საქართველოს პირველი დიპლომატი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

© Facebook / David Zalkalianiდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
„ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში დავით ზალკალიანი მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ევროკავშირში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება, ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზალკალიანი ბრიუსელს „ასოცირებული ტრიოს“ - საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვევა.

ზალკალიანი მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან – აურელიუ ჩოკოისთან და დმიტრო კულებასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვალდის დომბროვსკისთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარეისთან. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

ასევე გაიმართება მინისტრების ერთობლივი შეხვედრები ევროპარლამენტში, მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ევროპარლამენტის მომხსენებლებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირები ევროკავშირს „ასოცირებული ტრიოს“ მიზნებსა და სამომავლო მოქმედების გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ „ასოცირებულ ტრიოს“ შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მიმდინარე წლის მაისში მოაწერეს, რომლის მიზანიც სამივე ქვეყნის ევროკავშირში შესვლის დაჩქარებაა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „ასოცირებული ტრიო“  – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატია. მისი მეშვეობით ქვეყნები ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებაში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და კოლექტიურად აწარმოებენ დიალოგს ბრიუსელთან.

ყველა ახალი ამბავი
0