05:10 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
137 0 0

პარტია „ერის“ ლიდერი მოითხოვს აიკრძალოს ქვეყანაში გარყვნილების რეკლამა და „თბილისი პრაიდის“ მსგავსი მარშები.

თბილისი, 15 ივნისი  – Sputnik. მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე გარყვნილებასა და ამორალურობას საკანონმდებლო დონეზე შეებრძოლება.

როგორც ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას კრძალავს და გააუქმოს ლგბტ-საზოგადოება „თბილისის პრაიდის“ მარში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად“. მარშის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი აქვთ შემდეგი მოთხოვნები: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების მიუხედავად დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ებრძოლოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს.

ვასაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ არ უნდა მისცეს უფლება ლგბტ-აქტივისტებს ჩაატარონ მარში, ხოლო რადიკალურ დაჯგუფებებს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ.

„ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს“, - განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობები ხელს უწყობს საქართველოს ამოვარდნას საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან.

„მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე“, - განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, მთავრობას ეძლევა ათდღიანი ვადა იმისათვის, რომ ქვეყანაში პრაიდის კვირეული გააუქმოს და არ მისცეს საბაბი ქვეყანაში ესკალაციის, დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.

მთავარი თემები