კეთილი ადამიანების დახმარებით „Sputnik საქართველომ“ შვიდ ობოლ ბავშვს ოცნება აუხდინა

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ქართველმა მკითხველმა „Sputnik საქართველოს“ საშუალებით გაიგო. სტატიის გასვლის შემდეგ არ წყდებოდა ზარები, შეტყობინებები. მკითხველი შეძრა ამ ბავშვების ტრაგედიამ და გასაჭირმა.

აფხაზეთიდან დევნილი რუსლან ვეკუასა და მისი შვიდი შვილის ცხოვრება ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. ორი წლის წინ, 36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ბავშვების დედა. ბატონ რუსლანს შვიდი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ამ დროს უმცროსი 5 თვის იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვების მოვლაში ბატონ რუსლანს თავიდან მოხუცი დედა ეხმარებოდა, მერე კი ისიც გარდაიცვალა და მარტომ იტვირთა ბავშვების მოვლა.

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი

„მეუღლეს სულ ვეუბნებოდი, შენ რა გიჭირს, სახლში ხარ და ბავშვებს უვლი-მეთქი. თურმე ვცდებოდი. არც ისე ადვილი ყოფილა შვიდი შვილის მოვლა. სკოლაში მე დამყავს, საჭმელს ვუმზადებ, ვბან, ვურეცხავ. უფროსი გოგო ძალიან მეხმარება, უვლის თავის ობოლ და-ძმას, როგორც შეუძლია“ – ამბობს ბატონი რუსლანი.

უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველასთვის ერთად მოგვეყარა თავი და სიკეთის ირგვლივ  გავერთიანებულიყავით. საჩუქრების შეგროვებას ორგანიზება ეკა კობაიძემ გაუწია. მისი ძალისხმევით შეგროვდა უამრავი ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშო, ველოსიპედი, ფულადი თანხა.

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი

ვეკუების ოჯახს ბედობა დღეს ვეწვიეთ. გამიჭირდება აღგიწეროთ ის პირობები, რომელშიც ცხოვრობს შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი. თუმცა ამისგან თავს შევიკავებ, დღეს ხომ სიხარულისა და ბედნიერების დღეა.

უამრავი საჩუქრებით დახუნძლული ვეწვიეთ ბავშვებს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დღის კულმინაცია მათი  მთავარი საჩუქარი გახლდათ, ნინი შავიშვილმა ობლებს საახალწლო ნატვრა აუსრულა და საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა.

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი

„Sputnik საქართველომ“ ვეკუების ოჯახს ფულადი დახმარება გაუწია. ბავშვები ემოციით დატვირთული, გაბრწყინებული და ბედნიერი დავტოვეთ. მანქანიდან მანამ ვუმზერდი, სანამ მათი დანახვის საშუალება მქონდა. ხელის ქნევითა და ბედნიერების შეძახილებით მაცილებდნენ. ვფიქრობდი, ამაზე უკეთესი რა უნდა დაგებედოს ადამიანს.

მთელი დღე უფროს გოგონაზე, ლიკაზე ფიქრი არ მტოვებდა. საოცრად ლამაზ სახესა და  თვალებში სევდას დაედო ბინა. ექვსი დედმამიშვილის აღზრდით,  ნაადრევად დაკისრებულ  პასუხისმგებლობას მასზე უკვე დაემჩნია კვალი.

© მერი ბლიაძის არქივივეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა–ახალ წელს. გავერთიანდეთ სიკეთის ირგვლივ, სიკეთე ხომ გადამდებია.

ყველა ახალი ამბავი
0