შესვლა-არშესვლა: „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებას 10 დღეში მიიღებს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
ამასთან, მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ პოზიციით უკმაყოფილოები არიან.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით თვის ბოლომდე გამოაცხადებს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

დღეისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, რომლებიც კომპრომისულ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. „ნაცმოძრაობას“ 33 მანდატი ეკუთვნის – ყველაზე მეტი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
შესვლა–არშესვლა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევას ატარებს

„ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, პარასკევს ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებული პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ პარტია შიდა კვლევას ატარებს და მისი წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია.

ოქრიაშვილის განმარტებით, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლის გარდა განიხილავს მესამე ვარიანტს – პარლამენტში შესვლას მხოლოდ ორი საკითხის გადასაჭრელად: ამნისტიის შესახებ კანონის მისაღებად და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესატანად.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ პოზიციით უკმაყოფილონი არიან.

„ნაცმოძრაობამ“ ახლა უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება - გააგრძელოს თუ არა ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ, როგორც ვხედავთ, არ მიიღო, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.

საკუთრივ ოპოზიციურ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „ნაცმოძრაობის“ წევრების ნაწილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობა. მეორე ნაწილი ამ მოსაზრების წინააღმდეგია, რამდენადაც მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არალეგიტიმურია.

ყველა ახალი ამბავი
0