ზუგდიდის შემდეგ ფოთი – გახარია სამეგრელოში ოფისებს ხსნის

© photo : press-service of George Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ატარებს, ამჯერად იგი სამეგრელოს ეწვია.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს რეგიონში პარტიული ოფისების გახსნის პროცესს აგრძელებს.
გახარია ფოთის მუნიციპალიტეტში ოფისის გახსნას პარტიის წევრებთან ერთად დაესწრო. რეგიონული ორგანიზაცია გუშინ ზუგდიდში გაიხსნა, ოფისების გახსნა ასევე იგეგმება მარტვილსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.
ღონისძიების ფარგლებში გახარიამ პარტიის მომხრეებთან შეხვედრა გამართა და მათ პარტიის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. 
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
„არაკომპეტენტურობის პიკი“ - გახარიამ 5-6 ივლისის მოვლენებზე მთავრობის რეაქცია შეაფასა
გასულ კვირაში ექს-პრემიერის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია გორში ოფისის გახსნით დაიწყო და მომენტალურად მოექცა სკანდალის ცენტრში – შენობაში შუქი გამორთეს, შენობის მეპატრონემ კი იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. როგორც მაშინ გახარიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტის უკან „შეშინებული ხელისუფლება“ დგას. ამავე დროს მან განმარტა, რომ მისი გუნდი უკან დახევას არ აპირებს.
მანამდე, ივნისის ბოლოს იმ ოფისის შენობის მფლობელმა, რომელიც პარტიამ ბათუმში იჯარით აიღო, ასევე უარი განაცხადა შენობის მიქირავებაზე. ფართის მფლობელმა უარის მიზეზად დაასახელა ინფორმაცია ვაშინგტონში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ. თავად პარტიაში ასეთი შეხვედრის ფაქტი უარყვეს და ამაში ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის ნიშნები დაინახეს.
თავის მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მათი მიმართულებით ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ყველა ახალი ამბავი
0