ოპოზიციის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

© Sputnik / Alex Shlamovაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები შენობიდან მანდატურებმა გამოყარეს. ამჟამად პარლამენტში სხდომა ოპოზიციის ძირითადი ნაწილის გარეშე მიმდინარეობს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც პარლამენტის სპიკერის ტრიბუნა თვითნებურად დაიკავეს, მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წარმომადგენელს სიტყვა არ მისცა, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიამ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა.
„არავინ მისცემს მათ სხდომის ჩაშლის უფლებას", – განაცხადა კუჭავამ.
ამ წუთებში პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა არ ესწრება. სხდომათა დარბაზში პარტია „მოქალაქეებისა" და „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
საქართველოს საპატრიარქო წუხს საზოგადოების პოლარიზაციის გამო
„ის, რაც ჩვენ დავინახეთ - ჩვენი მტრების ინტერესშია. ეს მიუღებელია... ჩვენ მზად ვიყავით შეგვექმნა საგამოძიებო კომისია და მოგვეწვია შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ შენობაში საშვის გარეშე შემოიჭრნენ ადამიანები, ხელისუფლებაში რომ იყოთ არცერთი თქვენგანი ამას არ დაუშვებდა", – განაცხადა კუჭავამ.
მისი განმარტებით, არეულობა და ჩხუბი პარლამენტში დაუშვებელია, რამდენადაც პარლამენტს ბევრი ბერკეტი აქვს პროცესის განხილვისთვის – დებატები, მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოწვევა და ა.შ.
ორშაბათს, დილით მასმედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და დეპუტატებთან შეხვედრა მოითხოვეს. მასმედიის წარმომადგენლები ქუჩაში ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიყვანა, რომელიც 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. იგი მომხადარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
11 ივლისს ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ შეძლო არეულობისას საკუთარი მოქალაქეების დაცვა. მასმედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბურ საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ დღესაც გამართავენ - 18:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე  ლიდერები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ქვეყანაში არეულობა სურს
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც.
ყველა ახალი ამბავი
0