გურიაში კაცთმოყვარეობის დღესასწაულია

© მ.ტურიაშვილინოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი,
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოზურგეთში ზეიმია. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საქართველოსა და უცხოეთის თეატრების დასები ჩვენი საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწამოებებს თამაშობენ.

„მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!“ — ასე მიმართა ადგილობრივ გურულებს და ფესტივალის სტუმრებით სავსე დარბაზს რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მასპინძლები, ამ არაჩვეულებრივი მწერლის ზეგავლენით თუ გურულების თანდაყოლილი იუმორით და სიყვარულით გამთბარნი, ყოველდღე ხვდებიან სხვადასხვა თეატრების დასებს. ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, 15 ივლისამდე გასტანს.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე: ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემი, ოზურგეთის თეატრისა და ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის ოცნება ახდა. თავდაპირველად ჩაფიქრებული გვქონდა დეკადა, მაგრამ მუშაობის დროს ჩამოყალიბდა ფესტივალად. ბატონმა მინისტრმა ჩვენს იდეას მხარი დაუჭირა და დაპირება შეასრულა. ამისთვის დიდი მადლობა მას და ოზურგეთის მერიას, რომლებმაც ჩვენ თეატრთან ერთად ეს ფესტივალი დააფუძნეს. ვერ დავივიწყებთ ჩვენი სპონსორების ძალისხმევას. ფესტივალის დღეებში ჩვენთან არიან თეატრალური საზოგადოების წევრები, ჟურნალისტები, თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები… ორი წლის შემდეგ ოზურგეთში საოცარი ზეიმი გაიმართება, ვინაიდან ნოდარ დუმბაძეს დაბადებიდან 90, ხოლო ოზურგეთის თეატრს — 150 წელი უსრულდება.

© მ. ტურიაშვილიოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს.
ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს. - Sputnik საქართველო
ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე: ნოდარ დუმბაძის შემოქმედება განმსჭვალულია ჰუმანიზმით, მეგობრობით, სიყვარულით, სიკეთით და ყოველივე ეს იგრძნობოდა და იგრძნობა მის მშობლიურ მხარეში. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ეს ფესტივალი აქ, ოზურგეთში დაფუძნდა.

ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ მისი კვლევის საგანია ადამიანი და მისი ბუნება. როცა ბატონი ვასილ ჩიგოგიძე სამინისტროში მოვიდა და ანთებული თვალებით, სიყვარულით და ენთუზიაზმით მიყვებოდა ახალი ფესტივალის შესახებ, წარმოუდგენელი იყო, მეთქვა: „ბატონო ვასო, რთული პერიოდია, ფული არ არის!“ ფული არ არის — ამას ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის კულტურის მინისტრი გეტყვით, ვინაიდან იმდენად დიდი რამ არის კულტურა, რომ მას ფული არასოდეს ჰყოფნის. ბატონი ვასოს ინიციატივას მხარი დავუჭირეთ და დაიბადა ახალი ფესტივალი. დღეს, როცა თითქმის ყველა ღონისძიება თბილისში ტარდება და დედაქალაქი თავკომბალა გახდა, მთავრობის ძალისხმევა რეგიონებისკენ არის მიმართული, სადაც უზარმაზარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალია.

© მ. ტურიაშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან "ბოშები".
 ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან ბოშები. - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან "ბოშები".

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე: როცა მამა დაუხვრიტეს და დედა გადაუსახლეს, 9 წლის დაობლებული ნოდარ დუმბაძე წაიყვანეს გურიაში, სადაც მან 5 წელი გაატარა, მაგრამ აქ იმდენი განძი შეიძინა, რომ არა მარტო ნოდარის მწერლობა და ცხოვრება, არამედ მთელი საქართველო გაამდიდრა.

როცა გურულებს ვესაუბრები, მგონია რომ მათია და არა ჩემი — მე ეს მომწონს. ბედმა გამიღიმა, ღმერთმა ასე ინება, რომ ამ ოჯახში გავჩნდი და მამაჩემის შვილი ვარ, მაგრამ ამ სიყვარულში არავის ვეჭიდავები, თქვენია ნოდარ დუმბაძე და როგორც გინდათ, ისე გიყვარდეთ… ჩემი პროექტის „ცოცხალი წიგნების“ გამო საქართველოში ბევრს ვმოგზაურობ და ყველგან, გურიაში თუ კახეთში, ნოდარ დუმბაძე ერთნაირად უყვართ. მე სხვა განძი არ გამაჩნია და ის, რომ თეატრალური ფესტივალი ნოდარ დუმბაძის სახელობისაა და ამ დღეებში საქართველოს თეატრები გურიაში იკრიბებიან და დუმბაძის ნაწარმოებებს თამაშობენ, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ბატონო გოგი, მე არ მეგულება რეჟისორი, რომელსაც ნოდარ დუმბაძის ამდენი ნაწარმოები დაუდგამს და არა ერთხელ…

© მ. ტურიაშვილი. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან “კუკარაჩა"
 ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან  “კუკარაჩა - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი, სცენა სპექტაკლიდან “კუკარაჩა"

თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე, რეჟისორი გოგი ქავთარაძე, რომელიც ფესტივალზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლით „თეთრი ბაირაღებით“ წარდგა: მისი ყველა ნაწარმოები დავდგი, საქართველოში და საზღვარგარეთ — სლოვაკეთში, ბულგარეთში, რუსეთში, და სწორედ იქ ხვდები ნოდარ დუმბაძის ფასს, თარგმანში, წარმოგიდგენიათ?! როცა ბრატისლავას „ნოვა სცენაზე“ იქაურ მსახიობებთან ერთად „მარადისობის კანონი“ ვითამაშეთ, არ დაიჯერეს, რომ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა ასეთი ნაწარმოების შექმნა და ჩვენი სპექტაკლის მერე ხალხმა დაიტაცა ეს წიგნი და მეორედ გამოსცეს. ასე რომ, ეს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი აღორძინებაა… და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ არსებობს „დუმბაძის თეატრი“, ამიტომ ყველას გილოცავთ! 14 ივლისი არის ბასტილიის აღებისა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე! ასე ამბობდა: მე თუ დამივიწყეს, ბასტილიის აღების დღეს მაინც გამიხსენებენო…

ყველა ახალი ამბავი
0