რას ფიქრობენ ქალები?

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili8 მარტის დღესასწაული
8 მარტის დღესასწაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გინდათ დააბნიოთ ქალი? მაშინ გამოუტყდით, რომ გიყვართ, — ასკვნის Sputnik-ის ავტორი რობინზონ ნაჭყებია.

ქალი მამაკაცისთვის შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი მეგობარი, შესანიშნავი მოსაუბრე, ყურადღებით შეუძლია მოისმინოს მისი პრობლემები და, ლუდის კათხით ხელში, იხუმროს კიდეც კაცებზე. მაგრამ როგორც კი სიყვარულში გამოუტყდებით, ან ეტყვით, რომ მოგწონთ, მყის „ამოქმედდება“ ანდაზა „დარდს მოგცემ — დარდს დაგავიწყებს“. 

თქვენს მონა-მორჩილს ქალბატონებთან ურთიერთობის გამოცდილება ადრეული სიყმაწვილიდან აქვს. ისე არ იფიქროთ, თითქოს ვინმე ჯაკომო კაზანოვა ვიყო, ან, სულაც, ღმერთმა დამიფაროს და, ალფონსი. უბრალოდ, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. როდესაც სულ პირველ ლექციაზე აუდიტორიაში შევედი, აღმოჩნდა, რომ კურსზე ასი სტუდენტიდან ბიჭი მხოლოდ სამი ვიყავით. 

გალერეა პროვანსი - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე?
 

იტყვით, რა გინდა, ქერის ორმოში მოხვედრილხარო. მაგრამ რეალურად ეს ჯოჯოხეთი იყო, იმიტომ რომ ამდენ სილამაზეში თვალები გამირბოდა. გულში ყველა მიყვარდა, მაგრამ, როგორც კი გრძნობის შესახებ ხმამაღლა გამოვაცხადებდი, ყველაფერი ინგრეოდა, რაღაც გაუგებრობები იწყებოდა. თუ მანამდე გოგო მზად იყო, კათხა ლუდის დასალევად შინაც კი მწვეოდა, ახლა შესვენებაზე ახლოსაც აღარ მიჩერდებოდა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს „სიყვარულში“ არ შევემჩნიეთ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ფიქრობენ ქალები.

ღამეები არ მეძინა, ქცევის სტრატეგიას ვაგებდი, წინასწარ ვგეგმავდი ნაბიჯებს, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი იშლებოდა. გეფიცებით, სტალინს მოსკოვის მისადგომებთან ჩემზე იოლად ჰქონდა საქმე. 

დედა-შვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე საინტერესო, უცნაური და დაუჯერებელი ამბები დედაზე
 

მსგავსი ისტორიები და კითხვა „რას ფიქრობენ ქალები?“ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც მუდმივად თან მდევდა. მოგვიანებით ქალები ორ კატეგორიად დავყავი: პირველი — რომლებთანაც ურთიერთობა მსუბუქია და მარტივი, და მეორე — რომლებთანაც ისეთი სიფაქიზე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, თითქოს დანაღმულ ველს გადიოდე…

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქალების ქცევის თავისებურებები ჩემთვის დღემდე იდუმალებითაა მოსილი.

ძალიან საინტერესო გამოდგა თანამშრომელ ქალებზე დაკვირვება. ყველანი კარგები არიან, მაგრამ საშინელებაა, როცა სამუშაოში ჩაფლულს ვერც ერთი ვერ გამჩნევს, თითქოს ოთახში საერთოდაც არ იყო… და „საჭირბოროტო“ საკითხებზე მსჯელობას იწყებენ: რა ფერის ლაქი გისვია ფრჩხილებზე? სად იყიდე ეს „კოლგოტკები?“ რომელ „პარიკმახერთან“ მივიდე, რომ კარგი „პეპელნა–რუსი“ დამისვას თმაზე?..

ამაზე და მსგავს თემებზე დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი. ამიტომაც, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და უინტერესო საკითხების ორსაათიანი განხილვის შემდეგ, თმებისა და ლაქის ფერზე მსჯელობა სწყინდებათ და საუბარი ნელ–ნელა, რბილად გადადის კაცებზე.  

და როგორ ხდება ეს ჩვენთან? როგორ და ასე: ჯერ ერთი იწყებს მეორისთვის ვიღაც „ბიჭზე“ რაღაცის ჩურჩულით მოყოლას. ცოტას რომ წაიჭორავებენ და დაადგენენ, რომ საკითხის საჯაროდ განსახილველად გამოტანა შეიძლება, ხმამაღლა იწყებენ მსჯელობას და კამათში ნელ–ნელა სულ უფრო და უფრო მეტი სუსტი სქესის წარმომადგენელი ერთვება. 

მე კიდევ ვმუშაობ, არც კი ვჩანვარ, მაგრამ მათი საუბარი, მინდა თუ არ მინდა, ხომ მესმის?! ჰოდა, მეც თანდათან ვინტერესდები, იმიტომ რომ „ვიღაც ბიჭთან“ დაკავშირებული პაწაწა პრობლემა ნელ–ნელა იღებს კაცობრიობის უმთავრესი პრობლემის სახეს. აქ უკვე მეც ვცდილობ საკუთარი „ხუთი გროშის“ შეტანას საერთო საქმეში და… უცბად ყველა, როგორც ერთი, შეშინებული სახით ტრიალდება ჩემკენ, გეგონება, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ გვერდით მამაკაცი მუშაობდა! და, რაღა თქმა უნდა, კაცებზე საუბარი მყისვე წყდება. 

ასეა ყოველდღე. მე კი მაინც ვერა და ვერ გამიგია, რას ფიქრობენ ქალები. 

ერთი კი ვიცი, ქალი არავითარ შემთხვევაში არც საკუთარ თავგადასავლებზე გიამბობს რამეს და არც კაცის მიმართ დამოკიდებულებას გაგიმჟღავნებს, თუ მეგობრად და მესაიდუმლედ არ მიაჩნიხარ. 

თუმცა, ჩემი დაკვირვებით, რაოდენ კარგი მეგობარიც არ უნდა იყოს, ქალი ქალს მაინც მეტოქედ აღიქვამს და ბოლომდე არასდროს უშლის გულს. 

ნამდვილად საოცარი ქმნილებები არიან ეს ჩვენი საყვარელი ქალბატონები, რომლებიც იმისთვის არიან შექმნილი, რომ გვიყვარდნენ — მათი ყველა უცნაურობის მიუხედავად. 

ამიტომაც, დღესასწაულს გილოცავთ, ძვირფასო ქალებო! 8 მარტი პირობითი თარიღია, იცოდეთ, რომ წელიწადის 365–ვე დღე თქვენია!  


ყველა ახალი ამბავი
0