სამების ტაძარში გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

© photo: Sputnikპანაშვიდი სამებაში
პანაშვიდი სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
26 მაისს,  ქართველი გენერლის, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გენერლის სამოქალაქო პანაშვიდები სამშაბათის ჩათვლით გაიმართება. ოთხშაბათს კი მას სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. გენერლის პატივის მისაგებად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოვიდნენ გმირი გენერლის შთამომავლები.

 Airzena Georgian Airways-ს თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
„დაუჯერებელი დღე“: გენერალ კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს

გენერალ კვინიტაძის შვილიშვილის, ნოდარ ოდიშელიძის თქმით, გენერლის ოცნება იყო საქართველოში დაკრძალულიყო.

გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0