წააკითხეთ ბავშვებს წიგნები... ძაღლებისთვის და განიკურნებიან, ანუ ოთხფეხა ექიმები

CC BY 2.0 / Franklin Park Library / Dog Safetyთერაპევტი ძაღლი
თერაპევტი ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამ პუბლიკაციის მთავარი მიზანი ის არის, რომ შინ ბავშვთან ერთად ძაღლის ყოლის მოწინააღმდეგეებს ერთხელ კიდევ შევახსენოთ შემდეგი: შეხედულება, რომ პატარა ბავშვთან ძაღლის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება (რა დასამალია, ამაში ხშირად წარსულში ჩარჩენილი პედიატრებიც სცოდავენ), ფრიად და ფრიად მოძველებულია და თანაც აბსოლუტურად გაუმართლებელი.

ძაღლებს წიგნი პირველად 90–იან წლებში წაუკითხეს აშშ–ში, თუმცა მათი თერაპევტებად გამოყენება უფრო ადრე, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომისას დაიწყეს. ამერიკელებმა თავდაპირველად დარღვეული ფსიქიკის მქონეებს დაუნიშნეს ცხოველები „ექიმებად“, მერე კი სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობაც ანდეს.

დიახ, ძაღლებით მკურნალობა არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ფინეთში ვერც კი ასწრებენ მკურნალი ძაღლების გაწვრთნას, იმდენად დიდია მათზე მოთხოვნა.

© FL/ USAG- Humphreysბავშვები ძაღლებისთვის წიგნის კითხვის დაწყებიდან მოკლე ხანში უფრო თავდაჯერებულები და თამამები ხდებიან
ბავშვები ძაღლებისთვის წიგნის კითხვის დაწყებიდან მოკლე ხანში უფრო თავდაჯერებულები და თამამები ხდებიან - Sputnik საქართველო
ბავშვები ძაღლებისთვის წიგნის კითხვის დაწყებიდან მოკლე ხანში უფრო თავდაჯერებულები და თამამები ხდებიან

რუსეთში კი 2014 წელს პროექტი "КниГАВ" ჩაუშვეს. სპეციალისტების თქმით, ბავშვები ძაღლებისთვის წიგნის კითხვის დაწყებიდან ორ თვეში (სწორედ ამდენ ხანს გრძელდება კურსი) უფრო თავდაჯერებულები და თამამები ხდებიან, ეხსნებათ აუდიტორიის წინაშე ტექსტის წაკითხვის, სიტყვით გამოსვლის შიში. ძაღლი ხომ შენიშვნას არ მისცემს მათ, თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს კითხვისას?
ძაღლები ძალიან ეფექტურად ეხმარებიან პატარებს (და არა მხოლოდ მათ) სხვადასხვა ავადმყოფობისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში ფიზიკური ტკივილებისა თუ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში. მედიცინაში სპეციალური მიმართულებაც კი არსებობს, რომელსაც კანისთერაპია ჰქვია და ძაღლებით მკურნალობას ნიშნავს (canis — ლათინურად ძაღლი).

კანისთერაპია, ისევე როგორც ძაღლებისთვის წიგნის კითხვის მეთოდი, როგორც უკვე გითხარით, აშშ–ში ჩაისახა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს. ექიმებმა შენიშნეს, რომ ის დაჭრილ–დასახიჩრებული ჯარისკაცები, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავდნენ, უფრო მალე იწყებდნენ გამოკეთებას, იმიტომ რომ ოთხფეხა მეგობრები მათ ოპტიმიზმს უღვივებდნენ და სტიმულსაც აძლევდნენ.

CC BY 2.0 / DVIDSHUB / Handshakeდაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავენ, უფრო მალე იწყებენ გამოკეთებას
დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავენ, უფრო მალე იწყებენ გამოკეთებას - Sputnik საქართველო
დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც ძაღლებზე ზრუნავენ, უფრო მალე იწყებენ გამოკეთებას

კანისთერაპია სხვადასხვაგვარი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოიყენება, რომლებსაც პატარებში იწვევს, მაგალითად, ენაბრგვილობა, ცერებრალური დამბლა, დაუნიზმი ან აუტიზმი.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფუმფულა თერაპევტები წარმატებით უბრუნებენ სიცოცხლის ხალისსა და ადამიანების მიმართ რწმენას, ხოლო ხანშიშესულებს, მით უმეტეს, მარტო დარჩენილებს, დარდის გაქარვებაში ეხმარებიან.

გაინტერესებთ, მაგალითად, რით და როგორ შეიძლება დაეხმაროს ძაღლი ცერებრალური დამბლით დაავადებულ პატარას? გიპასუხებთ: ასეთი დაავადების მქონე ბავშვებს, კუნთების მაღალი ტონუსის გამო, უჭირთ ხელისგულის გაშლა. პატარას ძალიან ბევრი და რეგულარული ვარჯიში სჭირდება იმისთვის, რომ ეს მოახერხოს, რაც ძალიან რთულია და არ მოსწონთ. მაგრამ როცა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი ძაღლს ეფერება, ამას ვარჯიშად არ მიიჩნევს და ხალისით და დიდხანს აკეთებს იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში თხოვნა და ძალდატანებაც კი დასჭირდებოდა. ამას ერთვის ისიც, რომ ცხოველის სხეულის სითბო კუნთებს უდუნებს.

ინსულტგადატანილებს რეაბილიტაციისთვის ერთ–ერთ ვარჯიშად ხელისგულით ბურთის 50–ჯერ მოჭერას უნიშნავენ — ერთ ჯერზე. ეს ასაკოვან ხალხს კი არა, ახალგაზრდებსაც უჭირთ და არ სიამოვნებთ,  დავალებას ბოლომდე ხშირად ვერ ასრულებენ, ამის საფუძველზე უძლურების შეგრძნება ეუფლებათ და ნერვიულობენ. აი, თუ ავადმყოფი ბურთს ერთი–ორჯერ „მოჭყლეტს“ ხელისგულში, მერე ძაღლს გადაუგდებს, ისიც უკან მიუცუნცულებს და ისევ განაგრძობს ვარჯიშს, ასე 50–ჯერ კი არა, მეტჯერაც გააკეთებს დავალებულს, თანაც, ხალისით.

© FL/ DebMomOf3ოთხფეხა ექიმები ნებისმიერ მედიკამენტებსა და თერაპიაზე ეფექტურად უმსუბუქებენ ტანჯვას კიბოთი დაავადებულებს
ოთხფეხა ექიმები ნებისმიერ მედიკამენტებსა და თერაპიაზე ეფექტურად უმსუბუქებენ ტანჯვას კიბოთი დაავადებულებს - Sputnik საქართველო
ოთხფეხა ექიმები ნებისმიერ მედიკამენტებსა და თერაპიაზე ეფექტურად უმსუბუქებენ ტანჯვას კიბოთი დაავადებულებს

კანისთერაპია ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. არის ქვეყნები, სადაც ონკოლოგიურ კლინიკებში თერაპევტ ძაღლებს აცხოვრებენ, რომლებიც დღისა და ღამის განმავლობაში თავისუფლად დადიან საავადმყოფოში, პალატებში შედიან და ავადმყოფებს ეთამაშებიან, ეფერებიან და ართობენ. დიახ, ოთხფეხა ექიმები ნებისმიერ მედიკამენტებსა და თერაპიაზე უკეთ და ეფექტურად უმსუბუქებენ ტანჯვას კიბოთი დაავადებულებს.

აღარას ვიტყვით ცნობილ ფაქტზე, რომ ძაღლებს წარმატებით იყენებენ მოზრდილებში ჰიპერტონიის, ინფარქტისა და ინფარქტისშემდგომი მდგომარეობის სამკურნალოდ, შაქრიანი დიაბეტის ან ეპილეფსიით დაავადების შემთხვევაში შეტევის წინასწარ ამოსაცნობად, ვინაიდან ამ პუბლიკაციის მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ შინ ბავშვთან ერთად ძაღლის ყოლის მოწინააღმდეგეებს ერთხელ კიდევ შევახსენოთ შემდეგი: შეხედულება, რომ პატარა ბავშვთან ძაღლის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება (რა დასამალია, ამაში ხშირად წარსულში ჩარჩენილი პედიატრებიც სცოდავენ), ფრიად და ფრიად მოძველებულია და თანაც აბსოლუტურად გაუმართლებელი.

მოკლედ, პირიქით, დედებო, პირიქით!!!

ყველა ახალი ამბავი
0