ნაპოლეონ ჰილი: სიღარიბის მიზეზები ჩვენს თავშია

CC BY 2.0 / Tax Credits / Money Plantფულს არ შეუძლია ფიქრი, საუბარი, მაგრამ შეუძლია „გაიგონოს“, როდესაც ადამიანი ეძახის მას
ფულს არ შეუძლია ფიქრი, საუბარი, მაგრამ შეუძლია „გაიგონოს“, როდესაც ადამიანი ეძახის მას - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ მიზნის მიღწევამდე ყრით ფარ-ხმალს, კაპიტულანტი ხართ. კაპიტულანტი არასდროს იმარჯვებს, ხოლო გამარჯვებული - არასდროს ნებდება. დიდი ხნის წინ ლექსიკონი ვიყიდე. პირველი, რაც გავაკეთე - ვიპოვე სიტყვა „შეუძლებელი“ და წიგნიდან ამოვჭერი.

დაახლოებით 80 წლის წინ ჟურნალისტმა, მწერალმა და ფსიქოლოგმა ნაპოლეონ ჰილმა გამოსცა წიგნი „იფიქრე და გამდიდრდი“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა და აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

ჰილის წიგნში საუბარი არ არის ფულზე, სიმდიდრეზე, ფინანსებსა თუ აქციებზე.

ავტორის ყურადღების ცენტრშია მენტალური ბარიერების დანგრევა. სწორედ მენტალური ბარიერები უშლის ხელს ჩვენს კეთილდღეობას.

წარმოგიდგენთ ჰილის შეხედულებებს სიმდიდრეზე, ხელისუფლებაზე, წარმატებასა და ფსიქოლოგიურ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია.

© FB/ The Napoleon Hill Foundationნაპოლეონ ჰილი
ნაპოლეონ ჰილი - Sputnik საქართველო
ნაპოლეონ ჰილი

—  სანამ ადამიანი წარმატებას მიაღწევს, ის აუცილებლად აწყდება მარცხს, შესაძლოა, სერიოზულ ჩავარდნებსაც. როდესაც ადამიანი ფიასკოს განიცდის, ყველაზე მარტივი და ლოგიკური გამოსავალი ყველაფრისთვის თავის მინებებაა. სწორედ ასე იქცევა ადამიანების უმრავლესობა.

—  ასევე, თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ ყოველი დიდი ლიდერი მეოცნებე იყო.

დაფიქრდით, რას ეძახით წარმატებულ და წარუმატებელ, ღარიბ და მდიდარ ადამიანს. - Sputnik საქართველო
სიღარიბის ჩვევების ტყვეობაში

—  თუ ის, რის გაკეთებაც გინდა, სწორია, და შენ ამის გწამს, უბრალოდ, ადექი და გააკეთე.

—  სიმდიდრე მასზე ფიქრით იწყება. მისი სიდიდე მხოლოდ ადამიანით არის შეზღუდული, რომლის თავშიც ეს აზრი ჩნდება. რწმენა შეზღუდვებს შლის.

—  ადამიანი, რომელიც სწავლას მხოლოდ იმიტომ წყვეტს, რომ სკოლა დაამთავრა, სამუდამოდ და უიმედოდ განწირულია, რომ, მიუხედავად მისი მოწოდებისა, დარჩეს უფერულ, საშუალო, ჩვეულებრივ ადამიანად, წარმატების გზა — ეს ცოდნისკენ უწყვეტი სწრაფვაა.

—  ერთადერთი, რაც ადამიანს ზღუდავს, ეს მისი განვითარებისა და წარმოსახვის გამოყენების უნარია.

—  თუ პირველ გეგმას წარმატება არ მოაქვს, შეცვალეთ ის მეორე გეგმით; თუ მეორეც არ ამართლებს — მესამით და ასე შემდეგ, სანამ არ იპოვით გეგმას, რომელიც ნამდვილად მუშაობს.

© Flickr / FL/ Markარ ელოდოთ, „შესაფერისი“ მომენტი არასდროს დადგება. დაიწყეთ სწორედ ახლა, ამ წუთას
არ ელოდოთ, „შესაფერისი“ მომენტი არასდროს დადგება. დაიწყეთ სწორედ ახლა, ამ წუთას - Sputnik საქართველო
არ ელოდოთ, „შესაფერისი“ მომენტი არასდროს დადგება. დაიწყეთ სწორედ ახლა, ამ წუთას

—  თუ მიზნის მიღწევამდე ყრით ფარ-ხმალს, კაპიტულანტი ხართ. კაპიტულანტი არასდროს იმარჯვებს, ხოლო გამარჯვებული არასდროს ნებდება.

—  ბევრი ჩვენგანი მიუყვება ცხოვრებას, როგორც უიღბლო, რადგან „ნამდვილი“ საქმის დასაწყებად ყოველთვის „შესაფერის დროს“ ელოდება. არ ელოდოთ, „შესაფერისი“ მომენტი არასდროს დადგება. დაიწყეთ სწორედ ახლა, ამ წუთას, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ხოლო საუკეთესო ინსტრუმენტები თქვენი წინსვლის შესაბამისად გამოჩნდება.

—  ენთუზიაზმის გარეშე დამაჯერებელი ვერ იქნები. უფრო მეტიც, ენთუზიაზმი გადამდებია და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს, ჩვეულებრივ, ყველა კამპანიაში სიხარულით იღებენ.

—  25000-ზე მეტი მამაკაცისა და ქალის დეტალურმა ანალიზმა (რომელთაც წარუმატებლობა შეხვედრიათ ცხოვრების გზაზე), აჩვენა, რომ წარუმატებლობის 30 ძირითად მიზეზში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სიმტკიცის არქონა, გადაწყვეტილების მიღებისას მერყეობაა. ეს მხოლოდ თეორიული მტკიცება არ არის — ეს ფაქტია… ის, ვინც გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს და ზუსტად იცის, რა სურს, როგორც წესი, იღებს კიდეც.

დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო
ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“

—  ის, ვინც ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ჩვეულებრივ, ცოტას აკეთებს. თუ მეტს ლაპარაკობთ, ვიდრე უსმენთ, თქვენ არა მხოლოდ ართმევთ საკუთარ თავს სასარგებლო ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას, არამედ ასევე უმჟღავნებთ ადამიანებს საკუთარ გეგმებსა და მიზნებს, რომლებიც სიამოვნებით მოგაყენებენ მარცხს, რადგან შურთ თქვენი.

—  როდესაც სიღარიბის ადგილს სიმდიდრე იკავებს, ცვლილების მიზეზი, ჩვეულებრივ, კარგად შემუშავებული და დეტალურად შესრულებული გეგმაა. სიღარიბე დაგეგმვას არ საჭიროებს. მას არავის დახმარება არ სჭირდება, რადგან ის თავის თავში დარწმუნებულია და სასტიკი. სიმდიდრე — მოკრძალებული და მშიშარაა. ის აუცილებლად უნდა „მიიზიდო“.

—  ტვინს დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთდროულად ვერ დაიკავებს. ერთ-ერთი აუცილებლად გადააჭარბებს მეორეს. თქვენი მოვალეობაა, დარწმუნდეთ, რომ დადებითი ემოციები უფრო მოქმედებს თქვენს გონებაზე.

გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ - Sputnik საქართველო
ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება

—  კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი სუსტი მხარე ისაა, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი იცნობს სიტყვას „შეუძლებელია“. მან იცის ყველა წესი, რომლებიც არ იმუშავებს, მან ყველაფერი იცის, რის გაკეთებაც არ შეიძლება… დიდი ხნის წინ ლექსიკონი ვიყიდე. პირველი, რაც გავაკეთე — ვიპოვე სიტყვა „შეუძლებელი“ და წიგნიდან ამოვჭერი. ბრძნული იქნება, თქვენც თუ იმავეს გააკეთებთ.

—  ზოგიერთ ადამიანს სულელურად სჯერა, რომ ფულს მხოლოდ ფული აკეთებს. ეს ტყუილია! აქ ჩამოთვლილი პრინციპების მეშვეობით ფულად ეკვივალენტში გადაყვანილი სურვილი — აი, საშუალება, რომლის მეშვეობითაც „კეთდება“ ფული. თავისთავად ფული არაფერია, რაღაც ინერტული ნივთია. მას არ შეუძლია მოძრაობა, ფიქრი, საუბარი, მაგრამ შეუძლია „გაიგონოს“, როდესაც ადამიანი, რომელსაც ფული უნდა, ეძახის მას.

—  სამყარო ადამიანს კეთილდღეობის მისაღწევად ყველანაირ თავისუფლებასა და შესაძლებლობას სთავაზობს. როცა ვინმე სანადიროდ მიდის, ის ირჩევს ადგილს, სადაც ბევრი ნადირი შეხვდება. როდესაც ვინმეს გამდიდრება უნდა, იგივე წესები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0