გარდამავალი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები - ხაზარაძე კრიზისიდან გამოსავალს სთავაზობს

© photo: Sputnik / Stringerმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პროტესტის ნიშნად პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ხედავს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებასა და ვადამდელ არჩევნებში. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
„ჩვენ „ქართული ოცნება” დავტოვეთ მარტო, არ აქვს მნიშვნელობა, ამას საპარლამენტო ბოიკოტს დაუძახებთ თუ რას“, - განაცხადა ხაზარაძემ.
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ოპოზიციის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში ჟურნალისტებთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჟურნალისტები დეპუტატების ნაწილთან ერთად დარბაზიდან გაიყვანეს. ყველაფერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არ მისცა სიტყვა ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვეს.
© Sputnik / Alex Shlamovპარლამენტის შტურმით აღება: ოპოზიციონერი ჟურნალისტები პოლიციის წინააღმდეგ - ვიდეო
პარლამენტის შტურმით აღება: ოპოზიციონერი ჟურნალისტები პოლიციის წინააღმდეგ - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
პარლამენტის შტურმით აღება: ოპოზიციონერი ჟურნალისტები პოლიციის წინააღმდეგ - ვიდეო
„ქართულ ოცნებას“ მოუწევს ამ პროცესზე ბოლომდე პასუხისმგებლობის აღება. ისინი იქნებიან მარტო ამ პარლამენტში, რადგან ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ნებისმიერი რიტორიკა, ბრალდება, რაც მესიჯბოქსად აქვთ გამოყენებული, არის ფუჭი. ეკლესიის, ლგბტ თემა. ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას... გამოსავალი არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება პრემიერ ღარიბაშვილს მოუწევს.
© Sputnik / STRINGERტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა - ვიდეო
თბილისში აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0