მელია თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატურის საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

© photo : Nika Melia / FBნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით – პარტიების ლიდერების ნაწილი თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობას განიხილავს.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ოპოზიცია მართავს კონსულტაციებს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის საკითხზე, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

თბილისისა და სხვა ქალაქების მერების არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
რა შემთხვევაში დააყენებს თავის კანდიდატურას ნიკა მელია თბილისის მერის პოსტზე

„ვიქნები თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, ეს დამოკიდებულია კონსულტაციებსა და იმ დისკუსიებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ოპოზიციაში“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების მოგება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება.

ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიების ლიდერების ნაწილმა, მათ შორის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობას განიხილავან.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. როგორც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე პარტიის მთავარ ამოცანას მოახლოებულ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0