09:24 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს და ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. მემორანდუმს „საერთო გზა ევროპული ინტეგრაციისკენ“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრეზიდენტებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.

მე-17 საერთაშორისო კონფერენციის - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. აღნიშნული სამი ქვეყანა ახლახან ოფიციალურად აღიარეს როგორც ასოცირებული ტრიო.

დეკლარაციით სამმა ქვეყანამ დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების მზადყოფნა რეფორმებისა და კანონმდებლობის დაახლოების გზით.

„ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის. გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობის პრინციპები და ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ჩვენს ვალდებულებებს ასახავს. ჩვენ საერთო სურვილი გვაქვს - გავწევრიანდეთ ევროკავშირში“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა წარმოადგინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მკაფიო ხედვა.

„დეკემბერში უნდა გაიმართოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ პარტნიორობის მიზნების სტრატეგიული ხედვის არარსებობის გამო ეს ფორმატი არც ისე საგნობრივია“, - აღნიშნა კონფერენციაზე ზელენსკიმ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ“, - აღნიშნა მიშელმა.

მთავარი თემები