სანამ ცათამბჯენებს გაზონებზე დაუწყიათ სიარული...

© photo: Sputnik / Levan Avlabreliლანდშაფტის არქიტექტორი ნინო შენგელია
ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლანდშაფტის არქიტექტორის თვალით დანახული საქართველოს დედაქალაქი, გამოწვევები და საფრთხეები...

ცირა ოქროპირიძე

გაზაფხულის სურნელი დატრიალდა საქართველოს დედაქალაქში, სიმწვანე მოერია თბილისის ირგვლივ მთა ველს და ამ გაზაფხულზე, არც ისე იშვიათად მონაბერმა ქარებმა უკვე გააძრო ყვავილების კაბა ქალაქში კანტიკუნტად მიმოფანტულ ნუშის, ტყემლისა და ატმის ხეებს. 

ქალაქის შუაგულში, ღვინის აღმართის თავზე ერთი პატარა კაფეს ეზოში თუ შეიხედავთ, საოცარ სურათს წააწყდებით — სულ მცირე მიწის ნაგლეჯზე თვალისმომჭრელად აფერადებული ვარდების ულამაზესი ბაღი და ამ ბაღის სული და გული — აპრილის თვეში ულამაზესი, გამჭვირვალე  ვარდისფერი ყვავილებით დაფენილი საკურები… 

სიტყვა უძლურია გადმოგცეთ ის სულიერი აღტაცებისა და სრული პრასტრაციის გრძნობა, რაც ამ პატარა ბაღის ხილვისას გეუფლება… თითქოს შენც ამ საკურას მოფარფატე ფურცლებს ემსგავსები, გინდა გაშალო მკლავები და ბაღის ვერანდიდან გადაუფრინო თბილისს…

ვერანდის ქვემოთ კი ქალაქია — ულამაზესი ისტორიული ძეგლებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით დახუნძლული, მაგრამ ბეტონისა და არმატურის მარწუხებში მოქცეული ქალაქი…

© photo: Sputnik / Levan Avlabreliნინო შენგელია: დროა დავიწყოთ ახალი კატეგორიებით აზროვნება, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს.
ნინო შენგელია: დროა დავიწყოთ ახალი კატეგორიებით აზროვნება, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს.  - Sputnik საქართველო
ნინო შენგელია: დროა დავიწყოთ ახალი კატეგორიებით აზროვნება, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს.

სწორედ ამ დროს აცნობიერებ როგორ აკლია თბილისს სიმწვანე, ასეთი პატარა მწვანე ოაზისები, რომელთა სიმწირის გამო იძულებული ხარ, გაზაფხულის სურნელით ტკბობის სურვილი თუ მოგეძალა — ქალაქს გაექცე… 

ისევ ზემოთ ნახსენებ ბაღს დავუბრუნდები. მისი ავტორი და სულის ჩამდგმელი ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო შენგელია გახლავთ — ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი იმ ადამიანთაგან, ვინც საქართველოში ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. 

როცა  ქალბატონი ნინო ლანდშაფტის მიმართულებით დაინტერესდა — მაშინ საქართველოში  პოლიტექნიკურ ინსტიტუტში  ეს მიმართულება ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა.  

„ჩემი პროექტის ხელმძღვანელი გია შაიშმელაშვილი მუშაობდა ქუთაისის პარკის დაპროექტებაზე და მეც ჩავერთე ამ პროექტში, მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც უცხოური გამოცდილება, სწორედ დიპლომზე მუშაობისას გავეცანი პირველად ლანდშაფტის არქიტექტურის ისტორიას და საფუძვლებს. ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ მიმართულებით“, — იხსენებს ქალბატონი ნინო. 

© ნ. შენგელიამხატვრული მხარე ეკოლოგიის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს
მხატვრული მხარე ეკოლოგიის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს - Sputnik საქართველო
მხატვრული მხარე ეკოლოგიის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს

თუმცა იქვე დასძენს, რომ ყველაფერი ალბათ გაცილებით ადრე დაიწყო, ბავშვობაში — „ფიზიკის ინსტიტუტს  ულამაზესი ბაღი ჰქონდა, ჩემთვის იდუმალი, საოცარი სამყარო, რომელსაც მივყავდი წითელქუდასთან, მძინარე ნზეთუნახავთან და სხვა ზღაპრულ პერსონაჟებთან.  რამდენჯერაც იქ ჩავივლიდი,  მღელვარებისაგან თითქოს სუნთქვა მეკვროდა… ერთხელ მართლა მოვხვდი ამ ჯადოსნურ ბაღში…..ახლაც ხშირად გავყურებ ამ ბაღს ქუჩიდან, მაგრამ შიგ შესვლის სურვილი აღარ მაქვს, რადგან ის აღარ არის… ვფიქრობ, ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია ქალაქისთვის“, — ამბობს ქალბატონი ნინო.

დღეს ნინო შენგელია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ძალიან წარმატებული ლანდშაფტის არქიტექტორია. კითხვაზე თუ რა არის მისი წარმატების საიდუმლო, პასუხობს, რომ ამ საქმის კეთების დიდი სურვილი და სიყვარული — „სწორედ ეს იზიდავს ბედნიერებას… ეს საქმიანობა ჯერ კიდევ არავის რომ არ აინტერესებდა ეს მიმართულება, მაშინ დავიწყე, დღეს კი სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე. დღე იწყება ამაზე ფიქრით და ღამეც ამით მთავრდება. სად გადის ზღარი სამუშაოსა და გატაცებას შორის უკვე რთული გასარკვევია“

სწორედ ამიტომ უყურებს ყველაფერს ლანდშაფტის არქიტექტორის თვალით და უფრო მძაფრად აღიქვამს ქალაქის პრობლემებს ვიდრე სხვა მოქალაქეები: 

ეკოლოგია მსოფლიო ქალაქების პრობლემაა, მაგრამ თბილისში უფრო მძაფრად იგრძნობა ეს ყველაფერი: აგრესიული ურბანიზმი, მშენებლობები, რომელმაც ჩაყლაპა ყველაფერი ამ ქალაქში. ამ პრობლემაზე უკვე სერიოზულად მუშაობენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, ჩვენთან კი სულ იმის ცდაში არიან მიწის რაც შეიძლება მეტი ნაწილი გამოგლიჯონ ქალაქის მწვანე საფარს. როცა ამ სიტუაციას ვუყურებ, სულ რუსი არქიტექტორის ანდრეი ბუროვის შესანიშნავი სიტყვები მახსენდება, რომელიც მან ნიუ-ორკის ცათამბჯენებს შორის მოქცეული „Сentral Park“ —ის ზემოდან დანახვისას წამოთქვა — „ცათამბჯენებს გაზონზე სიარული ეკრძალებათ“!  სწორედ ასეთი სლოგანი სჭირდება დღეს თბილისს, ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კარგად შევისწავლოთ უცხოელების გამოცდილება და მოვარგოთ ქართულ სინამდვილეს. ადამიანის ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერ ქალაქგეგმარებით გადაწყვეტილებაზე.  

© ნ. შენგელიანინო შენგელია: ყოველთვის იაპონური სტილისკენ მივიწევ
ნინო შენგელია: ყოველთვის იაპონური სტილისკენ მივიწევ - Sputnik საქართველო
ნინო შენგელია: ყოველთვის იაპონური სტილისკენ მივიწევ

დროა დავიწყოთ ახალი კატეგორიებით აზროვნება, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს. გავეცნოთ, გავითვალისწინოთ და გამოვიყენოთ სიახლეები, როგორიცაა: ვერტიკალური გამწვანება, სახურავის გამწვანება, (სინგაპური არის ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითი), გამჭოლი ქვაფენილები, წვიმის წყლის გამოყენება სარწყავად, ქალაქში ველური ბუნების ელემენტები (რაც აქტუალურია დღეს ბერლინში, პარიზში, ჰელსინკში…) ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მიტოვებული სამრეწველო ობიექტების ტრანსფორმაცია, მათი ფუნქციის შეცვლა და გამოყენება,რეკრეაციულ ზონად.  ნიუ-იორკში High Line Park  არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი. ეკოსისტემა იკვრება, როცა ასეთი კუნძულების გაშენება ხდება. მაგალითად საფრანგეთში მიიღეს კანონი,რომ ყველა კომერციული დაწესებულების სახურავებზე ბაღები გაშენდეს… მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაც  შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ვთვლი რომ ამ დარგის სპეციალისტები უნდა გაერთიანდნენ და ერთად დავსახოთ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, სანამ მართლა ცათამბჯენებს დაუწყიათ გაზონებზე სიარული….

— როგორია თანამედროვე ლანდშაფტის მსოფლიო ტენდენციები? 

მდგრადი ლანდშაფტი, ანუ ეკოლოგიის კანონებზე დაფუძნებული თვითგანახლებადი, ეკონომიური და გონივრულად განაწილებული და ორგანიზებული სივრცე. თუმცა ეს ვრცელი თემაა…

© ნ. შენგელიადღეს ძალიან მოდური და აქტუალურია natur gardenes სტილი, პრერიების ბაღები...
დღეს ძალიან მოდური და აქტუალურია natur gardenes სტილი, პრერიების ბაღები...  - Sputnik საქართველო
დღეს ძალიან მოდური და აქტუალურია natur gardenes სტილი, პრერიების ბაღები...

დღეს ძალიან მოდური და აქტუალურია natur gardenes სტილი, პრერიების ბაღები… მსოფლიოში ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორია პიტ უდოლფი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო კომპოზიები, მოყვავილე მარცვლოვანი კულტურების და მცენარეების შეხამებით დიდ ფართობებზე, რაც ძალიან უხდება ქალაქის ლანდშაფტს. 

შემოდის ახალი კატეგორიებით აზროვნება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ლანდშაფტური ურბანიზმი, რომლის მთავარი კონცეფცია, აზრი ისაა, რომ ქალაქის გეგმარების საშენი აგური ლანდშაფტი უნდა გახდეს. 

— რა არის უპირატესი, ფერი, ფორმა, მასალა, სტილი თუ გეგმარება ლანდშაპტურ სივრცეში? 

- ბაღი აერთიანებს ხელოვნების ბევრ სხვადასხვა დარგს და მეცნიერებას. ლანდშაფტური სივრცე ერთ მთლიანობაში უნდა განიხილო, ვერ გამოყოფ ვერც სტილს, ვერც მასალას. თუ მხატვრული მხარე არ ეყრდნობა და არ ითვალისწინებს ეკოლოგიის პრინციპებს, მაშინ ვერ მივიღებთ სრულფასოვან პროდუქტს. სტილს რაც შეეხება, ადგილი გვკარნახობს და მეექვსე გრძნობით კეთდება. ჩემს შემთხვევაში კი ყოველთვის მივიწევ ხოლმე იაპონური სტილისკენ. სრულყოფილებისადმი ლტოლვა, პერფექციონიზმი ძალიან მომწონს იაპონელებისა და ეს ჩემშიც არის. ასე მგონია,იაპონიაში რომ მოვხვდები, გული გამიჩერდება აღტაცებისგან.

— თქვენს რომელ ნამუშევარს გაიხსენებდით და ვინ იყო დამკვეთი?

 ეს იყო ოქროყანაში და სხვათაშორის ეს იყო ჩემთვის პირველი სერიოზული იაპონური ბაღი, დამკვეთი გახლდათ ბადრი პატარკაციშვილი. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა, ვიყავი სრულიად თავისუფალი, პროცესში ჩართული იყო ბადრის მეუღლე ინა გუდავაძე. მისი თითოეული იდეა, როგორც დამკვეთისა, იყო არაჩვეულებრივი. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ეს ბაღი იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, ძალიან ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, თითოეულ მილიმეტრს მნიშვნელობა ჰქონდა, თითოეული ქვა იდებოდა ჩემი მეთვალყურეობით, დაგეგმარების პრინციპი სრულიად ეყრდნობოდა იაპონური ბაღის პრინციპებს და ფილოსოფიას და ეს ნიშნავდა,  რომ იგი ყველა სამზერი წერტილიდან უნაკლო უნდა ყოფილიყო.  

მეორე და ყველაზე დიდი გამოწვევა მთაწმინდის პარკი იყო, ვინაიდან ეს იყო არა მარტო ქალაქის, არამედ საქართველოს მთავარი პარკი. საკმაოდ ტაქტიანი ჩრევა იყო საჭირო, რათა ისე შეგვეტანა ახალი რომ არ დაგვერღვია ძველი. ასე შეიქმნა ქორწინების პავილიონი, ფრანგული პარტერი, ბავშვთა ზონა, მინიმალისტური ქვიშის ბაღი….

© ნ. შენგელიანინო შენგელია: "მთაწმინდის პარკი ბადრი პატარკაციშვილმა დიდი სიყვარულით მიუძღვნა ქალაქს"
ნინო შენგელია: მთაწმინდის პარკი ბადრი პატარკაციშვილმა დიდი სიყვარულით მიუძღვნა ქალაქს - Sputnik საქართველო
ნინო შენგელია: "მთაწმინდის პარკი ბადრი პატარკაციშვილმა დიდი სიყვარულით მიუძღვნა ქალაქს"

გული მწყდება, რომ ვერ მოხერხდა იმ მრავალფეროვანი მცენარეების შენარჩუნება… მაგრამ მადლობა ღმერთს იმისთვისაც რაც გადარჩა. 

აქვე მინდა აღვნიშნო ბადრი პატარკაციშვილის უდიდესი ღვაწლი ამ პარკის გაშენების საქმეში.  ეს იყო ფასდაუდებელი გამოცდილება არა მარტო პროფესიონალური, არამედ ადამიანური და საქმიანი ურთიერთობისა. მისი თაოსნობით არა ერთი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით. მთაწმინდის პარკი იყო მისი ყველაზე საყვარელი პროექტი. საოცარი იყო მისი ჩართულობა პროცესში, ყველა მუშას თავზე ადგა და ამოწმებდა თვითოეულ დეტალს. მან დიდი საჩუქარი გაუკეთა და დიდი სიყვარულით მიუძღვნა ეს პარკი ქალაქს. 

© ნ. შენგელიანინო შენგელია: შენობა, სადაც კონგრესი ტარდებოდა "ფიატის" ყოფილი ქარხანაა. კიდევ ერთი მაგალითი იმასა, თუ როგორ შეიძლება ახალი ფუნქცია შესძინო ინდუსტრიულ დანიშნულების ობიექტებს.
ნინო შენგელია: შენობა, სადაც კონგრესი ტარდებოდა ფიატის ყოფილი ქარხანაა. კიდევ ერთი მაგალითი იმასა, თუ როგორ შეიძლება ახალი ფუნქცია შესძინო ინდუსტრიულ დანიშნულების ობიექტებს. - Sputnik საქართველო
ნინო შენგელია: შენობა, სადაც კონგრესი ტარდებოდა "ფიატის" ყოფილი ქარხანაა. კიდევ ერთი მაგალითი იმასა, თუ როგორ შეიძლება ახალი ფუნქცია შესძინო ინდუსტრიულ დანიშნულების ობიექტებს.

 P. S. სანამ ამ მასალას ვამზადებდით, იტალიის ქალაქ ტურინში, ლანდშაფტის არქიტექტორთა მსოფლიო ფედერაციის IFLA-ს ორგანიზებით, მსოფლიო კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000-მდე ლანდშაფტის არქიტექტორმა მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ქალბატონი ნინო შენგელია პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი გახლავთ, ვინც ამ კონგრესზე მიიწვიეს. ჯერ კიდევ იქ წასვლამდე ქალბატონმა ნინომ გვითხრა, რომ ტურინში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები აქვს დაგეგმილი და იმედი აქვს, რომ საქართველოში ახალი იდეებით, გეგმებითა და საინტერესო წინადადებებით დაბრუნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0