ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
საერთაშორისო ორგნიზაციების ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნეს და უკმაყოფილება გამოთქვეს ცესკოს წევრთა არჩევის ცვლილების რამდენიმე ასპექტზე და დამკვირვებლებისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ნიკა მელიას ბილბოლდი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მელია მერობის კანდიდატად? ახალი განხეთქილება ქართულ ოპოზიციაში

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციურმა პარტიებმა („მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“). პროექტი ინიცირებულია თებერვალში.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხება.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე, უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, არამიზანშეწონილია საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისამდი დაბალი ნდობის ფონზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების თარიღი ცნობილი გახდა

„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მექანიზმი, საზოგადოების ნდობით არ სარგებლობს“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე აღნიშნულია, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა არჩეულ იქნეს საზოგადოების ფართო კონსენსუსის ფონზე, და არ წარმოადგენდეს მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს, რომელიც მას, ფაქტობრივად, ირჩევს.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი და მისი არჩევისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა 76-დან 100-მდე გაიზარდოს.

ვენეციის კომისია და OSCE/ODIHR-ი პრობლემებს ხედავენ ასევე პარლამენტის მიერ დანიშნულ კანდიდატებში. კომისიის თვალსაზრისით, კანდიდატებისთვის პარლამენტში არსებული დაბალი გამსვლელი ბარიერი ავტომატურად ნიშნავს, რომ კომისიის ყველა წევრი ფაქტობრივად მმართველი პარტიის ინტერესების გამტარი იქნება.

ამის თავიდან აცილების მიზნით, კომისია სთავაზობს ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც საზოგადოებაში ცესკოსადმი ნდობას გაზრდის.

„ეს მომენტი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც ცესკოს უპარტიო წევრთა და მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრთა შეფარდება ოპოზიციის მიერ დანიშნულებთან შედარებით იგივე რჩება, რაც მოქმედ კანონშია, რადგან მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, ცესკოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის დანიშვნა შეუძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები უკმაყოფილო დარჩნენ საოლქო კომისიების დაკომპლექტების პრინციპითაც და თითოეულის წევრთა რაოდენობის გაზრდით. ვენეციის კომისიის აზრით, საოლქო კომისიების პრობლემა მომდინარეობს საზოგადოების უნდობლობიდან შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თბილისის მერობას კიდევ ერთი პოლიტიკოსი უმიზნებს

საერთაშორისო ინსტიტუტი სთავაზობს შერჩევის დახვეწას და მის გართულებას ღია გასაუბრებებისა და კანდიდატთათვის კრიტერიუმების შეცვლის გზით.

კომისიამ ასევე გააკრიტიკა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილების პირობაც. მისი აზრით, ამ ნორმას შემოაქვს გაუმართლებელი შეზღუდვები და ფაქტობრივად ის გამორიცხავს ახალი ორგანიზაციების გამოჩენას, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას მომავალში შეძლებდნენ.

შეთავაზებული შესწორებები

კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემადგენლობაში იქნება 17 წევრი 11-ის ნაცვლად, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

ამასთან, 17 წევრიდან რვას პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ხუთი წლის ვადით დანიშნავს, ცხრას - პარტიები.

ცესკოს წევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში და მოპოვებული აქვთ მანდატები ანდა იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტის მინიმუმ ერთი მოქმედი წევრი ჰყავთ.

თუ პარტიების რაოდენობა ცხრას გადააჭარბებს, პრიორიტეტული იქნებიან ის პარტიები, რომლებიც მეტ დაფინანსებას იღებენ. მოქმედ კანონმდებლობაში პარტიების წარმომადგენლობა ცესკოში დამოკიდებულია მხოლოდ პარტიების წარმომადგენლობაზე პარლამენტში.

იცვლება ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პრინციპი - კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, ხოლო შემდგომში მას მხარი უნდა დაუჭიროს კომისიის წევრთა არანაკლებ ორმა მესამედმა. მოქმედ კანონმდებლობაში ცესკოს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამ კანდიდატს შორის, რომელთაც ასევე პრეზიდენტი წარადგენს.

მიხეილ რამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
მიხეილ რამიშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, როგორც ეს საარჩევნო კოდექსის მოქმედ ვერსიაშია გაწერილი. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები - კენჭისყრის შედეგების გაუქმება, ხმების გადათვლა და ა.შ. ხოლო პროექტის ახალი ვერსიით, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო გახდება ცესკოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა.

ცვლილებების თანახმად, გაიზრდება ასევე საოლქო კომისიების შემადგენლობა (11-დან 17-მდე), ამასთან კომისიის რვა წევრს დანიშნავს ცესკო, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ხოლო პარტიები საარჩევნოდ ექვსის ნაცვლად ცხრა წარმომადგენლის დანიშვნას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0