07:02 19 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8554
  • 100 RUB3.8785
  • USD2.4586
თამაზ ჭეიშვილი

ტყუის თუ არა დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ჭეიშვილი არჩევნებამდე და სექსის მერე?

FB/Tamaz Cheishvili
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
38522

Sputnik-ის კორესპონდენტი თეონა გოგნიაშვილი წინასაარჩევნოდ დეპუტატობის კანდიდატს თამაზ ჭეიშვილს ესუბრა.

ეს ინტერვიუ დეპუტატობის კანდიდატ, თამაზ ჭეიშვილთან თბილისში, „ორი აგურის კლუბში“ შედგა.

რადგან ქართულ პოლიტიკაში პარლამენტარების მიერ სერიოზულად ნათქვამი ან გაკეთებული საქმე ჯერ არ გვახსოვს, ვეცადეთ, (ისტორიული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „სხვა გზით წავსულიყავით“)-ამ საკითხისთვის იუმორით შეგვეხედა და პარტიის „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მიერ ნაძალადევის რაიონში წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატ თამაზ ჭეიშვილისგან ნახევრად ხუმრობით გაგვერკვია მისი პოლიტიკური კრედო და სამოქმედო პროგრამა.

- ბატონო თამაზ, თავიდან თუ შეიძლება, დაიფიცეთ, რომ იტყვით სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა… 

— ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს! 

- ბატონო თამაზ, როგორ გაარკვიოს ამომრჩეველმა ტყუით თუ არა არჩევნებამდე? 

— “მღვდელი ჭილოფშიც იცნობა!” ისე,ძალიან გულწრფელი და გულღია ადამიანი ვარ! (იხ. ჩემი წიგნები “ქუჩის ბიჭები”, „სირიუსი იდუმალი სტუმარი”, “ბედის ირონია”) და მიხვდებით, რომ ტყუილი მართლა არ მჩვევია.

- სექსი მერე თუ გჩვევიათ ტყუილი?…

— რას ბრძანებთ? მეუღლე მიყვარს, მას არ ვღალატობ და არც გადეპუტატობის შემთხვევაში ვუღალატებ!

- როგორ ფიქრობთ, მართლა თუ შეიძლება რომ არჩევნებმა რაიმე შეცვალოს? 

— სხვათაშორის ნოდარ დუმბაძის „აღმოჩენად“ შეიძლება რომ ჩავითვალო. მან 26 წლის ბიჭს ჟურნალ „ნიანგში“ ერთი სერიოზული პოსტი ჩამაბარა და „თეთრ ბაირაღებში“ რომ არის რეპლიკა: „ჭეიშვილი ს ვეშჩამიო“- ეგ ჩემზეა. ბატონი ოთარ თურქია მეუბნებოდა ასე… მოკლედ დღეს ქართულ პოლიტიკაში იუმორის გარდა არაფერი დაგვრჩენია. სერიოზულად არაფერი გამოდის და იქნებ, იუმორით გამოგვივიდეს? ბიძინამ ხომ გვითხრა: იუმორით უნდა შეხედოთ ყველაფერს, მხოლოდ ეს გადაგვარჩენსო?!

 

- ეგ ხომ ჩაპლინმა თქვა? 

— არა, ჩაპლინმა ბიძინას მერე გაიმეორა… 

- ბატონო კანდიდატო, ამომრჩევლებს თუ ხვდებით? 

— რათქმაუნდა ვხვდები და იცით, რა კურიოზები ხდება ხოლმე? წარმოიდგინეთ, ხალხს ვხვდები, ვემზადები სერიოზულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და უცებ მეუბნებიან, შეიძლება ერთი კითხვა: უკაცრავად, თქვენ რადიკულიტს ისევ არჩენთო?ან კიდევ —გენაცვალე, სად იღებთ პაციენტებს, მისამართი და ტელეფონი დაგვიტოვეთ რაა. 

-გამოდის, რომ ახსოვს ელექტორანტს თქვენი კეთილი საქმეები და ალბათ მათ სამომავლოდაც გააგრძელებთ? 

— ისე, კარგი იდეაა, ერთი კაცი მაინც ხომ უნდა იყოს ამდენ დეპუტატებში მკურნალი? თან პარლამენტარების დაავადებაა: ნევროზი და რადიკულიტი. იცით, რატომ? სულ ერთ ადგილზე ჯდომა უწევთ! ამდენ ძიუდოისტებსა და კარატისტებში ერთი მკურნალი გურუ ხომ უნდა იყოს? 

-თქვენს მშობლიურ ნახალოვკას რას პირდებით? 

— როცა თამაზ მეჭიაურმა თავიდან მკითხა: ნაძალადევის რაიონში ხომ არ იყრიდი კენჭსო, დავთანხმდი, რადგან ამ უბანში, ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე, თან მას, როგორც იცით,  “წიგნი-ძეგლი” მივუძღვენი, რომელიც რუსეთში, ბრაზილიასა და არგენტინაში გამოიცა, რითაც თბილისის ეს უბანი რამდენიმე უცხო ქვეყანას გავაცანი. იმ ქვეყნებმა თავის მხრივ, სხვა ქვეყნებს გააცნეს და ასე გაიცნო მსოფლიომ “ნახალოვკა”! ჰოდა, მარტო ამისთვის მეკუთვნის საარჩევნო ხმები! თუ პარლანეტში მოვხვდი ყველას ვპირდები რომ ეროვნულს მივაწვები!…

-გამჭოლი ქარი არ შეგაწუხებთ?

— ვერ გავიგე, რას გულისხმობთ? 

-ცნობილ ფაქტს ნიუტონთან დაკავშირებით, რომელმაც 26 წლიანი საპარლამეტო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა და თქვა: "ბატონებო, გთხოვთ, დახუროთ ფანჯარა, გამჭოლი ქარია და მეშინია, არ გავცივდეო." 

— აი, ეგ ფაქტი ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა მეცოდინება და მაგასაც გპირდებით, რომ ეგეც არ შემაწუხებს, თანაც, სხდომათა დარბაზებს ქუთაისსა და თბილისში ფანჯრები საერთოდ არ აქვს, აქვს სავენტილაციო და კონდიცირების სისტემა, აგრეთვე კლიმატკონტროლი, (და კლიმაქსკონტროლიც)… ნახეთ, რამდენი რამე ვიცი? მეტი რაღა ვქნა, აა?!.

-დიდი მადლობა, თქვენ გამარჯვებას და ნახალოვკელებს კი- თქვენი დანაპირების ასრულებას ვუსურვებ!

 

მთავარი თემები