კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

© photo: press-service of the Parliament of Georgiaკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს.

კუჭავას კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.  

„დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებული ვართ. ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს. მინდა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მისი ინიციატივით წარმადგინეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე", – განაცხადა კახა კუჭავამ. 

კახა კუჭავა ქვეყნის ისტორიაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რიგით მეთორმეტე სპიკერია. 

„ქართულმა ოცნებამ“ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. თავად თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

ვინ არის კახა კუჭავა

კახა კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ. 

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
ეყოფა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხმები კახა კუჭავას ასარჩევად - დეტალები

2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2020 წლებში კუჭავა საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლიდან არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში.

ახალი ეტაპი: ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა>>>

2011-2015 წლებში იგი იყო მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

2007-2010 წლებში იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული სამართლის სპეციალისტი.

2005 წელს, ასევე 2001-2004 წლებში იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი იყო.

2001-2004 წლებში კახა კუჭავა დასაქმებული იყო იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტის პოზიციაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0