ესპანეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

© AFP 2024 / MANU FERNANDEZპედრო სანჩესი
პედრო სანჩესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ვიზიტის დროს თავისი ესპანელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ესპანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარების შესახებ. პრემიერის თქმით, მას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე.

ესპანეთში ტურისტული გამოფენა FITUR-2021 იმართება - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ესპანეთში ტურისტული გამოფენა FITUR-2021 იმართება - ვიდეო

„ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლა, ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს-ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესის კლიმატით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერი ესპანეთს ორდღიანი ვიზიტით (19–20 მაისს) ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფილიპ VI-სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტურისტული გამოფენის FITUR-2021 გახსნაში მადრიდში. გამოფენაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

„ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველო მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში FITUR-2021>>

საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა. ესპანეთში საქართველოს საელჩო 2004 წელს გაიხსნა.

ქვეყნებს შორის გაფორმებულია რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხსნის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, მეცნიერება და განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0