პარლამენტთან „ლელოს“ წევრები დააკავეს

© photo: Sputnikჟურნალისტები პარლამენტის შესასვლელთან
ჟურნალისტები პარლამენტის შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
პოლიციელებმა არაერთხელ მოუწოდეს ოპოზიციონერებს დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო მათი მითითების იგნორირების შემდეგ ისინი დააკავეს.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი პოლიციამ ძალით გაიყვანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში მათ შეშვებას მოითხოვდნენ, სადაც 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა იწყებოდა.
სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს გეგელიას და დათუნაშვილს დაეტოვებინათ ტერიტორია. პოლიციელების მითითების იგნორირების შემდეგ ისინი ძალით გაიყვანეს ტერიტორიიდან და მანქანაში ჩასვეს.
აქცია პარლამენტთან. 2021 წლის 18 ივლისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს
პლენარული სხდომის დასაწყისში პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა და თანაპარტიელების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
მაგრამ გომელაურის გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო. მიზეზი გახდა ჟურნალისტების მიერ აივნიდან გადმოფენილი წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერებით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“. ჟურნალისტებთან ავიდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა და ბანერის ჩამოხსნა სთხოვა. რაზეც ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
პარლამენტმა 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.
ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0