მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს

© Photo: courtesy of Girchi„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“
„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
„გირჩი“ გათამაშებისთვის 20 ელექტრომობილის შეძენას აპირებს იმ ფულით, რომელსაც პარტია არჩევნებისთვის მიიღებს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა შორის Tesla-ს 20 ავტომობილის გათამაშებას აპირებს. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.
ელექტრომობილების გათამაშების შესახებ „გირჩმა“ პირველად 2020 წლის ივნისის დასაწყისში განაცხადა. პარტია ავტომობილების ყიდვას საბიუჯეტო ფულით აპირებდა, რომელიც მას არჩევნების შედეგად უნდა მიეღო.
საქართველოს დროშები საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება
გათამაშებაში მონაწილეობისთვის ამომრჩეველი უნდა დარეგისტრირებულიყო პარტიის ვებ-გვერდზე და მონაწილეობა მიეღო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ხმის მიცემა შეიძლებოდა ნებისმიერი პარტიისთვის. ამომრჩეველს უნდა გადაეღო სელფი საარჩევნო უბნიდან და ფოტო Facebook-ის თავის გვერდზე აეტვირთა.
არჩევნების შემდეგ „გირჩმა“ გათამაშებაზე უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება პარტიაში მარტივად ახსნეს – პარლამენტისა და არჩევნების შედეგების ბოიკოტის რეჟიმში Tesla-ზე საბიუჯეტო ფულის ხარჯვის დრო არ არის.
რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“ ამჯერადაც აპირებს ელექტრომობილების ყიდვას იმ სახსრებით, რომელიც პარტიას ბიუჯეტიდან ეკუთვნის და რომელზეც ისინი უარს აცხადებენ.
„უახლოეს მომავალში „ტესლას“ პროექტის გათამაშება დაიწყება იმ ადამიანებისთვის, ვინც წინა წელს არჩევნებზე იყო და ფოტო აქვს გადაღებული საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე – გამოკითხვის შედეგები
დეპუტატის თქმით, პარტიამ რამდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი დაგეგმა თბილისელების, ბათუმელებისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებისთვის.
პარტიის მიერ დაგეგმილ სიახლეებს შორისაა კამპანია „ზუმდაზუმ“ – წინასაარჩევნო კამპანია „კარდაკარის“ ელექტრონული ანალოგი. პანდემიის პერიოდში „გირჩი“ ამომრჩეველს თავის პროგრამას ინტერნეტის მეშვეობით გააცნობს.
„გადავწყვიტეთ, რომ ამ პოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც ვიმყოფებით და სადაც გაურკვეველია, რა მიზნები აქვთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ და მართლა სერიოზული პოლიტიკით დავკავდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „გირჩს“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი ერგო.
ყველა ახალი ამბავი
0