პარლამენტში პრემიერს პოლიტიკურ დებატებზე ელოდებიან

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 25 ივნისს დაიხურა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატებთან „პაექრობა" დღესაც მოუწევს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება.

დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
საგაზაფხულო სესია დასრულდა: პრემიერის სიტყვით გამოსვლა ორშაბათს გაგრძელდება

25 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის გამოსვლა ღამის 12 საათამდე გაგრძელდა. ღარიბაშვილს კითხვები 70-ზე მეტმა დეპუტატმა დაუსვა. დებატები დღეს რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. შემდეგ პოლიტიკური დებატები უნდა დაწყებულიყო. პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ საგაზაფხულო სესია დახურა და, გამომდინარე იქიდან, რომ დებატებში მონაწილეობის სურვილი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოთქვა, პრეზიდენტს 28 ივნისს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.

დებატების დასრულების შემდეგ პრემიერი დეპუტატების წინაშე დასკვნითი სიტყვით გამოვა.

პარლამენტის რიგგარეშე სესია 13:00 საათზე დაიწყება.

პრემიერის 154-გვერდიანი ანგარიშის დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვის სფეროს ეხება. დოკუმენტში ასევე საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა, განათლება და სოფლის მეურნეობა.

ყველა ახალი ამბავი
0