საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

CC BY 2.0 / Roderick Eime / Shoppingზედმეტი განმარტებაც არ არის საჭირო, რა განსხვავებაა გონივრულ და ქარაფშუტულ ხარჯვას შორის
ზედმეტი განმარტებაც არ არის საჭირო, რა განსხვავებაა გონივრულ და ქარაფშუტულ ხარჯვას შორის - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარწუნებული ვარ, გეცნობათ – „ამდენ ფულს ჩემთვის როგორ გავიმეტებ?“, „ახლა ვერ დავხარჯავ, უთო გამიფუჭდა და ის უნდა ვიყიდო“... და სხვა ათასი ამგვარი ფრაზა. რა თქმა უნდა, გეცნობათ და თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი ფრაზებია... ძალიან ცუდი, რადგან ესაა დაავადება და ჰქვია „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე“.

ქალი, რომელიც ეკონომიას საკუთარ თავზე აკეთებს, მამაკაცში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს — უფრო მეტი ეკონომია გასწიოს მასზე – ერიხ მარია რემარკი

რა არის „ეკონომია საკუთარი თავის ხარჯზე“

•    ეკონომიაა, როდესაც ქალი მიდის საყიდლებზე, ყიდულობს პროდუქტებს ბავშვებისთვის, მეუღლისთვის, მშობლებისთვის, ძაღლისთვის… საკუთარი თავისთვის კი ფული აღარ რჩება, ან გადაწყვეტს, რომ იმის გარეშეც გაძლებს, რისი ყიდვაც უნდოდა. საკუთარ ხარჯზე ეკონომიაა, როდესაც ფული არ გენანებათ ბავშვებზე, მეუღლეზე, მაგრამ საკუთარ თავზე – კი, და ფიქრობთ: „სხვა დროს ვიყიდი, დღეს ამის გარეშეც გავძლებ“.

•    ეკონომიაა, როდესაც ქალს აქვს შამპუნი, ერთი წინდა, თითო–თითო წყვილი ფეხსაცმელი სეზონის მიხედვით და 1–2 წყვილი ქვედა საცვალი. თუ კიდევაც აქვს სხვა რამე, უგემოვნო და მოდიდან გადასული. სამაგიეროდ, ქმარ–შვილი მოდურად არის ჩაცმული.

CC BY-SA 2.0 / Antoine K / Luxury Shoppingთუ ფული აქვს, ზრდასრული ქალი მას იოლად ხარჯავს თავის თავზე და თუ არა აქვს, ამასაც ძალიან არ განიცდის
თუ ფული აქვს, ზრდასრული ქალი მას იოლად ხარჯავს თავის თავზე და თუ არა აქვს, ამასაც ძალიან არ განიცდის - Sputnik საქართველო
თუ ფული აქვს, ზრდასრული ქალი მას იოლად ხარჯავს თავის თავზე და თუ არა აქვს, ამასაც ძალიან არ განიცდის

•    როდესაც უყურებთ თქვენს, მაგალითად, ფეხსაცმელს და იცით, რომ უნდა გამოცვალოთ, მაგრამ იღებთ გადაწყვეტილებას: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით“…

•    ეკონომიაა, როდესაც წინდა იკერება, ან უფრო უარესი – „თვალწასულია“, როდესაც გაცვეთილი საცვლები არ ახლდება, როდესაც საჭიროა ახალი თვალის ტუში, თმის ნიღაბი, მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვან რამეებზე იხარჯება ფული.

•    ეკონომიაა, როდესაც გადაწყვეტთ რაიმე ხარისხიანის ყიდვას, მიდიხართ მაღაზიაში, მაგრამ უკან ბევრად უფრო იაფი ნივთით ბრუნდებით.

თუ ერთი აგური მაინც ეცლება სამ საბაზისო „მოთხოვნას“, ჩათვალეთ, რომ მთელი შენობა ინგრევა - Sputnik საქართველო
რა დროს ღალატობს ქალი - მამაკაცის სამი საბედისწერო შეცდომა

•    როდესაც თქვენში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთს ძალიან უნდა კონკრეტული ნივთის ყიდვა, მეორე კი ჩასჩიჩინებს, რომ ეს ძალიან ძვირია და თუ სხვა რამეს იყიდის, ფული დარჩება. და ფული რჩება. აქ კი უნდა დაისვას კითხვა: რაზე დაიხარჯება დარჩენილი თანხა? ოჯახზე, ბავშვებზე, სხვებზე…

•    ეკონომიაა, როდესაც გაქვთ ფული, მაგრამ საკუთარ თავს არაფრით ახარებთ, ახალს არ ყიდულობთ, ყველაფერში ზღუდავთ და მხოლოდ იმით შემოიფარგლებით, რაც ძალიან აუცილებელია.

•    ეკონომიაა, როდესაც პირველ ადგილზე გყავთ ნებისმიერი, გარდა საკუთარი თავისა.

ნებისმიერი, საკუთარ თავზე ეკონომიის გამწევი ქალი გაიგებს და უფრო სწორად, იგრძნობს, რაზეა საუბარი. აქ ზედმეტი განმარტებაც არ არის საჭირო, რა განსხვავებაა გონივრულ და ქარაფშუტულ ხარჯვას შორის.

დროთა განმავლობაში ასეთი ეკონომია ჩვევასა და პათოლოგიაში გადაიზდება, ამის განკურნება კი ძალზე ძნელია.

ქალი, რომელიც საკუთარ თავზე აკეთებს ეკონომიას:

•    კარგავს ქალურ მომხიბვლელობას;

•    მისი ცხოვრებიდან ქრება სიმსუბუქე და ჯადოსნურობა;

•    სახე პრობლემებით უმძიმდება;

•    მამაკაცები მისით არ ინტერესდებიან, მხოლოდ იყენებენ;

•    ჩნდება დაღლილობა და ცხოვრებით უკმაყოფილება;

•    ბედნიერება მიუღწეველი ხდება.

CC0 / Flickr / kevin ryder / woman window shoppingიცით, რომ უნდა გამოცვალოთ ფეხსაცმელი, მაგრამ ფიქრობთ: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით“...
იცით, რომ უნდა გამოცვალოთ ფეხსაცმელი, მაგრამ ფიქრობთ: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით“... - Sputnik საქართველო
იცით, რომ უნდა გამოცვალოთ ფეხსაცმელი, მაგრამ ფიქრობთ: „არაუშავს, კიდევ ცოტა ხანს ვივლი ამით“...

ეს ცხოვრებa არ არის, ეს ჩასუნთქვაა ამოსუნთქვის გარეშე, მარადიული შეზღუდვა, რომელსაც ქალი საკუთარ თავს საკუთარი ნებით უწყობს.

რატომ აკეთებს ქალი ეკონომიას საკუთარ ხარჯზე?

ამ ეკონომიის უკან დიდი შიში და დანაშაულის გრძნობა იმალება. „ახლა დავხარჯავ და ხვალ ფული აღარ მექნება, უბედურების მიზეზი გავხდები“. ეს ბავშვობიდან მომავალი ღრმად ჩაფლული შიშია. თუ ჩემს თავზე არ დავხარჯავ, არც არავინ დამადანაშაულებს უბედურებებში, რომლებიც, შესაძლოა, ჩემ გამო მოხდეს. ესაა უდნაშაულოდ დარჩენის სურვილი. ძალიან ბავშური სურვილი. ზრდასრულ ქალს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა შეუძლია. ასე ეწირება მსხვერპლად საკუთარი სილამაზე, ცხოვრება გარშემომყოფთა „გადარჩენას“. როდესაც სხვებს „შველით, გადარჩენაში“ ეხმარებით, საკუთარ თავს მნიშვნელოვნად გრძნობთ და საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავთ. მსხვერპლშეწირვა კი უანგარო არასდროს არ არის.

საუბარია სიამაყესა და შეუგუებლობაზე.

მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო - Sputnik საქართველო
მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი

თითქოს, თქვენზეა დამოკიდებული გარშემომყოფთა სიცოცხლე, თქვენ ისეთი ძლევამოსილი ხართ, რომ ახლობლების უბედურების თავიდან აცილება შეგიძლიათ. ეს დიდი თავდაჯერებულობაა. რატომ არის ეს ქალურობის დაკარგვის ნიშანი? იმიტომ, რომ ქალი, რომელიც ეკონომიურია, მამაკაცის ენერგიებზე მუშაობს – ქალის კონტროლი და პასუხისმგებლობა, დაცვა და გადარჩენა.

თუ ქალი ეკონომიის რეჟიმს ჩართავს, ეს ნიშნავს, რომ ის დედობრივ ინტინქტს რთავს, შესაბამისად, „თიშავს“ ქალს. და მნიშვნელობა არა აქვს, რის ხარჯზე აკეთებთ ეკონომიას – კოსმეტიკურ პროცედურებსა თუ საცვლებზე. მნიშვნელოვანი პრინციპია. დედა მხოლოდ თქვენი შვილებისთვის შეგიძლიათ იყოთ და არანაირად – თქვენი მშობლების ან მეუღლისთვის.

დაიმახსოვრეთ უბრალო რამ – დედისგან იღებენ, ხოლო ქალს – აძლევენ.

ზრდასრული ქალი არ ღელავს ფულზე, რადგან ის არ იტვირთავს თავს სხვა ადამიანების „კონტროლითა“ და მათზე „პასუხისმგებლობით“. ის არ არის თავდაჯერებული და „განდიდების“ გრძნობით შეპყრობილი, თითქოს ამ ქვეყანას სხვა ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისგებისთვის, მათ გადასარჩენად და გასაბედნიერებლად მოევლინა. თუ ფული აქვს, ქალი მას იოლად ხარჯავს თავის თავზე და თუ არა აქვს, ამასაც ძალიან არ განიცდის. თუ ჩაისუნთქავთ, უნდა ამოისუნთქოთ კიდეც. ამოსუნთქვაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0