ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა სამყაროს აღსასრულის ზუსტი თარიღი დაასახელა

© Flickr / Fl/ Lwp Kommunikációსტივენ ჰოკინგი
სტივენ ჰოკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ ამონარიდს მისი გამოსვლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულების წინაშე.

ძვირფასო მეგობრებო!

არასდროს დაივიწყოთ, რამდენად მყიფეა ჩვენი პლანეტა, რამდენად დაუცველია ის ადამიანების წინაშე, რომლებმაც ბოლო 50 წლის განმავლობაში გლობალური ძვრები მოახდინეს მეცნიერების ყველა სფეროში.

არ დაივიწყოთ, რომ ეს ჩვენი ერთადერთი სახლია, რომელიც ახლო მომავალში შესაძლოა სრულად განადგურდეს.

იცით, როდის მოხდება ეს? სულ რაღაც ათას წელიწადში. ადამიანები თვითონ გაინადგურებენ თავს. კაცობრიობას ან მოულოდნელი ბირთვული ომი მოუღებს ბოლოს, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი, ან ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანი თავად შექმნის.

ცოტაა თუ ბევრი 1000 წელი? ადამიანის სიცოცხლის საზომით ძალიან ბევრია; სამყაროს საზომით კი — წამის გაელვება. ამიტომ გახსოვდეთ: ადამიანთა მოდგმას მომავალი არ აქვს, თუ კოსმოსის ათვისებას არ დაიწყებს.

დედამიწა კოსმოსიდან - Sputnik საქართველო
რა ელის დედამიწას ადამიანების გარეშე?

ჩვენ უკიდურესად გვესაჭიროება მოწინავე ტექნოლოგიები მომავალი კოსმოსური გადაფრენებისთვის. მშვენიერია, რომ კაცობრიობას უკვე ესმის სამყაროსი. მინდა მოვესწრო მომენტს, როცა მკვლევარები გრავიტაციული ტალღების გამოყენებით შეძლებენ ნახონ, როგორი იყო დიდი აფეთქება თავის დროზე, როგორ იბადებოდა ჩვენი პლანეტა. განა ეს ფანტასტიკა არ არის?

ამიტომ მე კი არ გთხოვთ, არამედ მოვითხოვ: თავჩაქინდრულები ნუ სხედხართ! ახედეთ ვარსკვლავებს! იყავით ცნობისმოყვარეები: შეეცადეთ გადაჭრათ ისეთი საკითხებიც კი, რომლებიც არარეალური გეჩვენებათ.

და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

ყველა ახალი ამბავი
0