„დაუჯერებელი დღე“: გენერალ კვინიტაძის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს

© photo: Sputnik / Stringer Airzena Georgian Airways-ს თვითმფრინავი აეროპორტში
 Airzena Georgian Airways-ს თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად გენერლის შვილიშვილები ესწრებოდნენ

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

ქართული არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2016
საქართველოს საბრძოლო სულის სამჭედლო: არმიის სპეცდანიშნულების ბატალიონი 17 წლის გახდა

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა ოფიციალური პირები. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოვიდნენ გმირი გენერლის შთამომავლები.

გენერლის შვილიშვილის თქმით, მათთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი და დაუჯერებელია.

„ბაბუაჩემი ბრუნდება თავის სამშობლოში, ეს ახდენილი ოცნებაა. არ მეგონა, თუ ეს ოდესმე მოხდებოდა. ყოველთვის იყო დიდი სურვილი, მას ძალიან უნდოდა დაბრუნება დემოკრატიულ საქართველოში. ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის, ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დაუჯერებელი დღეა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ“, – განაცხადა გენერალ კვინიტაძის შვილიშვილმა მარიამ დამბომ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2018
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა სამშობლოში დაბრუნდა

გენერალ კვინიტაძის სხვა შვილიშვილის, ნოდარ ოდიშელიძის თქმით, გენერლის ოცნება იყო საქართველოში დაკრძალულიყო.

„ჩემთვის ეს უზარმაზარი ემოციაა, რადგან მოგეხსენებათ, მთავარსარდალი კვინიტაძე ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა და არ შეიძლება, რომ ეს ემოცია არ გეუფლებოდეს მის შთამომავალს, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ 100 წლის შემდეგ იგი უბრუნდება სამშობლოს. დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და ვერ მოესწრო თავის სიცოცხლეში“, – განაცხადა ნოდარ ოდიშელიძემ.

დღეიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძეს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0