სალომე ზურაბიშვილმა ანტონიუ გუტერეშს გაეროს გენმდივნად მეორე ვადით დანიშვნა მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით 18 ივნისს აირჩიეს. მისი უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვარს ამოიწურება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტონიუ გუტერეშს გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„გულწრფელად ვულოცავ ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევას. ახლა ისე როგორც არასროს მსოფლიოს მულტილატერალიზმი ესაჭიროება. საქართველო მადლიერია თქვენ მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის და ველი ჩვენი ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას”, - წერს პრეზიდენტი.

ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ანტონიუ გუტერეში გაეროს გენმდივნად მეორე ვადით დანიშნეს

გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით 18 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
აღსანიშნავია, რომ გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო გენერალური მდივნის პოსტზე. პირველად პოსტი მან 2017 წლის 1 იანვარს დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ გაერო გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევს. ერთსა და იმავე ადამიანს გაეროს ხელმძღვანელობა შეუზღუდავად, რამდენიმე ვადით შეუძლია, თუმცა აქამდე არც ერთ გენერალურ მდივანს არ უსარგებლია ამ უფლებით − ათ წელზე მეტხანს არც ერთი მათგანი არ დარჩენილა თანამდებობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0