09:36 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
127 0 0

საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ მის პარტიას შესწევს იმის უნარი, რაც მმართველმა პარტიამ წლების მანძილზე ვერ შეძლო

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პარტია „საქართველოსთვის" გახდება ძალა, რომელიც საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას" დაასრულებს - ასეთი პირობა დადო ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ მცხეთაში პარტიული ოფისის გახსნისას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" არ შეუძლია, ან არ სურს „ნაცმოძრაობის" დასრულება.

„იმის გათვალისწინებით, რასაც დღეს ვხედავ - „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" სულ უფრო უახლოვდებიან და კვებავენ ერთმანეთს. სწორედ ეს მარწმუნებს, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც საქართველოსთვის ერთიანდება. ვიქნებით ის ძალა, რომელმაც პირველ რიგში უნდა მოუგოს „ნაციონალურ მოძრაობას". სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სამწუხაროდ, სიმართლე იმაშია, რომ დღევანდელ "ოცნებას" ამის გაკეთების ძალა არ აქვს. და რაც უფრო დასანანია, სულ უფრო მეპარება ეჭვი იმაში, რომ მას ეს სურს", - განაცხადა გახარიამ.

არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზად მას პოლიტიკაში ახალი ძალების, კეთილსინდისიერი ახალგაზრდების მოსვლა მიაჩნია. პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე იგი გზას სწორედ ახალგაზრდებს დაუთმობს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდები უნდა იყვნენ. ჩვენ ახალგაზრდა, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ადამიანებს პოლიტიკაში გზა უნდა გავუხსნათ. ახალგაზრდები ჩვენს სიაში პირველები იქნებიან, ისინი იქნებიან მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები. სხვანაირად არ გამოვა - საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ერთი და იგივე სახეები... ისინი უნდა დავივიწყოთ", - აღნიშნა გახარიამ.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას მან დაგმო ძალადობა, განსაკუთრებით ჟურნალისტების მისამართით.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალადობა წარმოშობს ძალადობას და სხვა არაფერს. ეს არის ის, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე სახელმწიფოს იმედსა და რწმენას კარგავს. ეს დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს სისტემური პრობლემაა", - განაცხადა გახარიამ.

პარტიამ „საქართველოსთვის" ქვეყნის რიგ რაიონებში - ზუგდიდში, გორში, ფოთში, ბათუმსა და მცხეთაში უკვე ხუთი ოფისი გახსნა და მისთვის პირველი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები