ღარიბაშვილი: ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირისა და ნატოსკენ კურსს

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
თბილისი არ შეცვლის თავის პროდასავლურ კურსს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლების წინაშე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსი. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებს

„2024 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ასევე გააგრძელებს ნატოს წევრობის პრეტენდენტობას.

„საქართველო ყველა პარამეტრით მზადაა ნატოში შესასვლელად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ანახლებს და აწარმოებს საკუთარ შეიარაღებას და ქვეყანამ უკვე გააკეთა ყველაფერი, რათა უპასუხოს ნატოს სტანდარტებს.

ღარიბაშვილისთვის ეს პრემიერის რანგში პირველი ანგარიში იქნება ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალში მთავრობის მეთაურის სავარძელი კვლავ მოირგო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0