ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი არ არის: ოპოზიციის და მმართველი პარტიის რეაქციები

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. 
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მოძრაობა „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას კანდიდატურა დასახელდა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი კი ვიცე–მერობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უჭერს მხარს. 
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
ცნობილია, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია" შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად გასულ კვირაში კვლავ კახა კალაძე დაასახელა.
ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებაზე ოპოზიციისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აზრი გაიყო.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა  საკუთარ Facebook–გვერდზე დაადასტურა.
 „2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ეცდება, ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას. თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს, მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, – დაწერა ჯაფარიძემ.
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კახა კალაძე მელიას დამარცხებას მხოლოდ ფეხბურთის თამაშისას შეძლებს.
 „თუ კალაძემ ოთხი წელი არაფერი გააკეთა, რატომ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს იმის მოლოდინი, რომ იგი მომავალი ოთხი წლის მანძილზე გააკეთებს რამეს“, – აღნიშნა გოცირიძემ. 
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
თბილისის მერის არჩევნები - მოძებნის თუ არა ოპოზიცია კახა კალაძის საპირწონეს
პარტია „მოქალაქეების“ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა კი აღნიშნა, რომ ნიკა მელია არჩევნებზე ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს მიიღებს.
„როგორც ყოველთვის „ნაცმოძრაობა“ ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეგროვებას, არ გააჩნია რესურსი, რომ ოპოზიციური ხმების სრული მობილიზება მოახდინოს, ამიტომაც იგი არ წარმოადგენს მთლიანი ოპოზიციის კანდიდატს. მელია შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს. ზუსტად ვიცი, რომ იგი ოქროს მედლის მოპოვებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი გეგმები აქვს. მისი თქმით, პარტიას ღირსეული კანდიდატები ჰყავს როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ისე პროპორციულ სიებში. პარტიის გეგმების შესახებ საზოგადოება ერთი კვირის შემდეგ გაიგებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ჩვენთვის ყველაზე მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ მიიღოს. ამიტომაც ჩვენ ვითანამშრომლებთ გარკვეულ პარტიებთან, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომლებიც დღეს კანდიდატებს წარადგენენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის აზრით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს „ოპოზიციური ელექტორატისთვის მსუსხავი ეფექტი აქვს“.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წინა არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ 22% აიღო, ყველა დანარჩენმა კი 35%. ოპოზიციურად ბევრი ადამიანია განწყობილი, მაგრამ ისინი „ნაცმოძრაობას“ ხმას არასდროს მისცემენ“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა. 
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
არჩევნები 2021: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 29 პარტიას სურს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ მელია მარცხისთვისაა განწირული.
„იგი განწირულია წაგებისთვის. ნიკა მელია რვა წელია პოლიტიკაშია, მანამდე იყო ძველი თბილისის გამგებელი, მანამდე აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, სადაც დაახლოებით 36 ათასი ადამიანის ქონების წართმევასა და გამოსახლებაზე აქვს ხელი მოწერილი. ამ წლების განმავლობაში რა შემატა დედაქალაქს? როგორ შეიძლება მელია კალაძის სერიოზულ კონკურენტად აღვიქვათ? როგორ უნდა შევადაროთ კალაძეს, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ხელფასი ერთხელაც არ აუღია“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, კალაძის წყალობით თბილისში ახალი რეკრეაციული ზონები გაჩნდა, მან გაატარა სატრანსპორტო რეფორმა, დედაქალაქს 138 ჰექტარი მიწა სატყეო ზონა დაუბრუნა, გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და რიგი სოციალური პაკეტები შექმნა, რომელთა წყალობითაც 259 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
„მელია დამარცხდება და დაიწყებს საუბარს არჩევნების გაყალბებაზე. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა ზარქუამ.
ნიკა მელიას ბიოგრაფია
ნიკა მელია 1979 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰოროსკოპით მშვილდოსანია.
2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2006 წელს კი დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროსში გამომძიებლად. 
არჩილ არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
თავდამსხმელი VS მცველი: ვინ იქნება გახარიას პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი
2007 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად, 2007-2008 წლებში კი ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში  მრჩეველი იყო. 2008-2009 წლებში მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფროსის მოადგილედ. 
2009 წელს  დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.
2010 წელს ნიკა მელია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გახდა.  იმავე წელს გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლამდე მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0