბული მსოფლიოს ჭიპი და აზია-ევროპის გზაჯვარედინია, მაგრამ, გარდა ამისა, ქართველებისთვის იმითაცაა საინტერესო და მიმზიდველი, რომ აქ მუჰაჯირები — ჩვენებურები ცხოვრობენ. ხალხი რომელთაც განსაკუთრებულად ენატრებათ სამშობლო, საქართველოს მზეს უბით ატარებენ და ამ სითბოს უნაწილებენ იქ სტუმრად ჩასულ ქართველებს. ამ მხრივ არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. თბილისიდან ჩასულ ჟურნალისტებს სტამბულში არსებულმა ქართული კულტურის ცენტრმა გვიმასპინძლა.

© FB/ ქართული კულტურის ცენტრიქართული კულტურის ცენტრი
ქართული კულტურის ცენტრი - Sputnik საქართველო
ქართული კულტურის ცენტრი

 

თითოეულ მათგანს თურქულის გარდა ისტორიული, ქართული გვარ-სახელიც აქვს და საქართველოდან ჩამოსულებს სწორედ ქართული სახელით ეცნობიან. 

როგორც გვითხრეს, სწორედ ეს ცენტრია ის ადგილი, სადაც ჩვენი თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები სამშობლოს მონატრების დარდს უქარვებენ ერთმანეთს. ხშირად იმართება ქართული საღამოები, ახალი ლექსების თუ წიგნების პრეზენტაციები. სტამბულში საქართველოდან ჩასული თანამემამულეებიც პირველ რიგში სწორედ იქ მიჰყავთ.

© FB/ ქართული კულტურის ცენტრიქართული კულტურის ცენტრი
ქართული კულტურის ცენტრი - Sputnik საქართველო
ქართული კულტურის ცენტრი

ქართული კულტურის ცენტრში მისულებს გულღია მასპინძლები დაგვხვდნენ. იცნობდეთ: ქართული კულტურის ცენტრის თანათავმჯდომარე სალომე ბარამიძე – Sezen Gönenç Okcan, ქართული კულტურის ცენტრის ასევე თანათავმჯდომარე ფეჰმი უზალ უსთიაშვილი, ქართული კულტურის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრები: ორჰან ბერიძე, გიორგი დიასამიძე – Mustafa Yelkenci, ჰავა აიდინი — Hava Aydin, ისმაილ აიდინი – Cem Gok-Ismail Aydini, ჰასიბე ოზქანი — Hasibe Ozkan…

საოცრად თბილ და გულითად შეხვედრას, რომელიც ურთიერთგაცნობითა და საქართველოს ამბების თხრობით დაიწყო, ძალიან მოულოდნელი გაგრძელება ჰქონდა — ელექტროენერგია გაითიშა და სტუმარ–მასპინძლებს შეხვედრის გაგრძელება სანთლების შუქზე მოგვიწია.

თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალი ჰავა აიდინი

წარმოიდგინეთ, რა გრძნობა უნდა დაგეუფლოს საქართველოდან თოვლიან სტამბულში ჩასულ ქართველს, როდესაც სანთლების შუქზე შენი სისხლით ნათესავი, რომელსაც არა თუ თავად, მის წინაპარსაც კი სამი თაობის მანძილზე საქართველო თვალით არ უნახავს, სამშობლოს სიყვარულს „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებით გიხსნის… 

არ მახსოვს რამდენი ადამიანი იჯდა სანთლებით განათებული მაგიდის ირგვლივ, ერთი კი მახსოვს, რომ 29 დეკემბრის სუსხიან საღამოს ჩაბნელებული სტამბულის ერთ პატარა ქუჩაზე მდებარე ქართული კულტურის ცენტრში ჩემი ქვეყნის სიყვარულისა და მონატრების ცეცხლი გიზგიზებდა…

შეხვედრა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერებითა და საჩუქრების ურთიერთგაცვლით დასრულდა. ასევე შეთანხმებით, რომ ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს ქართული რედაქცია აქტიურად ითანამშრომლებს ქართული კულტურის ცენტრთან და მათი დახმარებით რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საქართველოს თურქეთში მოღვაწე ჩვენს გამორჩეულ თანამემამულეებს გააცნობს.

© FB/ ქართული კულტურის ცენტრითეონა გოგნიაშვილი ქართული კულტურის ცენტრში
თეონა გოგნიაშვილი ქართული კულტურის ცენტრში - Sputnik საქართველო
თეონა გოგნიაშვილი ქართული კულტურის ცენტრში

ქვემოთ პატარა ინტერვიუს გთავაზობთ ჩვენ მასპინძლებთან:

ბატონ ორჰან ბერიძეს საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენებურებიც და სტამბულში მცხოვრები ქართველებიც, რაც არა მარტო მონატრებული სამშობლოს სიყვარულმა, არამედ მისმა საქმიანობამაც განაპირობა. იგი ქართული ენის თარჯიმნად მუშაობს სტამბულის სასამართლოში და დღე არ გადის, რომელიმე ქართველის პროცესზე არ მოუწიოს დასწრება. ძალიან წუხს, რომ ზოგიერთი ქართველის უღირსი საქციელის გამო სამართალდამცველებთან უწევს შეხება, თუმცა იმაზე უფრო წუხს, როცა ხედავს, რომ ეს ადამიანები სრულიად უპატრონოდ არიან უცხო ქვეყანაში და ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს მათ.

© FB/ ქართული კულტურის ცენტრიამ წიგნაკში ჩვენებურების ამბები ჩაწერეთო, გვითხრეს სტამბულის კულტურის ცენტრში.
ამ წიგნაკში ჩვენებურების ამბები ჩაწერეთო, გვითხრეს სტამბულის კულტურის ცენტრში.  - Sputnik საქართველო
ამ წიგნაკში ჩვენებურების ამბები ჩაწერეთო, გვითხრეს სტამბულის კულტურის ცენტრში.

 

გარდა ამისა, ეს ენერგიული ადამიანი ქართულ ენასაც ასწავლის ჩვენებურებს და, როგორც თვითონ გვითხრა, სახლში „ვეფხისტყაოსანი“, რომელზეც ასევე თავისი ვაჟი გაზარდა, ბიბლიასა და ყურანს შორის უდევს. 

ორჰან ბერიძე: ბედნიერი ვარ, რომ თურქეთელ ჩვენებურებს ქართულს ვასწავლი. 2005 წელს თურქეთში პირველი ქართული ასოციაცია ჩვენ დავაარსეთ, მერე ქართული ენის კურსები გავხსენით და თბილისელი მასწავლებელი, ქალბატონი მანანა გურგენიძე მოვძებნეთ. სწორედ მან მასწავლა ქართული, მანანამ მარტო წერა-კითხვა კი არა, ქართული კულტურაც გვასწავლა. ამის მერე ქართულს უკვე მე თვითონ ვასწავლი სხვებს.

© პირადი არქივიორჰან ბერიძე
ორჰან ბერიძე - Sputnik საქართველო
ორჰან ბერიძე

– ბატონო ორჰან, პირველად როდის გააცნობიერეთ, რომ ქართველი ხართ?

— საქართველო რომ ჩემი ისტორიული სამშობლოა, ეს ამბავი მშობლებისგან ბავშვობაში შევიტყვე. მაშინ ეს სიტყვა „საქართველო“ არაფერს მეუბნებოდა. დღეს კი საქართველოს წარსულსა და აწმყოზე ბევრი ვიცი. ბავშვობისას მამაჩემი მეზობლებთან და ნათესავებთან სულ ქართულად ლაპარაკობდა. თურქული 15 წლის შემდეგ ისწავლა. მანამდე თურქული მისთვის უცხო ენა იყო. დედა თურქი მყავს. ჰოდა, სახლში ქართულად არ ლაპარაკობდნენ და მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი. მახსოვს, მამაჩემი რადიოს რომ უსმენდა, გვეუბნებოდა: ბავშვებო, გენაცვალეთ, ცოტა ჩუმად იყავით, რადიოში ქართულად ლაპარაკობენ, ვუსმენ და იქნება, ერთი-ორი სიტყვა მაინც გავიგონოო.

© ორჰან ბერიძესალომე ბარამიძე და თეონა გოგნიაშვილი, ქართული კულტურის ცენტრი
სალომე ბარამიძე და თეონა გოგნიაშვილი, ქართული კულტურის ცენტრი - Sputnik საქართველო
სალომე ბარამიძე და თეონა გოგნიაშვილი, ქართული კულტურის ცენტრი

ჩვენი წინაპრები 1877-1878 წლებში ოსმალეთისა და რუსეთის ომის შემდეგ თურქეთში ბათუმიდან გადმოსულან. ჩვენებურები, ანუ ქართველები ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ვითვლებოდით და დღესაც ასეა. ჩვენში ხომ ქართული სისხლი და გენია, საქართველოს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებთ. ასეთი ამბავი მადარდებს: ქართველმა მართლმადიდებელმა ძმებმა ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ მუსლიმი ძმებისა და მათი სალოცავების მიმართ. ჩემი აზრით, ორივე მხარე უნდა შეეცადოს, ერთმანეთს პატივი სცენ. სტამბულში უკვე ბევრი ქართველი ოფიციალურად ცხოვრობს და მუშაობს. ისინი მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ქართულ სალოცავებში ლოცვის საშუალება არა აქვთ. მიმაჩნია, რომ სტამბულში ქართული მართლმადიდებლური სალოცავის გახსნა ერთი დიდი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენ ურთიერთობაში. ბოლოს კი ასე ვეტყოდი ქართველებს: მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ, ვინც საქართველოს ებრძვის, ის უკვე დამარცხებულია…

ქართველი მოჰაჯირი შაჰინ ალთუნი

ცენტრის თანათავმჯდომარე, პროფესიით იურისტი სალომე ბარამიძეც მუჰაჯირი ქართველია. საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა. მისი მეუღლეც ქართველია, პროფესიით ისიც ადვოკატია. ქალბატონი სალომე სოფელ მარადიდიდანაა, სადაც რამდენჯერმეა ნამყოფი. თუმცა, მისი თქმით, ის უფრო გურული ბარამიძეა და მისი წინაპრები ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებიდან არიან. 

სალომე ბარამიძე: ჩვენ ცენტრში ყველა იმ დღესასწაულს აღვნიშნავთ, რასაც საქართველოში ზეიმობენ — ასე უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობთ ჩვენს ისტორიულ ქვეყანასთან. საქართველოდან ჩვენთან ჩამოსული ყველა სტუმრის ნახვა ძალიან გვიხარია, ჩვენ ხომ ერთი მიწის შვილები ვართ…

ქართული კულტურის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი დიასამიძე (Mustafa Yelkenci) სტამბულში ჩასვლის დღიდან არ მოგვშორებია. ქართულად საუბარი მისთვის დიდი ბედნიერებაა და შეცდომით წარმოთქმულ ყოველ სიტყვაზე მოსწავლესავით წითლდება. მისთვის ენის სიყვარული სამშობლის სიყვარულის ტოლფასია…

სტამბულში ყოფნის დროს წარმოშობით ლაზი Sahin Altun — შაჰინ ალთუნიც გავიცანით. ის ფაქტი, რომ ქართველია, მის მეხსიერებას ჯერ კიდევ ბავშვობიდან შემორჩა. იგი მერიასთან არსებული სასადილოს დირექტორია და თვლის, რომ სტამბულში ჩასული ყოველი ქართველი სტუმარი პირადად მისი სტუმარიცაა. ქართულად ნაკლებად საუბრობს და ის ძველი ქართული სიმღერაც, რომლის სიტყვების მნიშვნელობა არც იცის, მისთვის, შესაძლოა, უბრალოდ სიყვარულის დაშიფრული კოდი იყოს…

(გაგრძელება იქნება)

ყველა ახალი ამბავი
0