ემოცია - ქალის მთავარი ძალა

© FL/ Bring Back Wordsქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია — ასეა ბუნებით დაწესებული
ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია —  ასეა ბუნებით დაწესებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი ძალზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია — ეს ძალაა. მთავარი კითხვა ისაა, საითაა ეს ემოცია მიმართული.

თუ გინდათ, მესამე ათასწლეულის წარმატებული, ბედნიერი ქალბატონი გახდეთ, წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც, შესაძლოა, დაგეხმაროთ იმ სტერეოტიპების დამსხვრევაში, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ, მეტ-ნაკლებად, მთელ მსოფლიოშია გაბატონებული.

ცხადია, გამზადებული ფორმულა იმისა, თუ როგორ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რას უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბუნებაში, ან, საერთოდ, უნდა ვებრძოლოთ თუ პირიქით — გამოვავლინოთ და სწორად წარვმართოთ, არ არსებობს. რამდენი ადამიანიცაა, იმდენია გემოვნება, ფაქტორი, მიზეზი, სიყვარული, მოწონება-არმოწონება და ა.შ. ჩვენ, უბრალოდ, შევეცდებით, პროფესიონალების ზოგიერთი „ფორმულა-წესი“ წარმოგიდგინოთ,  რაც ქალის არსის გაცნობიერებაში დაგვეხმარება, მის ნაკლოვანებებსა და მათი გამოსწორების გზებს დაგვანახებს.

© FL/ dmagarityjrათასწლეულების განმავლობაში კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და თუ ქალი მასში არ ჩაერთვება, სამყაროს ცუდი ბოლო ელოდება.
ათასწლეულების განმავლობაში კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და თუ ქალი მასში არ ჩაერთვება, სამყაროს ცუდი ბოლო ელოდება.  - Sputnik საქართველო
ათასწლეულების განმავლობაში კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და თუ ქალი მასში არ ჩაერთვება, სამყაროს ცუდი ბოლო ელოდება.

მაშ ასე:

წესი პირველი: როგორც ამ საქმის პროფესიონალები ირწმუნებიან, პირველ რიგში, ქალი სოციალურად საინტერესო უნდა იყოს. საინტერესო უნდა იყოს საკუთარი თავისთვის, განვითარდეს და „წურბელის“ ფუნქცია არ უნდა შეითავსოს. ამიტომ, ვისაც გათხოვება უნდა იმისთვის, რომ „წურბელასავით“ მიეკრას ვინმეს და კარგად მოკალათდეს, ეს მხოლოდ „მოკლემეტრაჟიანი ფილმია“.

მსხვერპლის ან წურბელის როლს მორგებული ქალი, რაგინდ ლამაზი არ უნდა იყოს, ძალიან მალე ხდება უინტერესო, რადგან ამ შემთხვევაში მისი როლი დედის ან მოსამსახურის როლში გადადის. შემდეგ ერევა ქალური დაუკმაყოფილებლობა და ამ ენერგიაზე ყველაფერი ნგრევას იწყებს — საკუთრივ თავად, ოჯახი, გვერდით მდგომი მამაკაცი და მისი ბიზნესი ან საქმიანობა. ქალის სილამაზე მის ენერგიაშია.

წურბელები ჭაობში ცხოვრობენ, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ქალის ენერგია „დამდგარი“ და დამყაყებულია. ქალი — ეს სუფთა წყალია, საიდანაც ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა გამოედინება.

წესი მეორე: ქალი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, სწორ გზაზე და სწორ გადაწყვეტილებაზე. მისთვის აუცილებელია შინაგანი მთლიანობის მოპოვება. თითოეული ქალი საკუთარ შინაგან გათიშულობას ნათლად შეიგრძნობს, მისი ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე. დაუჯერებელია, როგორ შეუძლია მასში ანგელოზს ეშმაკთან ერთად მშვიდად იარსებოს. ქალი იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც წესები ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. მან თვითონ უნდა იპოვოს სწორი გზა, სწორი გადაწყვეტილება.

წესი მესამე: ქალს თავისი თავი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც არის და სწორედ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული, უყვარს თუ არა მას საკუთარი თავი. ქალი სხვის შეყვარებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის.

© FL/ Aqua Mechanicalქალი-ლიდერი — ესაა გონება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება.
ქალი-ლიდერი — ესაა გონება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. - Sputnik საქართველო
ქალი-ლიდერი — ესაა გონება, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება.

წესი მეოთხე: უნდა გახდეთ ქალი-ლიდერი. ქალი-ლიდერი — ესაა გონება, რომელიც ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციებში, სადაც სხვებს მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ. ბევრი დიდებული ქალბატონი, პირველ რიგში, პიროვნება იყო იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა ის დედა ან ცოლი. ქალს ან შეუძლია სხვაგვარი ცხოვრება, ან რჩება ჩვეულებრივი, ნორმალური, კარგი ცოლის ფასეულობებით. ამას თითოეული თვითონ ირჩევს. ქალი-ლიდერი ბანალურ საკითხებზე არ საუბრობს.

ის ხედავს მამაკაცთა თამაშს, რომელსაც ქალის განდიდება ახასიათებს, რომ შემდეგ ის თამაშში ინსტრუმენტად გამოიყენოს. მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მთელი ჩვენი კულტურა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სამართალი მამაკაცის გონების გავლენით ყალიბდებოდა და მისი პროდუქტი ხდებოდა. ამიტომ ახლა ქალები მამაკაცების შექმნილ ლოგიკურ ინსტრუმენტებს ნებისმიერ სფეროში იყენებენ. მომავალზე ფიქრისას, თუ საით მიექანება ეს სამყარო, აცნობიერებ, რომ თუ ქალი მასში თავისი ბუნებრივი გონებით არ ჩაერთვება, თავის წვლილს არ შეიტანს, ამ სამყაროს ცუდი ბოლო ელოდება. ქალის იდენტურობა მის პირველქმნილებაშია საძებნელი, დედის, ქალიშვილის, საყვარლის როლების გარეშე. ქალის სილამაზისა და ენერგიის მთავარი როლი დაძაბულობის მოხსნაა — საკუთარი თავისგან, მამაკაცისგან, პლანეტისგან! 
წესი მეხუთე: შეჯიბრებიდან გამოსვლა! ქალში ჩადებულია სხვაზე გამარჯვების სურვილი. სულერთია — ქალზე თუ მამაკაცზე. ამით ქალი მუდმივად ნერგავს უბედურებას და ამტკიცებს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. ის თავისთვის კი არა, არამედ უფრო თამაშისთვის ცხოვრობს.

მას იზიდავს ბრძოლა, თამაში, თეატრალობა, რითიც ავლენს საკუთარ თავს. ბუნებისგან მონიჭებული არაჩვეულებრივი ძალის მქონე ქალი უმიზნოდ ხარჯავს ამ ნიჭს. ქალი მამაკაცის ხელში სათამაშო არ არის, როგორც ბევრი მიიჩნევს. ის საკუთარი ფსიქოლოგიის მარიონეტია.

თუ ქალი საკუთარ თეატრზე უარს არ იტყვის, გააგრძელებს ემოციებით, გრძნობებით, შურისძიებით, მეტოქეობით გულმოდგინე თამაშს, მესამე ათასწლეულში აუცილებლად მარცხს იგემებს. ქალის დახმარება არავის შეუძლია. ერთადერთი, რაც მისთვის აუცილებელია — საკუთარ თავში უნდა გაერკვეს. ქალის ძალა მის გულწრფელობაშია.

© FL/ Peter Zucoქალის ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე — მასში ანგელოზი ეშმაკთან ერთად მშვიდად არსებობს.
ქალის ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე —  მასში ანგელოზი ეშმაკთან ერთად მშვიდად არსებობს.  - Sputnik საქართველო
ქალის ცხოვრება სასტიკი წინააღმდეგობებით არის სავსე — მასში ანგელოზი ეშმაკთან ერთად მშვიდად არსებობს.

 

წესი მეექვსე: თუ ქალი სხვას ვნებს, ეს ნიშნავს, რომ მან მიამიტურად უკვე დაანგრია საკუთარი თავი. საბედნიეროდ, ქალს თავის აღდგენის საკვირველი უნარი შესწევს. მისი ტრაგედია ისაა, რომ ტრიადას იმეორებს, სამ აქტს: წინადადება, შეტევა, დეპრესია. ეს ტრიადა სექსს, მორალურ ფასეულობებს, გრძნობებს, ბავშვებთან მიჯაჭვულობას ეფუძნება. ქალმა ეს თეატრი დედისგან ისწავლა და სიცოცხლისთვის განკუთვნილ დროს ამ სპექტაკლზე ხარჯავს. ის კარგავს თავის ინტელექტუალურ ძალას.

ქალმა თვითონ უნდა გაუგოს თავის თავს, მიიღოს ის, აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ქალმა უნდა გამოიღვიძოს. სიყვარული, სექსი, ოჯახი — ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ქალის ცხოვრება მხოლოდ ამ ასპექტებში არ არის. პირველ რიგში, ის პიროვნება უნდა გახდეს. ქალი — ეს უპირველესად პიროვნება, გონება, სულია.
წესი მეშვიდე: ურთიერთობებს ეროტიზირებულს ნუ გახდი. გააცნობიერე და მიიღე შენი ქალური ბუნება. მოძებნე ქალური კრეატიულობის ხერხები, აზროვნების ის განსაკუთრებული სახე, რომელიც მხოლოდ ქალს ახასიათებს. არ არის საჭირო, ირგვლივ არსებულ სცენარს მიესადაგო. ქალებს სწამთ, რომ ამ სამყაროში შესაძლებელია წარმატების მიღწევა მამაკაცის მანიპულირებით მაშინაც კი, როდესაც მათზე არიან დამოკიდებული. ეს ქალის მორიგი შეცდომაა, რომელიც მასვე ანადგურებს. უნდა გააცნობიეროთ, რა არის ქალის ჭეშმარიტი ბუნება.

ქალს მართვა სწყურია, მაგრამ როგორც კი სადავეებს იგდებს ხელთ, მამაკაცს ბაძავს. ქალი პირველობისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჩაიგდებს თუ არა ხელში ძალაუფლებას, მისი განკარგვა არ შეუძლია. მისთვის თვითონ თამაშია მნიშვნელოვანი და არა შედეგი. მას სურს სხვა ქალებზე აბსოლუტური უპირატესობის დადასტურება. უმეტეს შემთხვევაში, ქალს სექსუალური ურთიერთობების საშუალებით სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თითქოს ის სექსის ხელოვნებით მთელი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს.

და, ბოლოს: ქალი ძალზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია — ეს ძალაა. მთავარი კითხვა ისაა, საითაა ეს ემოცია მიმართული.

ყველა ახალი ამბავი
0